• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია?!“ – ლევან ბუკია

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
„სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია?!“ – ლევან ბუკია
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უნდა ისწავლებოდეს თუ არა „რელიგია“ საჯარო სკოლებში? ეს საკითხი არა ერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. საზოგადოების ერთი ნაწილი  მხარს უჭერს რელიგიის, როგორც საგნის სწავლებას სკოლებში, სხვები კი ინდოქტრინაციის საფრთხეზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ამით შესაძლოა დაირღვეს დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები.  ამ კითხვას ნაწილობრივ გასცა პასუხი სახელმწიფომ 2005 წელს მიღებული კანონით  „ზოგადი განათლების“ შესახებ, როდესაც დაადგინა, რომ რელიგიის სწავლება სკოლაში სავალდებულო აღარ იქნებოდა.

თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრი ლევან ბუკია აქვეყნებს ბლოგპოსტს „რელიგიის სწავლების“ საჭიროებისა და აუცილებლობის შესახებ საჯარო სკოლებში“, სადაც განხილულია  ის საკითხები, რომლებიც რელიგიური განათლების არსებობა-არ არსებობას უკავშირდება. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ბლოგპოსტის მოკლე მიმოხილვას:

ბუკია

რელიგია ცხადდება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების წესში. საზოგადოების არც თანამედროვე მდგომარეობის და არც მომავლის განჭვრეტაა შესაძლებელი რელიგიასთან კავშირის გარეშე. თუკი მივიჩნევთ, რომ რელიგია და რელიგიურობა არის უმთავრესი განმსაზღვრელი ნიშანი ადამიანთა ცხოვრებისა, მაშინ ის აუცილებლად საჭიროდ, უნდა იმყოფებოდეს აღზრდის ცენტრში. ამ საკითხზე მსჯელობისას ეკლესიის პასუხი იყო და არის შემდეგი: საჭიროა რელიგიის გაკვეთილები  მოსწავლეთათვის, რადგანაც აქ მოსწავლეები იძენენ ცოდნას ისეთ ღირებულებებზე, ეთიკურ საწყისებზე, ზნეობრივ ნორმებზე, რომლებიც არ ისწავლება სხვა გაკვეთილებზე და რომლებიც ცხადია მნშივნელოვანია, მოზარდის მართებულად ჩამოყალიბებისათვის. 

თუკი მოზარდს რომელიმე რელიგია აკავშირებს ადგილობრივ კულტურასთან მაშინ, სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია, სადაც კულტურის უმთავრესი ელემენტები იყრის თავს. თუკი სწავლა-აღზრდის მიზანია მშვიდობისა და ტოლერანტობისათვის მებრძოლი მომავლის აღზრდა, მაშინ მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ცოდნა  სხვადასხვა რელიგიაზე, რაც  არის წინაპირობა განსხვავებულის გაგებისათვის.  უმთავრესი რელიგიური ძეგლების გაცნობით მათ მიეცემათ საშუალება, უკეთ გაიგონ რელიგიის საზოგადოებრივი როლის შესახებ. მართლაც შეუძლებელია ადამიანი განათლებულად იწოდებოდეს თუკი „არა აქვს ცოდნა იმ როლზე, რომელიც რელიგიამ შეასრულა კულტურის ჩამოყალიბებაში.“

რთულია ბავშვის ფენომენი და უფრო რთულია მასთან პედაგოგიური გამკლავება. ყველა მათგანს აქვს რელიგიურობის ინდივიდუალური გამოცდილება. ბავშვი არის აღვისლი კითხვებით ღმერთზე. ყოველი ბავშვი არის „თეოლოგი“, რელიგიური კითხვებით და საკუთარი პასუხებით. არ გავქვს უფლება ირონიულად შევხვდეთ მათ მოსაზრებებსა და შევზღუდოთ ამ კითხვებში, თუკი სკოლას სურს, რომ დარჩეს როგორც ადგილი სადაც მიდის ღრმა ფსიქოლოგიურ–ანალიტიკური მუშაობა. დღეს როდესაც არის საშიშროება, რომ „ბავშვის ბავშვური ასაკი გაქრეს“ რელიგიური განათლება ვალდებულია, დაეხმაროს მოზარდს ბავშვური ფსიქიკის შენარჩუნებაში. პრობლემა მათი რელიგიური დატვირთვა კი არ გახლავთ, არამედ რელიგიურ გამოცდილებისა და რელიგიური აღზრდის არ ქონა.

