ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქ. დუბლინშიქართული ჩაის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ „Natura Tea Company”, რომლის წამომადგენლებმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კომპანიისსაექსპორტო პროდუქცია და მისი ნაირსახეობები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიაში მოქმედი ჩაის იმპორტიორები, სასტუმროებისა დასუპერმარკეტების ქსელების მომმარაგებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ჩაისმიმართულებით მოღვაწე პროფესიონალები და ჟურნალისტები.
„ირლანდიაში ჩაის მოხმარების კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა, ქართულ ჩაის ნაკლებადიცნობენ, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ირლანდიელი ჩაის იმპორტიორებისა და ამ სფეროშიმოქმედი პროფესიონალებისათვის ქართული ჩაის საექსპორტო პროდუქცია გაგვეცნო დაშეგვეთავაზებინა. მოხარული ვარ, რომ დუბლინში პირველად შედგა ქართული ჩაის პრეზენტაციადა პროდუქციამ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა“ – განაცხადაირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.