• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიები უმძიმეს მდგომარეობაშია“ – გიორგი გაგოშიძე

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიები უმძიმეს მდგომარეობაშია“ – გიორგი გაგოშიძე
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პოლიტიკურმა გავლენებმა, კულტურულმა თუ ისტორიულმა წარსულმა, საქართველოს ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების ფარგლებში მოაქცია, რის გამოც დღეს ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმაა და არცთუ ისე, სახარბიელო მდგომარეობაშია.

ოშკი, ოთხთა ეკლესია, იშხანი, ხახული, ტბეთი, ახტალა, ქობაირი, ჰნევანქი, ხუჯაბი, აქორის ეკლესია- ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქართული ეკლესია-მონასტრებისა, რომლებიც შველასა და მოვლა-პატრონობას საჭიროებენ. ფრესკების განადგურება, ძეგლებზე ქართული ხელნაწერების წაშლა თუ ვანდალიზმის სხვა ფაქტები ჩვენს მეხსიერებას ახლო წარსულიდან შემორჩა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, ქართულ მხარეს ყურადღების მოდუნების უფლებას არ აძლევს და მათთვის ისტორიული სახის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს.

„თბილისი თაიმსი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მდგომარეობით დაინტერესდა. რა საფრთხეების წინაშე დგანან ისინი, რომელი მათგანის რესტავრაცია მიმდინარეობს და რა ფორმითაა ჩართული ქართული მხარე ძეგლთა რესტავრაცია-კონვერსაციის საქმეში, ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული  სააგენტოს  ძეგლთა აღნუსხვა-დოკუმენტირების  სამსახურის  უფროსი,  ხელოვნებათმცოდნეობის  დოქტორი  გიორგი გაგოშიძე გვესაუბრა. 

14601066_1121158024647920_494153945943322198_nბატონო გიორგი, როგორია ზოგადი სურათი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მართლმადიდებლური ტაძრებისა და ძირითადად რომელ ტერიტორიებზეა წარმოდგენილნი ისინი?

– ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოდგენილია ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში- თუქრეთში,  სასომხეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. იმ ადგილებში, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა, ანდაც საქართველოს სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, და სადაც ქართველები შუა საუკუნეებში აარსებდნენ თავიანთ მონასტრებს. ამ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების რიცხვი საკმაოდ ბევრია, რაც ართულებს მათ მოვლა- პატრონობას.

შემიძლია ვთქვა, რომ ძეგლების საერთო მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ზოგიერთი ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს, ზოგის დასრულდა, ზოგის კი მომავალში იგეგმება.

დღეისათვის რა საფრთხეებისა და პრობლემების წინაშე დგანან საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებში მოქცეული  ტაძრები და რომელი მათგანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამჟამად?

– ამ ეტაპზე თურქეთის რესპუბლიკაში იშხნის რესტავრაცია მიმდინარეობს, ხოლო სამომავლოდ ოშკის რესტავრაცია–კონვერსაცია იგეგმება.  სასომხეთში ძალიან ბევრი ქართული კულტურული მემკვიდრების ძეგლია, რომელთაც,  სომეხი მეცნიერები რატომღაც, მიაწერენ არა ქართულს, არამედ ამბობენ, რომ ქალკედონური სომხური ტაძრებია. მათ შორის ახტალა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული სამონასტრო კომპლექსია. სომხეთში დღეს ქობაირის რესტავრაცია მიმდინარეობს, მათ მიერ  შედგენილი პროექტის მიხედვით, რომელიც აბსოლიტურად დადებითად შეაფასა ქართულმა მხარემ.

გაჩერებულია ჰნევანქის რესტავრაცია უსახსრობის გამო.

აღდგენითი სამუშოებისას, შესაძლოა გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმებოდეთ მეზობელ  სახელმწიფოებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის სურვილი და მზაობა დაიცვან ქართული ტაძრები. ყველა სახელმწიფო თავიანთი ფინანსებით აღადგენს მათ ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ისევ და ისევ პრობლემა არის მოვლა-პატრონობა, საფრთხეში მყოფი ძეგლები ბევრია, სახელმწიფო კი ყველას ვერ წვდება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ხანძთის უნიკალური გუმბათი ჩამოიქცა… მოუვლელობა, ეს პრობლემა  ყველა იმ რეგიონში დგას,  სადაც ქართული კულტურული მემკვიდრეობაა.  თუმცა, გამიზნული ნგრევა, ქართული წარწერების წაშლა არ ხდება, ადრე იყო რიგი შემთხვევები.

დღეს 21-ე სუკუნეში დადასტურებული ვანდალიზმის  ფაქტები არ გვაქვს.

ბატონო გიორგი, აღნიშნეთ, რომ ყველა სახელმწიფო თავიანთი ფინანსებით ატარებს ქართული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაობს. რა კუთხით არის ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერვნული სააგენტო აღნიშნული ძეგლების გადარჩენის საქმეში?

