შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული საქონელი ამოიღო.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 24 აგვისტოს საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგის” გავლით , რუსეთის მხრიდან “გაზელის” მარკის მიკროავტობუსი შემოვიდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ლ.ს. მართავდა.
უწყების ცნობით, მოქალაქემ საქართველოში 110 ცალი 140 გრამიანი წითელი ხიზილალას და 15 ცალი 5 ლიტრიანი ავზით სავსე საწვავის მალულად შემოტანა სცადა. არადეკლარირებული ხიზილალა მოთავსებული იყო ავტომობილის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ხოლო საწვავით სავსე ავზები – სავარძლებს შორის.
საქონელი ღირებულების დასადგენად ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
26.08.13