• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პოლიტიკური პარტიების ხედვა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე – TDI-ის კვლევა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 14-21 სექტემბერს გამართა შეხვედრათა ციკლი რელიგიურ გაერთიანებებსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის/ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“. „თბილისი თაიმსი“  გთავაზობთ TDI-ს კვლევის მოკლე მიმოხილვას.

კვლევაგამართულ შეხვედრებზე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიერ დასმული კითხვები შეეხებოდა იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც რელიგიური უმცირესობები ყველაზე ხშირად აწყდებიან საქართველოში. ესენია:

  • სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევებზე;
  • რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო;
  • მუსლიმთა დევნა;
  • ბათუმში მეჩეთის მშენებლობა;
  • რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება;
  • საბჭოთა დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • ჩამორთმეული ქონების დაბრუნება;
  • რელიგიური ნეიტრალობა საჯარო სკოლებში;
  • რელიგიური ნეიტრალობა საჯარო სამსახურში;
  • საკულტო ნაგებობების მშენებლობა.

თავის მხრივ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მათ გააცნეს თავიანთი ხედვა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

ქართული ოცნება

კველევაში ნათქვამია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის ზრდა და სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირება დანაშაულებზე  რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული ერთ-ერთი მათავარი პრობლემაა, რაზეც ქართული ოცნების წარმოადგენლებს შეფასება არ გაუკეთებიათ, მხოლოდ ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რელიგიური გაერთიანებების მხრიდან ღიაობის აუცილებლობას. ისინი რელიგიის სააგენტოს დაფუძნებასა და მის საქმიანობას დადებითად აფასებენ.

უნდა აშენდეს თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში ? ამ კითხვაზე პარტიას პასუხი არ აქვს. მათ ასევე თავი შეიკავეს მუსლიმთა დევნის ფაქტებზე საუბრისგანაც. არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია რელიგიური დენომინაციებისთვის  სახელმწიოფო ბიუჯეტიდან დაფინანსების პოლიტიკასა და საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციასთან დაკავშირებით.  სამომავლოდ  აპირებენ საჯარო სკოლებსა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვას დიდი ყურადღება მიაქციონ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიოფოს რეაგირებას უარყოფითად აფასებენ და პრობლემად პოლიტიკური ნების არარსებობას ასახელებენ. მათი აზრით,  აუცილებელია პოლიციაში სპეციალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც მსგავსი  ტიპის დანაშაულებზე იმუშავებს. უარყოფითად აფასებენ რელიგიის სააგენტოს  საქმიანობას და თვლიან, რომ სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან ბიუროკრატიული აპარატია. მათი თქმით, ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნამ სისტემური ხასიათი მიიღო, ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებებია. ბათუმში მეჩეთის მშენებლობას სახელმწიფო არ უნდა უშლიდეს ხელს. პარტიას მიაჩნია, რომ რელგიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებობდენ. დენომინაციათა იერარქიზაცია მიუღებელია და თუკი  საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციას იღებს ოთხი რელიგიური თემი, მაშინ დანარჩენებსაც უნდა აუნაზღაურდეთ ზიანი. სადავო საკულტო ნაგებობეის სტატუსი უნდა გაირკევს და დაუბრუნდეს მის ისტორიულ მფლობელს.

პარტიის თქმით, ხშირია საჯარო დაწესებულებეში რელიგიური სიმბოლიკის განთავსება, რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებში და ა.შ. საჯარო სკოლებში, უნდა მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება და რელიგიურ ნეიტრალიტეტის დარღვების ფაქტზე მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით ეფექტური რეაგირება.

თავისუფალი დემოკრატები

როგორც კვლევიდან ჩანს, პარტია რიგ კითვებზე ან საკმარის ინფორმაციას არ ფლობს ან თავს იკავებს შეფასებისაგან. თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრობლემა არსებობს, რაც ამ სფეროში განათლების ნაკლებობითაა გამოწვეული. ხელისუფლების მიერ 4 რელიგიური დენომინაციისთვის თანხის გამოყოფა  საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნით უთანასწორობის აღმოფხვრისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამავე დროს ამბობენ, რომ სახელმწიფო დაფინანსება ყველა რელიგიურ დენომინაციას უნდა შეუწყდეს. აღნიშნავენ, რომ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს თუ ამის საჭიროება არსებობოს. რაც შეეხება, რელიგიის სააგენტოს, მისი  საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებენ და თვლიან, რომ მსგავს ორგანიზაციებს სახელმწიფო ყოველთვის საკუთარი პოზიების განსამტკიცებლად გამოიყენებენ.

 რესპუბლიკური პარტია

 პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას სამართალდამცავები არ არიან მიუკერძოებელნი და არ ხდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. დადებითად აფასებენ რელიგიის სააგენტოს შექმნის იდეას, როგორც ამბობენ უწყების პრობლემას „სააგენტოს თანამშრომლებისა და ხელმძღავნელის საბჭოთა შეხედულებები და ღირებულებები ქმნის“. ემხრობიან ბათუმში მეჩეთის მშენებლობას. სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს არ უნდა აფინანსებდეს, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი ყველასთვის შესაბამისად უნდა დაითვალონ და აანაზღაურონ. სადავო ქონებაზე დავები სასამართლომ უნდა გადაჭრას. ამბობენ, რომ სკოლებში არსებობს რელიგიური ინდოქტრინაციის პრობლემა, სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ ზოგადი განათლების სისტემაში. საჯარო სივრცეში რელიგიური ნეტირალიტეტის არსებობა „სეკულარული სახელმწიფოს სატანდარტია“ და ის დაცული უნდა იქნეს.

                            ბურჭულაძის ბლოკი/„გირჩი“             

რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. პარტია თვლის, რომ მთავარი პრობლემა არის კანონის აღსრულება და არა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. მათი აზრით,  უნდა  გაუქმდეს რელიგიის სააგენტო   და  სახელმწიფომ  შეწყვიტოს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება.  სადავო შენობების პრობლემა სასამართლომ უნდა გადწყვიტოს, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების არსებული პრაქტიკა პოლიტიკური პოპულიზმის ხასიათს ატარებს. საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა პრობლემას წარმოადგენს და მისი გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზაა განათლების სისტემის პრივატიზაცია.

შეხვედრები გაიმართა USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ მხარდაჭერით.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026

საინტერესო

პიტერ სიიარტო: „საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა”

პიტერ სიიარტო: „საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა”

10 years ago

საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა

10 years ago
„გეთქვა, ნეკ, აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცეებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი“ – დოროყაშვილი 

„გეთქვა, ნეკ, აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცეებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი“ – დოროყაშვილი 

4 years ago

თბილისის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by