• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვის საპასუხოდ “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებას ავრცელებს

10 years ago
in საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

nana-kakabazeარასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ პროდასავლური პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვის საპასუხო მიმართვას ავრცელებენ.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ მოწოდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ ისტერიული მოწოდებაა.

„იმ ფონზე, როდესაც მიმართვის ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს შეუწუხებია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გამეფებულ „დაუბა­ლან­სებელ, ერთ­პარტიულ მმართველობას“, ღიმილის მომგვრელია მათი არაადე­კვატური პრეტენზია, თავი წარმოაჩინონ დასავლური ღირებულებების ხმალამო­ღე­ბულ დამცვე­ლე­ბად და მოუწოდონ იმ პარტიებს, ვისთვისაც „ღირებულია ქვეყნის განვი­თა­რების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები“, რომ მათ გამოიჩინონ „პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდონ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთ­პარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდონ მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევ­ნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ“.

რეალურად “არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთე­ბისაკენ მოწოდება” მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისაკენ ისტერიუ­ლი მოწოდებაა, რადგან მეორე ტურში „ქართული ოცნების“ ოპოზიცია ფაქტიურად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“. ანუ ჩვენ მოგვიწოდებენ, იმისათვის რომ „ქარ­თულ­მა ოცნებამ“ არ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა, დავირაზმოთ და ერთხ­მად მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას, რათა მათი 27 დეპუტატი გახდეს 71, ხოლო ოცნებას დარჩეს 67. მოკლედ, მოგვიწოდებენ, რომ მოვახდინოთ ნაცების ხელი­სუფლების რეანიმაცია. ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ მიმართვის ავტორ­თა აზრით, სწორედ ასეთ შემთხვევაში მოხდება “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და  ლიბერალური ღირებულებების დაცვა”.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობის მანტიამოსხმული ნაცმოძრაობის ეს პროპაგანდისტები სულ არ დარდობდნენ იმას, რომ ისინი, ვისი მხარდაჭერისკენაც  მოუწოდებენ პარტიებს, თავისი მმართველობის დროს სწორედ კონსტი­ტუ­ციისა და კანო­ნე­­ბის ჭრა-კერვით და საკუთარ ტანზე მორგებით, სატელე­ვი­ზიო სივრცის მონო­პო­ლი­ზაცით, მთელი საინფორმა­ციო სივრცის აგიტა­ცია-პროპაგანდის იარაღად გადაქ­­ცევით, ნების­მიერი ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნით და მისთვის მტრული ქვეყ­ნის აგენტურის იარ­ლიყის მიკერებით იყვნენ დაკავებულები და თუმცა ლიბერა­ლური ღირებულებების დამცველების ლოზუნგებს იყვნენ ამოფარებულები, რეალუ­რად მათი მმართველობის ფორმები და მეთოდები ნეოფაშისტურ და ნეობოლ­შევიკურ ნაზავს წარმოადგენდა.

ან იქნებ, “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და  ლიბერალური ღირებულებების დაც­ვა” იყო მოქა­ლა­ქეთა განკუ­ლაკება და კერძო სა­კუთრების ნა­ცი­ო­ნალიზაცია ადეკვა­ტური კომპენსა­ციის გარეშე, ბიზნესის ფა­რუ­ლი თუ აშკარა რეკეტი და ყვე­ლა­ზე მომ­გებიანი ბიზნესების სახელი­სუფლო მონოპო­ლი­ზაცია, ისეთი სასამართლოს არ­­სებობა, რო­მე­ლ­­შიც პრაქტიკულად გამორიცხული იყო გა­მა­მა­რ­თლებელი განაჩენების გა­მოტანა და რო­მე­ლიც ორიენტირებული იყო არა ჭეშმარიტების დადგენაზე, არამედ მხო­ლოდ იმის ხელ­შეწყობა­ზე, რომ ბრალდებულს ეღიარებინა (ან საკუთარ თავზე დაებრა­ლებინა) დანა­შა­უ­ლი, ემხილებინა სხვა დამნაშავე (ან ვინმესთვის დაებრა­ლებინა) და ამის საფუძველზე, სო­ლი­დური ჯა­რი­მის (ფაქ­ტიურად ლეგალიზებული ქრთამის) გადახდით და საპროცესო შეთანხ­მე­ბის გაფორ­მე­ბის გზით მოეპოვებინა თავისუფ­ლება ან რაიმე სხვა შეღავათები… ან იქნებ მხოლოდ ის იყო მთავარი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ევროპული დრო­­შის ფრიალის აკო­მ­პანიმენტით. შედეგად საქართველოში თვალთმაქცობისა და ფარი­სევ­ლობის სიმბო­ლოდ იყო გა­დაქ­ცეული ევრო­პული დემოკრატიული ღირებულებები, ანუ თავდაყირა დაყენებული ღირე­ბულებათა სისტემა და საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით მოფ­რიალე ევრო­კავ­შირის დროშა, რომელიც მთელი მსოფ­ლიოსთვის თავი­სუფ­ლე­ბას, დემოკ­რა­ტიას და ადამიანის უფლებების დაცვას განასახიერებს, ჩვენთან კარიკატურულად გამოიყურებოდა. რაც მთავარია, ამ მოწოდების ავტორთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც ამ თვალთმაქცობას ხელს უწყობდა.

