• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaსუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანულიკომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციოვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფოსაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.

პრივატიზაციის ხელშეკრულება, GEOPARS-სადა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიას და პროექტის პრეზენტაციას “ქარვასლაში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ პროექტს, ისევე, როგორც ყველა მსგავს წამოწყებას, საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება.

პრემიერმა, ირანში გასულ წელს, ვიცე-პრემიერის რანგში ოფიციალური ვიზიტი გაიხსენა, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხდომის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება იყო და შედეგიც სახეზეა, რაზეც ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის უმსხვილესი პროექტი მიუთითებს.

„ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მოხარული ვარ, რომ, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული და წელში გამართული ოჯახი საქართველოში, რაც უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მისი შედეგები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პროექტის პრეზენტაცია  გაიმართა ისტორიულ „ქარვასლაში“, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და მისი სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციის სიმბოლური გამოხატულებაა.

„მისასალმებელია, რომ დღეს ჩვენ ვიხილავთ პროექტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ფუნქციას და განამტკიცებს საქართველოს როლს რეგიონში, როგორც ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებისთვის, ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი მარშრუტისა. ძალიან მისასალმებელია, რომ ვიხილავთ პროექტს, რომელიც ხაზს უსვამს არა მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციას, არამედ საქართველოს, როგორც მწარმოებელი, ინდუსტრიული ქვეყნის, რუკაზე გაჩენის მნიშვნელოვან მოვლენას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით. მით უმეტეს, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რაც იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს რეგიონის ქვეყნებისთვის და ამ შემთხვევაში ირანისთვის, რომ შექმნას საქართველოში საწარმოო ზონები, სადაც შემდგომ, ევროპის მიმართულებით ექსპორტის შესაძლებლობები გაჩნდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს, კომპანია GEOPARS-ს, ასევე – საქართველოს ელჩს ირანში და ირანის ელჩს საქართველოში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი

სამგორის რაიონის გამგებელი – ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ

6 years ago
„ბალავარის“ მრავალფუნქციური კომპლექსი – რა უნიკალური თვისებებით იქნება ის გამორჩეული

„ბალავარის“ მრავალფუნქციური კომპლექსი – რა უნიკალური თვისებებით იქნება ის გამორჩეული

5 years ago
ნოდარ ბოხუას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნოდარ ბოხუას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

7 years ago
იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

7 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by