სკოლა ვალდებულია მისცეს ბავშვს რელიგიური აღზრდა, რადგანაც ის საჭიროა მისი პიროვნული ზრდისკენ, მისი მომწიფებისათვის, მისი ეთიკური და საზოგადოებრივი განვითარებისათვის. იმისათვის, რომ ცხოვრების აზრი შეიცნოს, მოემზადოს იმ გამოწვევების დასაძლევად რასაც მას დრო და ეპოქა შესთავაზებს და დაიმკვიდროს ადგილი  საზოგადოებაში. ეს ისეთი აღზრდაა სადაც ბავშვი აღმოაჩენს რელიგიას და მას არ გააიგივებს სიბნელესთან და კონსერვატიზმთან.

დაუშვებელია სკოლა იყოს რელიგიური ცოდნის იძულებით გადაცემის ადგილი. რელიგიის გაკვეთილზე მოსწავლეებს უნდა  შევთავაზოთ არა რელიგიურობის ძალით თავსმოხვევა,  არამედ რელიგიური განათლება. მოზარდი უნდა გაეცნოს ადგილობრივ რელიგიურ ტრადიციებს, სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს, რაც მისცემს საშუალებას აწარმოოს დიალოგი საკუთარ თავთან.  დღეს როდესაც მოზარდებს უწევთ მრავალფეროვან და მულტირელიგიურ გარემოებებში ცხოვრება, სწორედ რელიგიური აღზრდა–განათლება ამზადებს მას იმისათვის,  რომ გაუმკლავდეს თანამედროვეობის პრობლემებს, ამათან ჰქონდეს ღიაობა და კრიტიკული აზროვნება.

რელიგიის გაკვეთილის მიზანია:

  • სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებათა სწავლება,
  • რწმენის თეოლოგიურ-მეცნიერული ანალიზი (რეფლექსია),
  • საკუთარი რელიგიურობისათვის შესაძლებლობების მიცემა (განცდა),
  • ინფორმაციები მსოფლიო რელიგიებისა და აღმსარებლობების შესახებ,
  • მორალური და რელიგიური შეხედულებების სწავლება და გათავისება,
  • სწავლება იმისა, რომ მოზარდი ცნობიერად ჩაერთოს აქციებში მსოფლიოს გაუმჯობესებისათვის (მორალი, ეთიკა, ეკოლოგია. . . ).

რწმენა არა თუ კეტავს ადამიანის განვითარების ჰორიზონტს, არამედ ის  აღებს ჭეშმარიტად მის გონებას და ფიქრობს და განსჯის სისტემატიურად. „არ მწამს“ ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ არ შემიძლია, რომ ვირწმუნო, არ ვეძებ არაფერს სარგებლის გარდა, არ მაქვს იმედი.

