• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

5642prokuraturisshenoba(2)საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 13 ავტომანქანა, 5 კვატროციკლი და 2 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ივლისს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებულ იქნა მოქალაქე ვაჟა ციგროშვილი.

გამოძიების მსვლელობისას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა პატიმრობაში მყოფ ვაჟა ციგროშვილს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას სახელმწიფოსთვის უნდა შეეძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები და კვატროციკლები, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების ,,ჩრდილოვან მხარედ“, წინააღმდეგ შემთხვევაში მას   მოუწევდა ციხეში ყოფნა.

აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ვაჟა ციგროშვილი იძულებული გახდა დათანხმებოდა კუდის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მას N8 საპყრობილეში, ციხის უფროსის კაბინეტში კონსპირაციულად შეახვედრეს მისი ცოლისძმა ნოშრევან ნეკრესელაშვილი, რომელსაც ავტომანქანების შესაძენად თანხის მოძიება დაევალა. კუდის მაღალჩინოსნის მოთხოვნით, ვაჟა ციგროშვილი მანამ დარჩებოდა საპატიმროში, სანამ მისი ოჯახი ავტომანქანების შესაძენად თანხას არ შეაგროვებდა. 2008 წლის აგვისტოში, ბრალდებულის ცოლისძმამ ნოშრევან ნეკრესელაშვილმა მთლიანობაში ნახევარ მილიონ ლარად სახელმწიფოს სასარგებლოდ, კუდის მოთხოვნით იძულებით შეიძინა ,,ტოიოტა პრადოს“, ,,ტოიოტა ჰაილუქსის“; ,,ტოიოტა კამრის“ და ,,ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის ავტომანქანები, 5 კვატროციკლი, რომლებიც შემდგომში აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

2008 წლის მაისში, მოქალაქე ფრიდონ ბარათაშვილმა კერძო კომპანიისგან შეიძინა ქ. ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე 12027,3 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. 2009 წლის ივლისში, ფრიდონ ბარათაშვილი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთიდან 7000 კვ.მ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, მიუხედავად იმისა, რომ მას უძრავი ქონება კანონიერად ჰქონდა შეძენილი.

განხორციელებული ზეწოლის შედეგად, დაზარალებულმა ფრიდონ ბარათაშვილმა მისი კუთვნილი12027,3 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 7000 კვ.მ. მოთხოვნით იძულებით გადააფორმა სახელმწიფოს სახელზე.

2006 წელს, დავით კუპატაძემ მისი მეგობრის დახმარებით კერძო პირისგან, ნოტარიული წესით შეიძინა ქ. თბილისში, კობარეთის ქუჩის მიმდებარედ 490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა.

2010 წლის მარტში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს დავით კუპატაძე, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააკავებდნენ და მისცემდნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აღნიშნულ მოთხოვნაზე დავით კუპატაძემ საგამოძიებო ორგანოსგან მოსაფიქრებელი დრო ითხოვა, რა დროსაც ქონების შენარჩუნების მიზნით, მან მიწის ნაკვეთი  ესპანელ პარტნიორზე – ფრანცისკო ხაბიერ ფერნანდეს გოირიზე გადააფორმა, თუმცა მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოდან მის მიმართ მოთხოვნა კვლავ გაგრძელდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დაეთმო.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე,  პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ვაჟა ციგროშვილს 13 ავტომანქანა და 5 კვატროციკლი; ფრიდონ ბარათაშვილს 180 000 ლარად ღირებული ქ. ქუთაისში მდებარე 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დავით კუპატაძეს 240 000 ლარად ღირებული თბილისში მდებარე 490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 44 ფაქტი, მხილებულია 32 საჯარო მოხელე, 7 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, 23 პირის მიმართ გამოყენებული იქნა დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო 2 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება გარდაცვალების გამო. დაზარალებულად ცნობილია 79 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 17 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 65 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ახალი დეპარტამენტის მიერ 5 მოქალაქის მიმართ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება და შესაბამისი შუამდგომლობით წარიმართა სააპელაციო სასამართლოში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

5 months ago
“ყველგან, ყველა დროში, ახალგაზრდობა თავისუფალია და ეს თავისუფლება იყო დათრგუნული ამ კედლებში”

“ყველგან, ყველა დროში, ახალგაზრდობა თავისუფალია და ეს თავისუფლება იყო დათრგუნული ამ კედლებში”

12 years ago
მაკა ბულეიშვილი – კოვიდის შემთხვევების მატებაზე: ბევრი პაციენტის მართვა იქნება რთული

მაკა ბულეიშვილი – კოვიდის შემთხვევების მატებაზე: ბევრი პაციენტის მართვა იქნება რთული

4 years ago
“მკვლელობას 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ” – ვინ არის დოლიძის ქუჩაზე, ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალი?

“მკვლელობას 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ” – ვინ არის დოლიძის ქუჩაზე, ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალი?

3 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by