• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ ამოვიცნოთ და დავამარცხოთ დეპრესია?! – ფსიქოლოგის რჩევა

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შემოდგომის დადგომასთან ერთად თავს იჩენს სეზონური დეპრესია. ზოგადად დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს დაავადება 350 მილიონ ადამიანს აქვს, რაც დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 5%-ია. სტატისტიკა ყოველ წელს იცვლება. ალბათ, ხვდებით, რომ მონაცემებში რაოდენობა კი არ იკლებს, არამედ იმატებს.

დეპრესიას ხშირად სევდასთან აიგივებენ, რაც არასწორია. ნებისმიერი ადამიანი დარდობს, როცა მას რაიმე ცუდი შეემთხვევა, მაგრამ პიროვნებას, ვისაც დეპრესია აქვს ეს მდგომარეობა იმაზე დიდხანს უგრძელდება, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება.

ძალიან მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი დააუძლუროს ისე, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ამიტომ პიროვნება, ვისაც დეპრესიის ნიშნები აქვს, აუცილებლად ექიმ-ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს.

საინტერესოა, როგორ უნდა ამოვიცნოთ დეპრესია,  ვის შეიძლება დაემართოს, რით განსხვავდება სეზონური დეპრესია სხვა სახის დეპრესიისგან და რა მეთოდებით შეიძლება დავძლიოთ. სწორედ ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ფსიქოკონსულტირებისა და ტრენინგ ცენტრის „ტემპუსის“ დირექტორი, ნეირობიოლოგსა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ხათუნა გოგელია ესაუბრა.

14914566_1252573178119746_60889681_nროგორ ამოვიცნოთ დეპრესია? რა არის მისი ძირითადი მახასიათებლები?

– ადამიანისთვის ნორმალურია პერიოდულად ცუდ გუნება-განწყობაზე ყოფნა, მაგრამ ეს თუ ხანგრძლივ სახეს იღებს და უარყოფით გავლენას ახდენს მისი ცხოვრების ხარისხზე, მაშინ შესაძლოა საქმე გვქონდეს დეპრესიასთან.

კლინიკურ დეპრესიას, გარდა რიგი დამატებითი ნიშნებისა, ახასიათებს აუცილებელი და ძირითადი მახასიათებლების ტრიადა:

  • გუნება-განწყობის დაქვეითება, სევდიანობა 14 ან მეტი დღის განმავლობაში, სიხარულის განცდის უუნარობა- ანჰედონია.

  • კოგნიტური პროცესების, ანუ აზროვნების უნარის დაქვეითება.

  • ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, გამოხატული უღონობა.

როდესაც სახეზეა ასეთი სიმპტომების ერთობლიობა, ეს არის ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის მიერ სამართავი მდგომარეობა. მაგრამ არსებობს ფარული დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც ისეთი ტრიადის კომპლექსური მანიფესტაციით არ ხასიათდება, მაგრამ მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, რომლებიც ფსიქოთერაპევტს აძლევს საშუალებას ამოიცნოს ფარული დეპრესია და მოახდინოს დროული დახმარება. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სიმპტომია დილით, დღის პირველ ნახევარში უენერგიობა, დაქვეითებული განწყობა და საღამოსკენ ენერგიის მატება. ასეთ დროს, ადამიანს მარტოობაში უჭირს დეპრესიულ მდგომარეობასთან და მისთვის ფსიქოტერაპიული დახმარება, კერძოდ კი გეშტალტ თერაპია, ძალიან ეფექტური საშუალებაა.

გეშტალტ თერაპია დეპრესიას განიხილავს, როგორც მოთხოვნილებათა ღრმა ფრუსტრაციას ანუ მის ცხოვრებისეულ ფონში მიღებულ ძლიერ იმედგაცრუებას, სასოწარკვეთას და ასეთ სასოწარკვეთაზე ფიქსაციას. ფრუსტრირებული ადამიანი ისე განერიდება საარსებო ფონს, რომ, თითქოს, ჩაიკეტება საკუთარ თავში. მნიშვნელოვანია ის, რომ გეშტალტ თერაპია დეპრესიას განიხილავს, როგორც მთლიან, არა გარემოდან ამოგლეჯილ ერთი პიროვნების მდგომარეობას, არამედ, როგორც ველის მოვლენას. ანუ, განიხილება პიროვნება, გარემო და მათი ურთიერთქმედება, ურთიერთობების სპეციფიკური ფონი და პიროვნებას ამ კონტექსტიდან აძლევს მხარდაჭერას და ცვლილების შესაძლებლობას, ის კურნავს არა მხოლოდ სიმპტომს, არამედ ადამიანს აძლევს კონტექსტის ცვლილების საშუალებას.

როგორი ტიპის ადამიანს შეიძლება დაემართოს დეპრესია? ასაკი, როდესაც მწვავდება და ხშირია დეპრესიული გამოვლინენები…..

– ადამიანების ტიპისა და ასაკის გამოყოფა არაა  მართებული, რადგან ჩვილსაც კი შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვსაც და მოზარდსაც, ზრდასრულსაც და მოხუცებულ ადამიანსაც.

