• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Dino Photography – ფოტოები ჩვილებისთვის – სახლში დაწყებული საქმიანობა და მზარდი ბიზნესი

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
24
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მშობლებს შვილები ახალ იდეებს მუდმივად შთააგონებენ. ისინი ხდებიან წიგნებისა და ფილმების გმირები, მათ უძღვნიან სიმღერებს და ხდებიან სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშისა, თუ წარმატებული ბიზნესის სახეები. პატარა ლიზას ფოტოები, რომელიც თავად  მშობლებმა ეკატერინე ოძელაშვილმა და მირიან ჯუღელმა გადაიღეს, ახალ, საინტერესო და ინოვაციურ იდეად გადაიქცა. იდეა კი  ფოტოსტუდია –  Dino Photography-ია. სახლში დაწყებული საქმიანობა მალე მომგებიან ბიზნესი და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ფოტოსტუდია გახდა.

სტუდიაში ფოტოგრაფის ფუნქციას ეკატერინე ითავსებს. პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მისი ამჟამინდელი საქმიანობა პროფესიისგან დიდად არ განსხვავდება, ის ამზადებს დეკორაციებს, სცენას, გეგმავს ფოტოსესიას და სხვა წვრილმან დეტალებს,რომლებიც კარგი შედეგის მისაღწევად წვრილმანს სრულებით არ წარმოადგენს.

„თბილისი თაიმსის“ მკითხველსისთვის ეკატერინე ოძელაშვილი ფოტოსტუდიის შესახებ საინტერესო დეტალებს გვაცნობს.

14658253_1310657405632199_1751853256_nროგორც ჩვენთვისაა ცნობილი, 2-3 თვით ადრე ხდება თქვენთან ფოტო სესიის დაჯავშნა, რამდენად პოპულარულია დღეს Dino Photography საქართველოში, თუ აწარმოებთ სტატისტიკას,დაახლოებით, თვეში რამდენ პატარას უღებთ ფოტოს ?

– DINO Photography ჩვენი შვილის გაჩენით ინსპირირებული ფოტოსტუდია, რომელიც ჩვენთან ბინაში დაიწყო და ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდა სრულყოფილ სტუდიად. დიახ ჩვენთან თარიღები 2-3 თვით ადრე იჯავშნება, მშობლები ფოტოსესისებს ორსულობის პერიოდშიც კი ჯავშნიან, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში, მეტსაც გეტყვით ზოგი მშობელი 6 თვით ადრეც ეწერება, რადგანაც იცის რომ ჩვენი სერვისები საკმაოდ მოთხოვნადია.

რამდენად კონკურენტუნარიანია ეს სეგმენტი საქართველოში და Dino Photography-ის მსგავს სერვისს თუ სთავაზობს სხვა ფოტო სტუდია, (თუ არა). სხვა სტუდიებს,როგორ შეაფასებთ და რა განსხვავებებისა და უპირატესობების დანახვას შეძლებს მომხმარებელი თქვენთან მოსვლისას(სტუდია,გარემო, ფოტოგრაფების რაოდენობა)?

– მე პროფესიით არქიტექტორი ვარ და 10 წელი ამ მიმართულებით ვმუშაობდი. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და დიზაინი. აქედან გამომდინარე ჩემს სტუდიაში დეკორატორიც მე ვარ და ფოტოგრაფიც.

14657716_1310635408967732_668091292_n

ახალშობილთა აქსესუარების უმეტესობას ჩემით – ხელით ვაკეთებ. რის გაკეთებაც მე არ შემიძლია ადგილობრივ დიზაინერებს ვუკვეთავ. ფოტოებს თვალს თუ გადაავლებთ დეკორაციების უმეტესობა სპეციალურად ჩვენთვის ადგილობრივი, უნიჭიერის ადამიანების მიერ არის შექმნილი, შეიძლება ითქვას რომ DINO Photography კრავს სხვადასხვა ნიჭის მქონე ადამიანს, რაც საერთო ჯამში ჩვენს ფოტოსესიებს ასე მიმზიდველ, განსხვავებულ და მოთხოვნადს ხდის.

როგორც გითხარით ფოტოსტუდია ჩვენი შვილის დაბადების შემდეგ გავხსენი. როდესაც ლიზა დაიბადა მას რამდენიმე ფოტო გადავუღეთ და ფეისბუქზე დავდეთ. ჩვენმა მეგობრებმა მოგვწერეს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი სერვისის არსებობა – ფოტოსტუდია, რომელიც ახალშობილებს და ჩვილებს ლამაზ, სახალისო ფოტოებს გადაუღებდა. გამომდინარე იქიდან რომ, იმ დროს ასეთი სერვისი არ არსებობდა, გადავწყვიტეთ ჩვენ შეგვექმნა სტუდია, რომელიც მთლიანად პატარების და მათი მშობლების საჭიროებებსა და სურვილებზე იქნებოდა მორგებული. ხანგრძლივი ძებნის შედეგად ვიპოვეთ სპეციალური ფართი, რომელიც ისე მოვაწყვეთ, რომ პატარებიც და მშობლებიც სრულ კომფორტსა და მყუდროებას გრძნობენ.

