• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადაზე განმარტებას ავრცელებს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

shemosavlebis samsaxuri-new(1)შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირების საყურადღებოდ განმარტებას აკეთებს. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა.

”გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ:

გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს (მოცემულ შემთხვევაში 2015 წელს) აღემატება 40 000 ლარს; საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონება – დასაბეგრი ქონება – და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით. მიღებულ შემოსავლებში იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, დარიცხული ხელფასი, დივიდენდი და ა.შ.

ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. ამასთან, აღნიშნულ ვადაში დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა ევალებათ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტს; შესაბამისად, უწყება ახორციელებს ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელთა მუდმივ მონიტორინგს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ განიხილება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ.

ფიზიკური პირის და მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი; მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (მაგ: თუ ინდ. მეწარმის ერთობლივი შემოსავალია 120 000 ლარი, მასთან დაკავშირებული დეკლარირებული ხარჯი კი 80 000 ლარი, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 40 000 (120 000 – 80 000 = 40 000) ლარს, რაც ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ჩაირთვება შემოსავალში);

ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
დარიცხული ხელფასი (ამ შემთხვევაში შემოსავალში შეიტანება დარიცხული ხელფასი და არა ხელზე გაცემული, საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ არსებული ხელფასი);

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი (მცირე მეწარმისთვის დასაბეგრი შემოსავალი წარმოადგენს მის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, ხარჯის გამოქვითვის გარეშე);

დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;
შემოსავლებში არ შეიტანება:

ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;

მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

დაბეგვრის ობიექტებს განეკუთვნებიან:

უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები, ასევე, არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება. ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრება სამართლიანი საბაზრო ფასით.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ობიექტს არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;

100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ზუსტ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც პროგრამულად ასახულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციების მოდულში.

დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრ ქონებაზე შეიტანება ქონების ფლობის თვეების პროპორციულად და დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით, მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთან, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;

საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით, ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტომატურად არიცხავს ქონების გადასახადს. შესაბამისად, ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთან, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდის მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

ფიზიკური პირი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 ჰექტარზე; ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 კვ.მ-ზე გაანგარიშებით ლარში და კონკრეტულ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
ქონების გადასახადისგან (მათ შორის, მიწაზე ქონების გადასახადისგან) გათავისუფლება განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარირება შესაძლებელია ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge – შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით https://eservices.rs.ge/VideoHelp.aspx”, -ნათქვამია განცხადებაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“მე ვარ “დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი – არ მივდივარ, კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები” – ჯო ბაიდენი

“მე ვარ “დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი – არ მივდივარ, კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები” – ჯო ბაიდენი

2 years ago
მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა

მთავრობამ განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელა

11 years ago

გიორგი კვირიკაშვილი UEFA-ს ახალ პრეზიდენტს შეხვდა

10 years ago
ვერ წარმომიდგენია, რომ წავიდე უცხოეთში და ვლანძღო ჩემი ქვეყანა საყოველთაოდ ქვეყნის გარეთ, ამას ვეძახი ღალატს… შიკრიკობას ქვეყნის ასეთი ცუდი იმიჯის შექმნის მცდელობას ყოველთვის ერქვა ღალატი – მაია დათუნაშვილი

ვერ წარმომიდგენია, რომ წავიდე უცხოეთში და ვლანძღო ჩემი ქვეყანა საყოველთაოდ ქვეყნის გარეთ, ამას ვეძახი ღალატს… შიკრიკობას ქვეყნის ასეთი ცუდი იმიჯის შექმნის მცდელობას ყოველთვის ერქვა ღალატი – მაია დათუნაშვილი

10 months ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by