ან იქნებ ის ერთპარ­ტიული პარლა­მენტი იყო “ევრო-ატლანტიკური ვექტორისა და  ლიბერალური ღირებულებების დაცვა”, რომელიც  ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვადაში იღებდა პრეზიდენ­ტისგან ნა­კარ­ნახებ ნე­ბი­ს­მიერ კანონს. ან იქნებ ნაცების მმა­რ­თ­ვე­ლობის დროს იყოფოდა ხელისუფლების რეალურად 3 შტოდ და გარანტი­რებული იყო მათი დამოუ­კი­დებ­­ლო­ბა, ურთი­ერთ­დაბალანსება და ურთიერთკონ­ტროლი, ან იქნებ არ იყო იმ დროს სატელე­ვი­ზიო სივრცის მონოპოლიზაცია, როდე­საც მთელი ქვეყნის მასშ­ტაბით მაუწყებ­ლობ­დნენ მხო­ლოდ აგიტა­ცია-პროპაგანდის იარაღად ქცეული სახელისუფ­ლო ტელევი­ზიები, რომლებიც ხელი­სუფ­ლების ნების­მიერი ოპონენტისაგან მტრის ხატს ქმნიდნენ მისთვის მტრული ქვეყნის აგენტურის იარ­ლიყის მიკერებით?

ან იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვას და ევრო-ატლანტიკურ ვექტორს” წარმოადგენდა ხელისუფლების მხრიდან მმა­რ­თ­ვე­ლი პარტიის გაიგი­ვე­ბა სახელმწიფოსთან და იმის მუდმივი პროპაგანდა, რომ რაც კარგია ნაცების პარ­ტიის­თვის, ის კარ­გია ქვეყნისთვის და რომ ამიტომ ნების­მიერი კანონი უნდა მოერგოს პარ­­ტიის ინტერესებს, როდესაც სახელმწიფოებრივი მნიშვნე­ლო­ბის საქმედ ით­ვ­ლე­ბოდა ნებისმიერი დონის არჩევ­ნებში ყველანაი­რი უკანონო და ძალადობ­რი­ვი მეთოდე­ბის გამოყენება მმარ­თ­ველი პარტიის გამა­რ­­ჯ­ვე­ბის დასაფიქსი­რებლად, რადგანაც “მხოლოდ მმართველმა პარ­ტიამ იცო­და ქვეყ­ნისა და ხალხისათ­ვის ყველა­ზე სწორი და სამართლიანი გზა” და ამი­ტომ ნების­მიერ არჩევნებში წარ­მა­ტების მისაღ­წევად სრულიად გამართლებულად ითვ­ლე­ბოდა მთელი სახელმ­წი­ფო რესურსების (სახელმ­წიფო აპარა­ტი, სახელმ­წიფო ფი­ნან­სე­ბი, რეპ­რე­სიუ­ლი მეთო­დები, უსამართლო სასამარ­თლო და ა. შ.) გამო­ყენე­ბა.

