თელავის რაიონში, შუამთის ტერიტორიაზე დაკარგული ორი გოგონა პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს.
გოგონები შუამთის ტერიტორიაზე მათთან ერთად მყოფ თანაკლასელებს დაშორდნენ და ერთ-ერთი ნათესავის ოჯახში იმყოფებოდნენ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება.
ისინი თანაკლასელებთან ერთად, კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და დღის ბოლოს შუამთის ტერიტორიაზე იყვნენ. მოზარდები თბილისის ერთ-ერთი სკოლის მერვეკლასელები არიან.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია, სამაშველო ბირგადები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.