• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

As Time Goes By

10 years ago
in მკითხველის ბლოგი
A A
As Time Goes By
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

14914588_1308033485915830_176391193_n
ერთხელ ლექტორმა მკითხა- შენი ცხოვრება რომ რომანის ფაბულა გახდეს, როგორ ფიქრობ, რომანი საინტერესო თუ გამოვაო. მე დავფიქრდი და მივუგე- მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველ პირში დაიწერება-მეთქი. გამიღიმა.

ხშირად მსაყვედურობენ, რომ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ყველაფერს. ჰო, კიდევ ადამიანების გაიდეალება მჩვევია…

წლების წინ ერთ ბიჭს ვიცნობდი. ის ბიჭი წერდა ლექსებს, ხატავდა და უკრავდა გიტარაზე. უყვარდა კანდინსკი, შილი და მაგრიტი. პირველად მის Mp3-ში მოვუსმინე ფინქ ფლოიდს. პირველად მისგან გავიგე ჰიპების, ბიტნიკების, პანკების შესახებ. მისგან გავიგე, რომ ირაკლი ჩარკვიანი ძალიან მაგარი ტიპი იყო.

იმ ზაფხულს თორმეტი წლის ვიყავი. სურამში ვისვენებდი. ჩვენს მეზობლად ბებიასთან ერთად ჩამოვიდა ჩვიდმეტი წლის უცნაური ბიჭი. მაშინ საყურიანი ბიჭები მარტო ტელევიზორში თუ მყავდა ნანახი.
ბებიაჩემმა და ბებიამისმა მალე გამონახეს საერთო ენა. გავიგე, რომ მისი დედა და მამა საფრანგეთში ცხოვრობდნენ. თვითონაც კარგად იცოდა ფრანგული, იქაურ უნივერსიტეტში ჩააბარა და ერთ თვეში მიფრინავდა.
ძალიან გამხდარი იყო და სუსტი ფილტვები ჰქონდა. სურამში დასვენება გამოუწერეს. ბებიამისი წუხდა, აქ ვერავის დაუმეგობრდაო.

კომუნიკაბელური ბავშვი არ ვყოფილვარ. თვითონ თუ გამომელაპარაკებოდა ვინმე. როგორც დედაჩემი ამბობს, შემეძლო არც შემემჩნია გარე სამყარო. ვიჯექი კაკლის ჩეროში და ვკითხულობდი დიუმას და ცვაიგს.
ერთხელ ბებომ საფირმო ნამცხვარი გამოაცხო და ორივე დაპატიჟა. თვითონ არ გვესტუმრა. ერთი საათის შემდეგ შემოვიდა ეზოში მორიდებით, მოგვესალმა და ბებიამისს ტელეფონი მიაჩეჩა, დედა რეკავდაო.
ბებიაჩემს არც მისი ზედმეტად ვიწრო შარვლები მოსწონდა, არც ვარცხნილობა და საყურე, მაგრამ ცოცხალი თავით არ გაუშვა უკან.) იმ დღეს ჩემთვის ამ ბიჭს ყველაზე მეტად შეეფერებოდა სიტყვა “უცნაური”. მაგიდაზე წიგნებით აღმართული კოშკი დაინახა და სასაუბრო თემაც იპოვა. ჩვენი ლიტერატურული გემოვნების კონტრასტი შესამჩნევი იყო. მე ხომ თორმეტი წლის ვიყავი, ის – ჩვიდმეტის (მაშინ უსასრულოდ დიდი მეგონა).
ჩემი კოზირი ის იყო, რომ ყოველთვის მოსმენა უფრო მიყვარდა, ვიდრე საუბარი.
ხმაც რაღაცნაირი ჰქონდა. საათობით შემეძლო მესმინა. მომწონდა, რომ ასაკობრივი სხვაობისდა მიუხედავად, თანატოლივით მექცეოდა. მიყვებოდა თავის რომანებზე. თან ბოლოს ყოველთვის დასძენდა- პრაგმატული და მატერიალისტი ხალხია, რა უნდა გააგებინოო ( ამ სიტყვებს წლების შემდეგ მეც ბევრჯერ გავიმეორებ) მიკითხავდა თავის ლექსებს. გატაცებით საუბრობდა მომავალ პარიზულ ყოფაზე, მთელი ცხოვრება ხელოვნების ქურუმობას აპირებდა.
ვხვდებოდი, რომ ძალიან ჭკვიანი და მართლა არასტანდარტული ადამიანი იყო.

ორი კვირის შემდეგ ჩემი დიდი მეგობარი თბილისში ბრუნდებოდა.
წამოსვლის წინა დღეს ნარინჯისფერი საქაღალდე გამომიწოდა- ეს ჩემგან გქონდეს სახსოვრად, პატარა ცვირაპრეხილო ამორძალოო. ჩემი პორტრეტი იყო.
წერილებს მოგწერ ხოლმე პარიზიდან ჰააგაშიო, დამპირდა (ღრმად სწამდა, რომ იურისტი გავხდებოდი).
მე მეგონა მეორე დღეს დამშვიდობებას მოვასწრებდი. რომ გავიღვიძე, უკვე წასული იყო. ძალიან, ძალიან, ძალიან დამწყდა გული.
*

ორი თვის წინ ერთ დიდ კომპანიაში ვიყავი გასაუბრებაზე.

ქუსლების კაკუნით და ღიმილით (რომელიც ხანდახან მგონია, რომ გამოჩერჩეტებული კარნეგის წიგნიდან მაქვს ნასწავლი და ნერვები მეშლება) ავიარე კიბე.
ფოიეში ორი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი საუბრობდა. გვერდით გავუარე და უცბად მესმის- “მარიტა! ”

მოვიხედე და გავშრი.