ან იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორი” იყო საზოგადოების მართვის მეთოდე­ბად და ხელი­სუფ­ლების შენარჩუნების ინსტრუმენტად მოქალაქეთა ტოტალური კონტროლის, ძალა­დო­­ბის, დაშინებისა და მოს­ყიდვის გამო­ყენება, პოლიტიკური ნიშნით დევნა, პოლი­ტიკური პოზი­ციის გამო მოქა­ლაქის (ან მისი ოჯახის წევრის) სამსახურიდან გათავისუფლება, კანო­ნი­სად­მი მომხმა­რებ­ლური დამოკიდებულე­ბა და ლენინურ ლო­ზუნგზე (“Интеллигенция – говно”) დაყრდ­ნობით მოაზროვნე ინტელიგენ­ციის “ჩარეცხი­ლე­ბად” გამოცხადება.

იქნებ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორისკენ სწრაფვა” იყო მიტინგების სადისტური და საჩვენებელი მეთო­დებით დაშლა, ხოლო პერიოდულად – ხალ­ხის დასაშლელად გამოყ­ვა­ნილი პოლი­ციის ქვე­დანაყოფებისგან ქვე­­­ყ­­ნის პრეზიდენტის სახე­ლის სკანდირება (რაც შეიძ­ლება მომ­ხ­და­რი­ყო მხოლოდ კომუნისტურ და ფაშის­ტურ რეჟი­მებში), იდეო­ლოგიზი­რებული პიონერ­თა თუ კომკავ­შირელთა მსგავსი ბანაკების თუ “ჰიტ­ლერიუ­გენ­დის” ტი­პის ორგანიზაციების ფუნ­ქციონირება “პატრიოტების”, ნახევრად ლე­გა­­ლური «ზონ­დერ-ბრიგა­დების», თუ კომკავ­შირის ტიპის სტუდენ­ტური თვითმმართვე­ლობების სახით, რომელთა გა­ვ­ლა კომკავში­რუ­ლი ტრა­დიციის მიხედ­ვით, პარ­ტი­ული კარიერის გზაზე ერთ-ერთი მნიშვ­ნელოვანი საფე­ხური იყო.

ნუთუ “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ევრო-ატლანტიკურ ვექტორი” იყო იმ ორგანოების ერთი ცენტრი­დან მართვა, რომ­ლებიც მოქალაქეს აპატიმ­რე­ბენ, საქმეს იძი­ებენ, ასამართლებენ და სა­ს­­ჯელს აღას­რულე­ბენ, როდესაც ერთ გუნდს წარ­მოად­გენდა შსს (რომელ­შიც, ბოლშე­ვიკური რე­ჟიმის მსგავსად, გაერთიანე­ბული იყო უშიშ­როე­ბის სამსა­ხუ­რიც), პროკურატურა, უსამართ­ლო სა­სა­­მარ­თლო და სასჯელ­აღს­რუ­ლების და­წესებუ­ლე­ბე­ბი, რაც საშუალე­ბას აძლევდა ხელი­სუფ­ლე­ბას ყოველთვის გამარჯ­ვებული გამოსულიყო კონკრეტულ, თუნ­დაც ცამდე მართალ რიგით მოქალა­ქესთან დაპი­რის­პი­რებაში.