– სარესტავრაციო პროექტებში ჩართვას თავად ვცდილობთ, ვუგზავნით შესაბამის ორგანოებს წერილს, რომ მოგვეცეს საშუალება ჩავიდეთ, ადგილზე შევაფასოთ კონკრეტული ძეგლის მგომარეობა,  მათ მიერ შედგენილი პროექტი, ვაკეთებთ ანალიზს რაიმე უზუსტობა, შეუსაბამობა ხომ არ არის.  ფაქტიურად, უმეტეს ცნობებს ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ ტურისტებად ჩასული  ქართველები გვაწვდიან, თუმცაღა ჩვენც  ხშირად გვიხდება მათი მონახულება. დიდ საქმეს აკეთებს თურქეთში საქართველოს საელჩო, თვით ელჩი ირ. კოპლატაძე და მისი მეუღლე ხელოვნებათმცოდნე ირ. გივიაშვილი, რომლებიც მუდამ ჩართულნი არიან ამ საქმეში.

სომხეთთან მჭიდრო  ურთიერთობა გვაქვს, ჩამოდიან სპეციალიტები, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში ვმსჯელობთ მეთოდურ საკითხებზე.  გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ჩვენც და ისინიც იმ საქმიანობას, რასაც ტაძრების რესტავრაცია, მათ გადარჩენაზე ზრუნა ჰქვია.

მაგალითად, დასაწყისში,  თურქეთში იშხნის რესტავრაციის დროს  მიუხედვათ იმისა, რომ მათ მიერ მომზადებული პროექტი მისაღები იყო, არქეოლოგები არ იყვნენ ჩართულნი და   მოუმზადებლად დაიწყეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საეპისკოპოსო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, საინჟინრო საკითხები არ იყო გარკვეული.  ჩვენი დაჟინებული მოთხოვნითა და კონსულტაციების შედეგად ბევრი რამ გამოსწორდა  და ძალიან საინტერესო აღმოჩენებიც გვაქვს დღეს იშხანში.

არსებობს თუ არა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს დროულად გადაარჩინოს მათ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისე რომ შეინარჩუნონ მათი ისტორიული სახე?

– ჩვენს სახელმწიფოს მხოლოდ გარკვეული შეთანხმებების საშუალებებით შეუძლია იზრუნოს ქართული ტაძრების  გადარჩენისთვის. სომხეთთან ამ მხრივ მჭიდრო ურთიერთობა გავქვს, საჭიროა დაიდოს თურქეთთან ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის მოთხოვნები. ასეთი ხელშეკულება  მასთან არ გვაქვს დადებული.

და, ბოლოს რას გვეტყვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ?

– აქ მდგომარეობა ძალიან რთულია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს უკანონო არქეოლოგიური გათხრები და სარესტავრაციო სამუშაოები.

უკანონოა, რადგანაც სამუშაოების ნებართვა საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ  არ არის გაცემული.

აფხაზეთში უკანონო სამუშაოებმა გამოუსწორებლად დააზიანა ილორის წმ. გიორგის ეკლესია (მე-11 ს.) – დაიკარგა ქართული ასომთავრული წარწერები, ეკლესიას დაადგეს რუსული ეკლესიების მსგავსი გუმბათი;

ბედიის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოს დროს ჩამოინგრა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ფრესკა და დადიანების საქტიტორო პორტრეტები;

დაზიანდა დრანდის ეკლესიის (მე-6 – მე-8 სს.) ინტერიერში არსებული ადრე შუა საუკუნეების ემბაზი, გაჩანაგდა არქეოლოგიური ნაშთები ეკლესიის ეზოში მიწის სამუშაოს დროს;

მიწის სამუშაოებმა დააზიანა ახალი ათონის სვიმონ კანანელის  ეკლესიის ეზოში არსებული არტეფაქტები. მსგავსი   მაგალითები ბევრია.

არაპროფესიონალური სამუშაოს შედეგად  ზიანდება ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული კულტურის ძეგლები, აჩაბეთის ციხე და მის მახლობლად მდებარე ადრე შუა საუკუნეების ეკლესია.

საომარი მოქმედებების გამო დაინგრა თამარაშენის მაჩაბლების სახლის სვერის ხის ეკლესია, ხეითის მთავარანგელოზთა ტაძარი, ზიანდება თირის ეკლესია ლიახვის ხეობაში,  ყანჩაეთის კაბენის, არმაზის ეკლესიები – ქსნის ხეობაში  და მრავალი სხვ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
ახალი ამბები

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

09/14/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

09/14/2026

საინტერესო

„ზის სენიორი და თავის ვასალებს აძლევს დავალებებს“ – რომან გოცირიძე

„ხელოვნურად ფიქსირებული კურსის მომენტალური გაშვებით მივიღეთ ასეთი კატასტროფული შედეგი“ – რომან გოცირიძე

10 years ago

“ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა, თუ ოპოზიციონერმა უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობაზე”

11 years ago
მთავრობა ბათუმში მედრესეს შენობას შეისყიდის, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობას კი მუსლიმ თემს გადასცემს

მთავრობა ბათუმში მედრესეს შენობას შეისყიდის, დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობას კი მუსლიმ თემს გადასცემს

12 years ago
გენერალ სოსო ქუთათელაძეს ცეცლსასროლი იარაღით ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული

გენერალ სოსო ქუთათელაძეს ცეცლსასროლი იარაღით ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by