რელიგიის როგორც საგნის სწავლებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის საკითხი. ვინ უნდა იყოს ის ვინც  ასწავლოს რელიგიას? მასწავლებელი, რომელსაც საკუთარი სარწმუნოებრივი პოზიცია არ გააჩნია, ვერ შეძლებს მოსწავლეებისათვის იმის მიცემას, რაც მას ამ სფეროში ევალება. რელიგიის მასწავლებლისათვის შესაბამისი განათლების მისაცემად საჭიროა, შეიქმნას შესაბამისი მიმართულება-რელიგიის პედაგოგიკა, სადაც თეოლოგიასთან ერთად ჯეროვანი ადგილი დაეთმობა ანთროპოლოგიურ, სოციოლოგიურ და განათლებისა და დიდაქტიკის საგნებს. ამისათვის საჭიროა როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს ძალისხმევა. მასწავლებლებს, საკვალიფიკაციო სემინარებზე უნდა განემარტოთ რელიგიის სწავლების მნიშვნელობა და მათთან ერთად უნდა შემუშავდეს სწავლების ფორმა. უპირველესად ყურადღება უნდა გამახვილდეს რელიგიის სწავლების დასაბუთებაზე და მის მიზანმიმართულებებზე, მასწავლებლის მოსწავლისადმი სწორ დამოკიდებულებაზე, რელიგიის სწავლების მრავალმხრივობაზე. ასევე საჭიროა მშობლებმა გააცნობიერონ რელიგიის სწავლების საჭიროება. რელიგიის გაკვეთილი ვერ მოუხსნის მშობლებს შვილის რელიგიურად აღზრდის მოვალეობას.

ისეთი სიტუაციები, როგორიცაა დაბადება, გარდაცვალება, იმედი, სიყვარული, მეგობრობა, შიში, ბედნიერება, დანაშაული, მიტევება, ტანჯვა, შემთხვევითობა, ნდობა, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, მარცხი, ექსტაზი, ხიბლი, ზეიმი ადამიანისათვის გარკვეული სახის გამოწვევაა, რომელიც მას მოვალეობებს აკისრებს. თუკი სკოლას ადამიანის ყოველმხრივ განვითარება სურს, მან მოსწავლეს ყოველი უმნიშვნელოვანესი ადამიანური გამოცდილების შესახებ უნდა ასწავლოს მსჯელობა. სასკოლო სახელმძღვანელოები და მასაწავლებელი უნდა იყოს ის, რომელიც მიაწოდებს ელემენტებს მსჯელობისთვის, იმისათვის რომ ნათლად გაიგონ ვინ რას ამბობს. სახელმძღვანელო უნდა იყოს საწყისი დიალოგისთვის. არ უნდა შეიცავდეს  ქადაგებისა და სხვისი კულტურის დაკნინების ელემენტს.

ეთიკის ჩამოშორება ეკლესიისგან და მისი ავტონომიურად ჩამოყალიბება დასავლეთის საეკლესიო განხეთქილების შედეგია. ქრისტიანული ეთიკა ეს არის შედეგი „საერთო“ რწმენისა, რომელიც აღსრულდება ეკლესიაში. მისი  გამოცდილების გარეშე შეუძლებელია ვინმემ შეძლოს ეთიკური რჩევებისა თუ მითითებების ცხოვრებაში განხორციელება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთიკა ეს არ არის რაღაც ავტონომიური რამ ქრისტიანობაში, სადაც საზოგადოების ეთიკურ მისწრაფებებს თავისთავად კი არა აქვთ ღირსება, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ემთხვევა ქრისტიანული ცხოვრების წესს და მისი გამოვლინება ხდება საქმეებით.

თუკი ძალაშია მოსაზრება, რომ ეკოლოგიური კრიზისის საფუძველი საძიებელია რელიგიურობაში, მაშინ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება შეუძლებელია არსებითად მოხდეს რელიგიის გარეშე. რელიგიის გაკვეთილი შეიძლება იყოს უპირველესი გაკვეთილი ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე. ამისათვის საჭიროა მოსწავლეს გაკვეთილზე განემარტოს ევქარისტიული კავშირი ბუნებსათან, რომელიც წარმოადგენს დიდი იმედს ამ ეკოლოგიური კრიზისიდან გამოსვლისათვის. კულტურა პიროვნებისა მოიცავს, გამოხატავს თეოლოგიურ ეკოლოგიას და ამიტომაც აუცილებელია სასკოლო რელიგიურ აღზრდა.