იქნებ მართლა “დემოკრატიის პრინციპების, ლიბერალური ღირებულებების დაცვად და ევრო-ატლანტიკურ ვექტორად” მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს სახე­ლ­მ­წიფო მოხე­ლე­თა უფლე­ბა­მო­სი­ლებების უზო­მოდ გა­ზრდა და ამის პარალე­ლურად რიგითი მო­ქალა­ქეე­ბის უფ­ლე­­­­ბების მა­ქ­­­სიმა­ლუ­რად შე­ზ­ღუ­დვა და ამ ყველა­ფრის კეთება ქვეყ­ნის ინ­ტერე­სე­ბის დაც­­ვის ფსევდო-პატრიო­ტუ­ლი ლო­ზუნ­გების ფონ­­ზე. მთავარი აქცენ­ტის გაკეთება სა­ხე­ლ­­მ­წი­ფოს სი­ძ­ლიერის სიმბო­­ლო­ებად გა­მო­ცხადებული ინსტიტუციე­ბის – არ­მი­ი­სა და პო­ლიციის ძლევამოსი­ლე­ბის სისტე­მატურ დემონ­ს­ტრი­რებაზე, რაც ხელი­სუ­ფ­­­ლების მხრი­­დან მხარ­და­მ­ჭერთა მო­ბი­ლიზაციისა და რიგით მო­ქალაქეთა შო­რის პრო­ტესტის გა­მო­ვლენის სურვი­ლის ძირ­შივე აღ­მო­ფ­ხ­ვ­რის მიზანს ემსა­ხუ­რე­ბოდა. ძალოვანი სტრუ­ქ­ტუ­რების უძ­ლე­ველობის ჩვე­ნების ფონზე სა­კუ­თარი მოსახ­ლეო­ბის წინააღმდეგ ძა­ლა­დო­ბ­რივი ქმედებების წარმოება და პრო­პაგან­დის­ტული მანქანის მიერ ამის კრი­მინალ­თან ბრ­ძო­ლად და ქვეყანაში წეს­რი­გის დამყარებად წარმოსახვა, ხე­ლისუფ­ლე­ბის იდეოლო­გების მიერ ყველა ანტიჰუ­მანური და უსა­მა­რთ­ლო მოქ­მე­დების ხალხისა და ქვეყნის ინ­ტე­­რე­­სე­ბით გამართლება, საპ­რო­­ტე­ს­ტო აქ­ციების სამა­გალითო სისასტიკით დარ­ბე­ვა და ა.შ.

მორიდებით შევახსენებთ მოწოდებაზე ხელმომწერებს, რომ დასავლური ღირებულე­ბების ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტი, ადამიანის უფლება­თა და თავისუფ­ლებათა დაცვის ევ­რო­პული კო­ნ­ვენცია იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლე­ბას, ასევე იცავს წამებისაგან, მონური შრო­მისაგან, უკანონო დაკავებისგან, უსამართლო სასა­მარ­თ­ლოსგან, ყოველგვარი დისკ­რი­მი­ნაციი­სგან და სხვა უკეთურობებისგან მოქალა­ქის თავი­სუფ­­ლების უფლებას, რისი სისტემატური დარღვევა და სრული იგნორირება ნაცების ხელისუფლების სამარკო ნიშანი იყო.

ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისაკენ გულმხურვალედ მომწოდებელ «სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს» ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ, რომ ტყუილად ნუ ეცდებიან “დემოკრატიის პრინციპებით, ლიბერალური ღირებულებებით და ევრო-ატლანტიკური ვექტორით” მანიპულირებას, რადგან ხალხმა კარგად იცის, რომ სწორედ „ნაციონალმა მოძრაობამ“ გადააქცია ეს პრინციპები თვალთმაქცობისა და ფარი­სევ­ლობის სიმბო­ლოდ, დაიყვანა ისინი მხოლოდ პრიმიტიულ ანტირუსულ ისტე­რიამდე, რომელიც საბოლოო ჯამში სწორედ რუსეთისათვის ქართული ტერიტო­რიების გადაცემით დასრულდა. მათი მხარდაჭერისაკენ მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ბნელ წარსულში დაბრუნების სურვილის ღიად გაცხადება, რასაც ქართველი ხალხი ვერ გაიზიარებს, რაც არ უნდა ლამაზი ფრაზეოლოგიით და სწორ ღირებულებებზე აპელირებით შეფუთოთ ეს მოწოდებები », – აღნიშნულია მიმართვაში.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას მხარი დაუჭირა

9 years ago
კაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა – სასტიკი მკვლელობა საჩხერეში

განმუხურში, მდინარეში მოზარდს ეძებენ

2 years ago
რუსთავის მერია სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებით ახალ პროექტს იწყებს

რუსთავის მერია სტუდენტების შეღავათიანი პირობებით მგზავრობასთან დაკავშირებით ახალ პროექტს იწყებს

8 years ago
ნოდარ ხადური სომხეთის ელჩს შეხვდა

ნოდარ ხადური სომხეთის ელჩს შეხვდა

11 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by