საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწიამნიშვნელოვან, ხელშესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართოდ აღიარებულ პროგრესს მედიისა დაგამოხატვის თავისუფლების კუთხით.
აღნიშნულ კონტექსტში, ქალბატონი მიატოვიჩი გამოთქვამს რწმენას, რომსაქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ამ სამაგალითო მიღწევის დაცვას და გაღრმავებას დაშეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ და პლურალისტულ მედიაგარემოს. თავის მხრივ, დუნია მიატოვიჩმამზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელირეკომენდაციები.
წერილში ქალბატონი მიატოვიჩი მადლობას უხდის მიხეილ ჯანელიძეს მიმდინარე წლის 6-7 ივლისს თბილისშიგამართული რიგით მე-13 სამხრეთკავკასიური მედიაკონფერენციის მასპინძლობისთვის. ეუთოს წარმომადგენელიგანსაკუთრებით მადლიერებას გამოთქვამს კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მიერ გამოთქმულიმოსაზრებებისა და კონსტრუქციული ორმხრივი შეხვედრისათვის.
6-7 ივლისს თბილისში გამართულ მე-13 სამხრეთკავკასიურ მედიაკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმაჟურნალისტმა, სამოქალაქო სექტორისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელმა სომხეთიდან,აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, მათთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმა ბოსნია ჰერცეგოვინიდან, რუსეთისფედერაციიდან და დიდი ბრიტანეთიდან.













