
შალვა ნათელაშვილი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურობის ეჭვქვეშ აყენებს და ტელეკმპანია ,,რუსთავი2-თან” კომენტარს აკეთებს:
„მთელი ღამე ფული რიგდებოდა წუხელ. ამ ფულის დარიგებაში მონაწილეობდა მთელი უშიშროების სამსახურები, მაგათი პარტიული აქტივი. სიები წინასწარ იყო გამზადებული, ვინ იყო თანახმა, აეღო იუდას ვერცხლი არჩევნების გაყალბებაში და შემდეგ ტოტალურად იმოქმედეს ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოწერა პროცენტები. აი, ამას გვიცხადებს ეს კენტავრის მსგავსი ქალბატონი – ცესკოს თავმჯდომარე.
ჩვენ გვაინტერესებს, რომ ივანიშვილის სახსენებელი საქართველოში არ იყოს და ამას მე გავუკეთებ. მან გაითვალისწინოს, რომ ორი მთავრობა გავისტუმრე საიქიოს, ერთ ნაღდში და მეორე არანაღდში და ამას კიდევ რა ელოდება, ნახავს უახლოეს ხანებში.”