ძირითადად რა ითვლება დეპრესიის გამომწვევ მიზეზებად (მაგ. მატერიალური მდგომარეობა, პირადი ცხოვრების დაულაგებლობა და სხვა)?

– გამომდინარე იქიდან, რომ უკანასკნელ წლებში აღინიშნება დეპრესიის მატება 80%-ით, ეს გახლავთ გლობალური, მსოფლიო მასშტაბის გამოწვევა და ფაქტია, რომ პერმანენტული ტექნიკური რევოლუციისა და სოციალური სირთულეების ფონზე ადამიანის ცხოვრება სტრესით სავსე გახდა.

დეპრესია ხშირად არის შინაგანი ორგანოების დაავადებასთან შეჭიდული.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ენდემურია და გავრცელებულია ისეთი ენდოკრინული დაავადება, როგორიცაა ჩიყვი. ჩიყვის თანმდევი ხშირად დეპრესიული მდგომარეობაა. ასევე დეპრესია შეიძლება იყოს ჰეპატიტის თანმდევი. ხშირია დეპრესიისა და ძილის დარღვევების, ანუ ინსომნიის, შეჭიდულობა.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს – მატერიალური, სოციალური თუ პირადი სირთულეები, პასუხია- ნებისმიერი.

ნებისმიერი ძლიერი აფექტის შეკავება შესაძლოა მოგვევლინოს როგორც დეპრესია.

დეპრესიის მედიკამენტური მკურნალობისას ადამიანები ხშირად იღებენ ანტიდეპრესანტებს, ხდება თუ არა ამ დროს ადამიანი დამოკიდებული ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ და როგორ შეიძლება მოხდეს მისგან დახსნა….

როდესაც დეპრესიის დროს აუცილებელია მედიკამენტის, ანტიდეპრესანტის დანიშვნა ის უნდა დაინიშნოს და მის მოხსნას თავისი წესი აქვს.

მაგრამ გეშტალტ თერაპიის მეშვეობის ეს უფრო ადვილად და მყარი შედეგით მიიღწევა, რადგან როგორც ველიდან და შეკავებული აფექტიდან მივდივართ დეპრესიამდე, ასევე დეპრესიიდანაც გეშტალტ თერაპიას შეუძლია გაცნობიერებული ველისა და შეკავებული აფექტისგან გათავისუფლებით, ახალი მხარდაჭერით და პასუხისმგებლობით მოხსნას მედიკამენტის საჭიროება.

დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის რა ძალა აქვს სიტყვას? სიტყვამ შეიძლება მასში გარკვეული გარდატეხა მოახდინოს?

 – სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. მე ძალიან მომწონს ერთი (როგორც ვიცი არაბული) გამონათქვამი:

სიტყვა ცხენია, რომელსაც თუ გახედნი და აკონტროლებ, სადაც გინდა იქ მიგიყვანს. ხოლო თუ ის გაკონტროლებს, შეიძლება ჩამოგაგდოს კიდეც.

ასე რომ, რას გეტყვიან და ვის მიერ არის ნათქვამი, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს ამ კონკრეტულ თემასაც ეხება.

რას გვეტყვით სეზონურ დეპრესიაზე? რით განსხვავდება ის სხვა სახის დეპრესიისგან?

 – დეპრესიის სეზონური ხასიათი გამოწვეულია საარსებო გარემო პირობების სეზონური ცვლილებით, ტემპერატურული ცვლილებით ან შემცირებული დღის ხანგრძლივობით. ადამიანმა ისე ვერ განიცადა ევოლუცია, რომ თანამედროვე მატერიალურ- ტექნიკურ რევოლუციების მაღალ ტემპს აჰყვეს და მის ორგანიზმს, ალბათ, ჯერ ისევ ახსოვს, რომ სიცივეში და სიბნელეში ორგანიზმი ნაკლებად აქტიურია. გარემოს და ველის მოთხოვნა ამას ითვალისწინებს.

რა მეთოდებით შეიძლება დავძლიოთ დეპრესია, როგორია თქვენი რეკომენდაციები….

– დეპრესია უნდა დავძლიოთ სპეციალისტების დახმარებით და პრევენცია მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევით.

უნდა ვეცადოთ განათებულ ოთახში ვიყოთ დღის პირველ ნახევარში და ძალიან სასარგებლოა ჰაერზე სეირნობაც.

ასევე ვიტამინებით, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, ზაფხულში მეტი სითხის მიღება. არ უნდა დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა და სუნთქვითი ვარჯიშები. იოგას ვარჯიშებით დეპრესიის დაძლევის სერიოზული შედეგები ნეირომეცნიერების მიერ არის აღწერილი.

ნინო მაზიაშვილი

Share4Tweet3

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

8 years ago
ილია მეორე: “აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა მშვიდობიანი მეთოდებით”

ილია მეორე: “აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა მშვიდობიანი მეთოდებით”

10 years ago
საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის  საელჩო გაიხსნა

საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა

12 years ago
მიქაუტაძე: “ამ ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ”

მიქაუტაძე: “ამ ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ”

2 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by