• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“არ მივტირი წარსულს, მაგრამ მენატრება ის საქართველო, სადაც ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთის სიყვარული”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaSvili“მე ნამდვილად არ მივტირი წარსულს, მაგრამ მენატრება ის საქართველო, სადაც ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთის სიყვარული, სადაც ადამიანები გვერდში ედგნენ ერთმანეთს, ჰაერში იგრძნობოდა ეს სურნელი, სიყვარულის და ერის ერთიანობის და დამერწმუნეთ, ეს შესაძლებელია დღესაც,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მოსახლეობას, რომელსაც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე და ლევან გოგიჩაიშვილი წარუდგინა.

პრემიერმა ერთად დგომის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ამ დაპირისპირებით, ამ სიძულვილით სავსე ეპოქაში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ამის ძალა და უნარი შეგვწევს და, მხოლოდ და მხოლოდ ამით შევძლებთ ჩვენ, რომ ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და ის დიდება დავიბრუნოთ, რომელსაც ყოველთვის ჩაგვძახოდნენ ბავშვობაში – ოდესღაც თურმე დიდი ყოფილა საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რამდენიმე დღე დარჩა იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე, როცა კიდევ ერთხელ უნდა გაეცეს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვას – არის თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ცალკეული ადამიანი და მისი ღირსება, არის თუ არა ეს უზენაესი ფასეულობა.

“კიდევ ერთხელ გავცეთ ამ შეკითხვას პასუხი, როგორც ეს გავაკეთეთ 2012 წელს. დიდი მადლობა ამ დიდი გმირობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაგარი ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არც ერთ დღეში შენდება და არც ოთხ წელიწადში აშენდება; არც 2012-ში დაწყებულა შენება, არც 2004-ში და არც მანამდე. სახელმწიფოს შენება არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ერთი რამ შეგიძლია ვთქვათ – 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც მანამდე ძალიან ხანგრძლივი, პრინციპული, გმირული შრომის შედეგად, დაიღალა ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის გმირულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა ამინდი ქვეყანაში და მოიტანა ყველაზე მთავარი – აღადგინა თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგით გასული ოთხი წლის განმავლობაში, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის, ცალკე ერთი ადამიანის სიყვარულიდან გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ფასეულობა და ასე ვაპირებთ ვიაროთ მომავალშიც”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა და მას საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, აღმშენებლობისა და ეკონომიკური აღორძინების გეგმა უწოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან რეალისტური , ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომელიც 4 წლის თავზე, თვისობრივად, ხარისხობრივად, ვიზუალურად სხვა საქართველოს მოიტანს.

“ამისთვის გვინდა ყველა თქვენგანის კიდევ ერთხელ გამოხატული ნება, იმისთვის, რომ საქართველომ იაროს სწორი მიმართულებით და მჯერა, რომ ეს ნება იქნება გამოხატული”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა გასული წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ დღეს მოგვარებულია ჯანდაცვის პრობლემა; სახელმწიფო ყველაზე მეტ რესურსს ხარჯავს სოფლის მეურნეობაში, რაც მოქალაქეების დასაქმების ყველაზე მოკლევადიანი გზაა. მისი თქმით, მთავრობას საინტერესო გეგმები აქვს ადგილობრივი წარმოების და ადგილობრივი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებითაც.
პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოში ნომერ პირველ პრიორიტეტად ცხადდება.
“ჩვენ ზუსტად ვიცით, ის ნაბიჯები რომელსაც გადავდგამთ, რომელიც უკვე გადავდგით , ვერ მოიტანს შედეგს 4 წლის პერსპექტივაში, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ერის მომავალი აღზევების და განვითარებისთვის ჩაყრილი საფუძველი. ეს აუცილებლად ახლა, დღეს უნდა გავაკეთოთ. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა აქ. იმ უბანში, სადაც მეც გავიზარდე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ მესამოცეში და კომაროვში, სულ აქ გაიარა ჩემმა ბავშვობამ და მიხარია რომ ამდენ ადამიანს ვხედავ. მიხარია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ახალი ენერგია, ახალი ძალა, რომელიც გვაქვს, მაგრამ გვჭირდება თქვენგან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთი რამ და უმთავრესი – ჩვენი საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავაერთიანოთ სიყვარულით, ყველაფერ იმით, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა”, – განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პრემიერის შეფასებით, არ არსებობს პოლიტიკური გუნდი.

“თქვენ ყველანი, ჩვენ ყველანი ერთი გუნდის, ერთი საზოგადოების, ერთი ოჯახის, ერთი ფასეულობების ერთგული ადამიანები ვართ და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი კიდევ გაიზრდება. კიდევ მეტი ადამიანი გადმოვა ამ ფასეულობებზე და ჩვენ ყველანი ერთად, ამ სამ ძალიან თავგამოდებულ, თავდადებულ, გულისხმიერ, ძალიან აქტიურ ახალგაზრდასთან ერთად, ავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, გაჩირაღდნებულ და აგუგუნებულ საქართველოს. მე მართლა ამაყი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ერთად მომიწევს ბრძოლა, შრომა, იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად გაამართლებენ ყველა თქვენგანის ნდობას”, – მიმართა პრემიერმა საბურთალოს მოსახლეობას.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ვალეში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

კარწახში, ლაგოდეხსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

8 years ago
საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

8 years ago
როგორ განვასხვაოთ სათაურით პასუხისმგებლიანი მედია ბულვარული პრესისგან?! –  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი

როგორ განვასხვაოთ სათაურით პასუხისმგებლიანი მედია ბულვარული პრესისგან?! – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი

10 years ago

“კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს”

11 years ago

ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი
ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი

10/27/2026

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია, ხოლო სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დონე ამ რის­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რია. ხში­რად, რო­დე­საც...

მეტის ნახვაDetails
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

10/27/2026
“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა

“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა

10/27/2026
„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

10/27/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი 10/27/2026
  • “გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები 10/27/2026
  • “არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა 10/27/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by