ეკლესია საუკუნეების მანძილზე იყო და არის უმთავრესი საშუალება და გზა ადამიანის აღზრდისა. დღევანდელი კრიზისი სისტემებისა, მიმართულია ახალგაზრდის სულისათვის იაფფასიანი, მომხმარებლური სიკეთეების შემოთავაზებებით, რითაც ახალგაზრდებს უბიძგებენ და მიმართავენ  იმედგაცრუებისაკენ. ეკლესია, თავისი წმინდა მსახურებით  ცდილობს და იღვწის, რომ შექმნას ადამიანთა სულებში ღიაობის ატმოსფერო და ცდილობს მორწმუნეებს გადასცეს გამომხსნელობითი უწყება. ამდენად საზოგადოებაში ეკლესია დაკავებულია და ახორციელებს, თავისი მადლით, მაღალ აღმზდრელობით გავლენას მორწმუნეთა სულებზე.

და ბოლოს დასკვნის სახით, თუკი რელიგიის გაკვეთილები ორგანიზებული იქნება  და ისწავლება სწორად, შეიძლება მოგვცეს დადებითი შედეგები:

  • შემოგვთავაზოს სწავლება ზოგადად ადამიანური ფენომენის შესახებ;
  • ასწავლოს მოსწავლეს, რომ არ გაუიგივოს რელიგია კონსერვატიზმს და სიბნელეს;
  • დაეხმაროს მოსწავლეს, რომ გაუმკლავდეს თანამედროვე, ფსევდო რელიგიურ აზროვნებას, გაარჩიოს ჭეშმარიტი რწმენა რელიგიური ფანატიზმისგან;
  • უბიძგოს მოსწავლეს, სხვადასხვა რელიგიური რწმენის შესახებ სწავლის შემდეგ, პატივისცემა გამოავლინოს „განსხვავებულის“ მიმართ, ჰქონდეს მზაობა  კულტურათა შორისი დიალოგისათვის;
  • მოამზადეოს ახალგაზრდობა ისეთი დიდი სოციალური, საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიცაა სოციალური უსამართლობა, ეკოლოგიური კრიზისი, ომი;
  • ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში იყოს მზაობა ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და დაცვისათვის;
  • დაეხმაროს მოსწავლეებს, რომ განვითარდნენ და განავითარონ გზა პიროვნული სრულყოფისაკენ;
  • დაეხმაროს მოსწავლეებს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ კრიტიკული აზრი და მიმართოს ისინი ფილოსოფიური-ანალიტიკური აზროვნებისკენ, კრიტიკულ კითხვებზე საფიქრელად, რომელიც შეეხება ადამიანურ არსებობას;
  • ასწავლოს მოსწავლეებს რომ არ დაემონონ დამმონებელ მექანიზმებს თანამედროვე საზოგადოებაში.

წყარო: bukialevani.blogspot.com

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ფსიქოლოგები სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელს მიიჩნევენ

ფსიქოლოგები სასკოლო ოპტიმალურ ასაკად 7 წელს მიიჩნევენ

11 years ago
” “თეთნულდის” სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი 9,5 კმ იქნება”

” “თეთნულდის” სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი 9,5 კმ იქნება”

10 years ago
დამტკიცდა ახალი მედიკამენტი, რომელმაც სიმსივნისგან პირველი პაციენტი უკვე განკურნა – “ახალ წელს არ­ტუ­რი კი­ბოს­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყო”

დამტკიცდა ახალი მედიკამენტი, რომელმაც სიმსივნისგან პირველი პაციენტი უკვე განკურნა – “ახალ წელს არ­ტუ­რი კი­ბოს­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი იყო”

2 years ago
პირველი ქართველი არტისტი, რომელიც ბროდვეის დიდ სცენაზე იმღერებს – 13 ოქტომბერს, მერაბ სეფაშვილი ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს

პირველი ქართველი არტისტი, რომელიც ბროდვეის დიდ სცენაზე იმღერებს – 13 ოქტომბერს, მერაბ სეფაშვილი ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს

2 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by