ძალიან ნაცნობი სახე, მაგრამ აბსოლუტურად უცხო ტემპერამენტი.

თორმეტი წლის ასაკში გეგე ძალიან მაღალი მეჩვენებოდა, ახლა თითქმის ტოლები ვიყავით.

სადღა იყო მისი არასტანდარტული ვარცხნილობა და ავადმყოფური სიგამხდრე. აღარც ვერცხლისფერი რგოლი უბრჭყვიალებდა მარჯვენა ბიბილოსთან. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. უცერემონიოდ ადგა და გადამეხვია. ერთადერთი, რაც იმ ბიჭისგან დარჩა, ვისაც მე ვიცნობდი, უშუალობა იყო.

მე ყოველთვის წარმოვიდგენდი გეგეს, სენ-ჟერმენის კვეთაზე, მანსარდაში მცხოვრებს, არეული ოთახით და მოლბერტით ფანჯარასთან. მონტრეალის სთრითარტებში, კანის კინოფესტივალზე, უფიცის გალერეასა და ვენის მუზეუმში…

თავზარი დამეცა, როცა გავიგე, რომ შვეიცარიაში ცხოვრობს, ჰყავს ათი წლით უფროსი ცოლი და ბანკის ვიცე-პრეზიდენტია თუ რაღაც მსგავსი.

ვკითხე- აღარ ხატავ-მეთქი? ეგ დრო აღარც მახსოვსო. გაეცინა. სიცილიც სულ სხვანაირი გახდომოდა. პრინციპში, იმდენი წელი გავიდა…

შენზე მომიყევიო. ზუსტად ასეთი წარმომედგინეო. შენს სერიოზულობას ასაკი მაინც ვერ დაეწია, ისევ გაცილებით უფროსს გავხარო.)
ვუთხარი, რომ არ ვარ არც იურისტი და დიპლომატი, ფილოსოფიის ფაკულტეტზე ვსწავლობ.
მინდოდა მეთქვა, რომ რომ ძალიან ხშირად მახსენდებოდა.
მინდოდა მეთქვა, რამხელა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში,
რომ დიდწილად მისი დამსახურებაა ჩემი მეამბოხე ხასიათი და გამბედაობა.
მინდოდა მეთქვა, რომ უკვე მეც ვგიჟდები ბერგმანისა და ფელინის ფილმებზე, მაგრამ ვერაფრით შევიყვარე ტარანტინო.
მინდოდა მეთქვა, რომ ვაღმერთებ პლატონს და ლაო ძის;
ვკითხულობ მასავით სულელურ წიგნებს ეზოთერიკასა და აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებზე. მიყვარს მარკ შაგალი და გუსტავ კლიმტი…
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ გავჩუმდი.

ბიჭი, რომელმაც ხელოვნებით მომწამლა, უკიდურესად იდეალისტური აზრები ჩამაწვეთა, ჩვეულებრივი კომერსანტი გამხდარიყო. Homo Faber.

სოციალური ქსელით არ ვსარგებლობ, კოორდინატები დამიტოვე და დაგიკავშირდებიო.
ძალიან მეჩქარება-მეთქი. სიტყვის თქმაც აღარ ვაცადე, ხელი ჩამოვართვი და კიბეზე დავეშვი.
მერე ტელეფონმა დარეკა. არ მიპასუხია. გასაუბრება აღარც მახსოვდა.
ტაქსში ჩავჯექი.
ვფიქრობდი ყველაფერზე:
ბავშვობაზე,
ოცნებებზე, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად ადაპტირდნენ გარემოსთან, შემომაცვდნენ.
გეგეზე, რომელიც ჩემთვის ყველაზე განსხვავებული და საინტერესო ადამიანი იყო.
მის დახატულ პორტრეტზე, რომლისთვისაც წლებია თვალი აღარ მომიკრავს.
პლატონზე,
ბეთჰოვენზე,
ალენ გინზბერგზე…
დიდი ამბავი, ჰიპების და ბიტნიკების მთელი პლეადა შემდგომში დიდი ბიზნესმენი გახდა.
ჯერი რუბინი სამოციან წლებში იფიცებოდა, ჩვენ, მეოცნებე ხალხი, ოცნებისგან დაცლილ ძილს ვუფრთხობთ პრაგმატულ ამერიკასო. ოთხმოციან წლებში უკვე წარმატებული ბიზნესმენი იყო და საფონდო ბირჟაზე მიმდინარე პროცესების გარდა ალბათ არაფერი აინტერესებდა.

 

ცხოვრება გრძელდება.

მე როგორი ვიქნები ოცი წლის შემდეგ?

წავედი, გეგეს დახატულ პორტრეტს დავხედავ

 

” კიდევ შეგრჩა თუ არა,

მხიარული თვალები,

თუ დრომ გადაუარა

და ჩაუქრო ალები ”

 

 

Us and them
And after all we’re only ordinary men

Me and you
God only knows it’s not what we would choose to do

 

 

Marizza Buendia

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

29:3 – ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს

29:3 – ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს

10 years ago
„საფუტკრე მეურნეობა ითვლის 1600 ფუტკრის ოჯახზე მეტს“ – „თაფლი სახლში“

„საფუტკრე მეურნეობა ითვლის 1600 ფუტკრის ოჯახზე მეტს“ – „თაფლი სახლში“

4 years ago
არასამთავრობოები “თავისუფალი ზონისა” და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობოები “თავისუფალი ზონისა” და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

12 years ago

ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე” ჩადენილი შესაძლო კორუფციული ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა

10 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by