2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებით, განათლების ყველა სეგმენტში, – განაცხადა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, განათლების სისტემაში საფუძვლიანი სიახლეები იქნება.
„სკოლაში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უკეთესობისკენ, პროფესიულ განათლებაში გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, უმაღლეს განათლებაში გვექნება ძალიან საფუძვლიანი სიახლეები. ეს პროექტები ამჟამად პრაქტიკულად ყველა არის მომზადებული. ბიუჯეტის პროექტში, განათლების პრიორიტეტი დღესაც ასახულია და ბოლო ვერსიაში კიდევ უფრო ცალსახად იქნაბა ასახული. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ასევე ადგილზე კერძო სექტორის ხელშეწყობით“, -განაცხადა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სასწავლებლების ხელშეწყობა განათლებაში იქნება უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ეს აქამდე იყო.













