• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება გადავიდეს ბოროტებაში, ძალაუფლების უზურპაციაში“ – გია ხუხაშვილი

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გია ხუხაშვილი„საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ბოროტება, კანონი ამას ითვალისწინებს. თუმცა პოტენციურად რისკს შეიცავს,რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება გადავიდეს ბოროტებაში ანუ ძალაუფლების უზურპაციაში. რაც უნდა კარგი ადამიანი იყო, ძალაუფლება  ყველას რყვნის“. ის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გა ხიხაშვილმა „რუსთავი–2“–ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერშ ისაუბრა.

„ქართულ ოცნებას“ გამოუცდელი პოლიტიკური ელიტა ჰყავს და ასეთი ადამიანებისთვის განსაკუთრებით ხიბლია ძალაუფლება.  ამიტომ ჩვენ გვჭირდება მუდმივი კონტროლი.  ძალაუფლებასა და ლეგიტიმურობას შორის არის დიდი დისონანსი. მთელი ამომრჩევლის 48 %–ით აბსოლიტური ძალაუფლება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. თუმცა ასეთია კანონი  და შესაბამისად დისკუსიებს აზრი არ აქვს.

როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა საკონსტიტუციო უმრაველსობა ეს  არ იყო ბოროტება.  ბოროტება იყო როდესაც მან დაიწყო უზურპაცია, მედიის და  სასამართლო სისტემის გაკონტროლება. როდესაც გადავიდა სხვა ინსტიტუტებში, სხვის ბოსტანში.  სამოქალაქო საზოგადოება გადაიყვანა კომფორმისტულ მდგომარეობაში. „ქართული ოცნება“ ამ წერტილიდან შორს არის და იმედია არ გამოიყენებენს ამ იარაღს.

პრევენცია ასევე არის სასამართლო და პრეზიდენტის ინსტიტუტი, შეიძლება დიდი უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მყარად დგას ფეხზე. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, თვითონ „ქართული ოცნება“ უნდა დავიცვათ ძალაუფლების უზურპაციისგან,  რაც  კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლის რისკებს იწვევს. პრობლემაა,რომ კოლექტიური მურუსიძე საკააშვილის საწოლიდან „ქართული ოცნების“ საწოლში გადაწვა. საკონსტიტუციო სასამართლოც იქნება ერთ–ერთი პირველი ტესტი,  თუ თავაძე აირჩიეს, გაჩნდება სერიოზული ეჭვები,რომ ხელისუფლება ზედმეტად აფათურებს ხელს. შემდეგი ტესტი იქნება „რუსთავი 2“–ის   საქმე“.

გია ხუხაშვილმა საპარლამენტო არჩევნების  შედეგების შესახებ და ხმების გადანაწილების სავარაუდო   მიზეზებზეც ისაუბრა.

„შედეგი არის კანონზომიერი და გამომდინარეობდა იმ კამპანიიდან,რაც ვიხილეთ. კამპანია ძირითადად იყო ნეგატიური და ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართული. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მესამე არჩევანის უფლება წაართვა. მას ეუბნებოდა,რომ ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა, მე და „ნაციონალური მოძრაობა. მე ვარ ნათელი ძალა, ისინი არიან ბოროტი ძალა და მესამე მხარეს არ გაიხედო  იმიტომ,რომ ამ შემთხვევაში საშინელება მოხდება.

ფაქტობრივად შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სიმბიოზი. ეს იარაღი აღმოჩნდა ეფექტური თავისი  შეთქმულებების თეორიებით, თავისი ჩანაწერებით. საბოლოოდ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან სახლში დარჩა, ან თუ წავიდა, ისევ და ისევ ამ ორ პარტიაზე გადანაწილდა. მესამე ძალა არის ეგზოტიკური ელემენტი. „პატრიოტთა ალიანსს“  ამომრჩევლის  საკმაოდ სპეციფიური  სეგმენტი ჰყავს. მათზე ნეგატიური კამპანია არ მოქმედებს. განსხვავებულია „თავისუფალი დემოკრატების“ ამომრჩეველი, მათ ჰყავთ საკმაოდ სენსიტიური, მოწყვლადი მხარდამჭერები,  უფრო სიმშვიდეზე და  სტაბილურობაზე ორიენტირებული. იმისთვის,რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ ან სახლში დარჩნენ  ან გადაიხარნენ უფრო  მეტად „ქართული ოცნების“ მხარეს.

ის,რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი არ ჰქონდა,  კვლევებითაც ჩანდა .  მათი ამოცანა გამარჯვება არც ყოფილა, მათი მიზანი იყო „ქართული ოცნების“ დამარცხება.ის,რომ  სახალხო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ დაიკლო და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირიქით მოიმატა და ძალაუფლება საპირისპიროდ გადანაწილდა, არ იყო ამ ყველაფრის დამგეგმავისთვის დამაკმაყოფიელბელი. მას სულ სხვა სურათის მიღება სურდა. ამბობდნენ,რომ მაშინ მოვიგეთ ბრძოლა და ახლა უნდა მოვიგოთ ომი. სინამდვილეში ომი ვერ მოიგეს, ომმა მიიღო ის,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა და ემზადება 2020 წლისთვის.

მოყვარული დურგლები არიან,რომლებსაც უნდათ მაგიდა გააკეთონ და ტაბურეტი გამოსდით. დაახლოებით ასე დაემართა „ქართულ ოცნებას“. ამ მაგიდასთან მას „ნაციონალური მოძრაობის“  ადგილი კუთხეში ჰქონდა განსაზღვრული,   ხმის უფლების გარეშე. სინამდვილეში მიიღო ტაბურეტი,რომელზეც თვითონ ზის და „ნაციონალური მორაობა“ გადაწყვეტილებას იღებს მოატეხოს ფეხი თუ დაელოდოს როდის მოირყევა, რომ  ერთი ხელის კვრით წააქციოს. ამაზე იყო დისკუსია პირობითად სააკაშვილსა და ბოკერიას შორის. სააკაშვილი ამბობდა,რომ ფეხი ახლავე მოვახერხოთ, ბოკერია ამბობდა, რომ დაველოდოთ მოირყეს და 2020 წელს თითის წაკვრაც საკმარისი იქნებაო. პარტიის შიდა დისკუსიის შედეგად ამ რაციონალურმა ტაქტიკამ გაიმარჯვა. ეს ლოგიკური და სწორია,“–განაცხადა ხუხაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა” – ერთი მუსლიმის მილოცვა პატრიარქს

ჯეიხუნ მუჰამედალი: ,,უმრავლესობას რაღაც სჭირს. ჩვენი სხეული – აფხაზეთი და ოსეთი თითქმის დავიწყებული გვაქვს”

10 years ago

„ის ფაქტი, რომ ასეთი ინტენსიურია ჩვენი კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთან იმედის მომცემია”

11 years ago

ფოტოკონკურსი „ქოლგა“ გაიხსნა

13 years ago
ირაკლი შიხიაშვილი გამგებლებს პროექტების ერთობლივი განხილვისკენ მოუწოდებს

ირაკლი შიხიაშვილი გამგებლებს პროექტების ერთობლივი განხილვისკენ მოუწოდებს

12 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by