თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 აგვისტოს, 23:00 საათიდან დაიწყება და 26 მაისის სახელობის მოედანზე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს “ენ სი სი” აწარმოებს.