სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გამოსული ვეფხვი, რომლის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ლიკვიდირებულია. „ლაგუნა ვერე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” შსს-დან აცნობეს, , ცხოველი აგრესიული იყო და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ვითარებას პირადად აკონტროლებდა.