14677905_1310635382301068_1450833317_o

გამოვიწერეთ უამრავი აქსესუარი, დავამზადეთ დეკორაციები, შევიძინეთ სპეციალური ტექნიკა, მაგალითად განათება, რომელიც ახალშობილებისთვისაა დაშვებული და დავიწყეთ კლიენტების სტუდიაში მიღება.

ჩვენ ინვენტარს მუდმივად ვაახლებთ, ახლაც ამ საუბრის დასრულების შემდეგ, კომპიუტერს უნდა მივუბრუნდეთ, შერჩეული დეკორაციები კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ და შევუკვეთოთ.

რა სახის ფოტო სესიებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

– DINO Photography რამდენიმე სახის ფოტოსესიას გთავაზობთ, ესენია ახალშობილის სესია, რომელიც პირველი დღეების პაწაწინა და სათუთი მომენტების აღსაბეჭდად საუკეთესო საშუალებაა, ჩვენ გვიმუშავია 6-7 დღის პატარებთან, რომლებიც გადაღებისას თავს ისევე კომფორტულად გრძნობენ, როგორც მუცელში.

ჩვენ გვაქვს სერვისები 2-3 თვიდან-1 წლამდე, მაგალითად პატარების სესია ან კოლაჟები, რომლებშიც სხვადასხვა ზღაპრებს, ქალაქებსა თუ ცნობილ მოვლენებს ვასახიერებთ.

გვაქვს სპეციალური პირველი დაბადების დღის სესია – Cake Smash, რომლის დროსაც პატარები ტორტს პირველად სინჯავენ და საკმაოდ სახალისო ფოტოები გამოდის.

გვაქვს ორსულების სესია, გარე გადაღება და ა.შ.

როგორია ფასები?

– საზღვარგარეთ ასეთი მომსახურება საკმაოდ მაღალი ფასი ღირს, ჩვენ ფოტოსტუდიის გახსნის დროს დეტალურად შევისწავლეთ მსგავსი სერვისები სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში ახალშობილის ფოტოსესია საშუალოდ $400-$1500 ღირს.

14632687_1310635518967721_1027221392_o

ჩვენ მთლიანად მოვერგეთ ადგილობრივ  ბაზარს, ჩვენი ფასები 130 ლარიდან იწყება და სპეციფიკიდან გამომდინარე იზრდება.

Dino Photography თუ გაიხსენებს ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტო სესიას…

– რთულია ცალკე გამოყო რომელიმე ფოტოსესია, ჩვენთვის თითოეული ბავშვი მნიშვნელოვანია და თითოეულ სესიას ინდივიდუალურად ვუდგებით, ალბათ ზუსტად ესაა ჩვენი წარმატების ფორმულა – მთლიანად ბავშვზე და მშობელზე მორგებული მომსახურება.

რომ აღწეროთ, როგორია თქვენი ერთი დღე/ერთი ფოტო სესია, რა ეტაპებს/პროცესი გადის სტუდია?

– ჩვენ თითოეულ ფოტოსესიის თემას მშობლებთან წინასწარ ვათანხმებთ, შემდეგ ვიწყებთ დეკორაციების მომზადებას, სცენის აწყობას, თავად ფოტოსესია საშუალოდ, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე 1-3 საათი გრძელდება, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფოტოსესია 6 საათი გაგრძელებულა.

 ნათია კეკენაძე

ნათია

Share10Tweet6

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

“ყველანაირი ფორუმი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოყენებული არის ხოლმე სხვა პოლიტიკური განცხადებებისთვის”

“ყველანაირი ფორუმი ჩვენი ოპონენტების მიერ გამოყენებული არის ხოლმე სხვა პოლიტიკური განცხადებებისთვის”

12 years ago
დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადება

დიდი შაბათი – იესო ქრისტეს საფლავად დადება

10 years ago
7 დაპირება, რომელსაც იესო ქრისტე გვაძლევს

7 დაპირება, რომელსაც იესო ქრისტე გვაძლევს

5 years ago
დიაკვნის შესამოსელის სიმბოლური მნიშვნელობა

დიაკვნის შესამოსელის სიმბოლური მნიშვნელობა

10 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by