• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ესმა გუმბერიძე – გოგონა, ჩარჩოებს მიღმა…

9 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ესმა გუმბერიძე – გოგონა, ჩარჩოებს მიღმა…
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15216166_1170103909772266_235851841_o

ესმა გუმბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია; სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე; ჩართულია სამოტივაციო ჯგუფში „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დასაცავად და მათი უფლებების რეალიზებისთვის; ეს არის გოგონა, რომელიც ყველასგან გამორჩეულია, განსაკუთრებულია და არავის ჰგავს – იგი ძლიერია, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ამასთან ხალისიანი, თბილი ღიმილითა და საოცრად კეთილი გულით… ესმა არის გოგონა, რომელიც ბავშვობიდანვე იბრძოდა საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის, იბრძოდა უკეთესი გარემოს შესაქმნელად; გოგონა, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს; თავისუფლად ლაპარაკობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; გაცვლითი პროგრამებით ნამყოფია გერმანიაში, ამერიკაში, ბრიტანეთში, ლატვიაში, პოლონეთში, უკრაინასა და რუსეთში.

დაიბადა ბაღდათში, თუმცა ოჯახი ქუთაისში საცხოვრებლად მალევე გადმოვიდა. ესმა რვა წლის იყო, როდესაც ოჯახმა მისი სწავლის გამო კიდევ ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. მის მშობლებს კარგად ესმოდათ, რომ გოგონა სრულფასოვან განათლებას ვერ მიიღებდა ისეთ სკოლაში, სადაც არ ჰქონდა ბრაილის შრიფტის მქონე სახელმძღვანელოები და არ ჰყავდათ სპეცმასწავლებლები. სწორედ ამიტომ, თბილისში ჩამოსვლა და ესმას N202-ე საჯარო სკოლაში მიყვანა გადაწყვიტეს.

სკოლას ჰქონდა საერთო საცხოვრებელი, სადაც ბავშვები დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ და მთელ დროს იქ ატარებდნენ. იმის გამო, რომ არ იყო ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ესმა საცხოვრებელში არ დარჩენილა. ყოველ დილით მიდიოდა სკოლაში და გაკვეთილების შემდეგ მშობლებს სახლში მიჰყავდათ. იგი იხსენებს, რომ სკოლის საერთო საცხოვრებელს არ ჰქონდა გათბობა, ცხელი წყალი, საკმარისი რაოდენობის საკვები, ამას ემატებოდა ისიც, რომ პედაგოგები და აღმზრდელები ძალიან ცუდად ექცეოდნენ ბავშვებს.. ალბათ, პატარებს ყველაზე უკეთ მძაფრი მოგონებები რჩებათ მეხსიერებაში და ჰოდა, ის დრო ესმასაც მძაფრად დარჩა გონებაში: „მაშინ, როდესაც შემთხვევით გავიგონე მშობლების ლაპარაკი, თუ რა სასტიკად ექცეოდნენ სკოლის პედაგოგები ბავშვებს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, საოცრად განვიცადე. მინდოდა რითიმე დავხმარებოდი მათ, რადგან მათაც ისეთივე ღირსეულ და თბილ გარემოში ეცხოვრათ, როგორიც მე მქონდა. ნელ-ნელა გარემოც შეიცვალა – ვიზრდებოდი და ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა სკოლა, იცვლებოდა ინფრასტრუქტურა, უკვე გვქონდა განახლებული შენობა, გვყავდა ახალი და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ჩვენთვის განათლება მოეცათ“, – იხსენებს ესმა.

ჯერ კიდევ ბავშობაში გამოირჩეოდა აქტიურობით. უყვარდა ლაპარაკი, გაუთავებელი კითხვები, მშობლებთან და მეგობრებთან გატარებული საინტერესო საღამოები. ყოველთვის სურდა გარემოს შეცვლა, ჯერ კიდევ სამი-ოთხი წლის ბავშვი გაუცნობიერებლად ცდილობდა შეექმნა სასურველი გარემო. აშენებდა ყველაფრისგან… პლასტილინისგან, სიგარეტის ბლოკებისგან: „სულ მინდოდა, რომ  ჩემი კუთხე მქონოდა, ყოველთვის ვცილობდი, გამომეყო ჩემი პატარა სივრცე, ადგილი, სადაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ადგილი, როგორიც ოცნებაში მქონდა წარმოდგენილი. დღესაც ამას ვცდილობ… ვცდილობ უკეთესობისკენ შევცვალო გარემო და ადამიანები და, რა თქმა უნდა, მეც შევიცვალო“, – ამბობს იგი.

15175461_1170103879772269_1839146108_n

2008 წლის ომის შემდეგ სკოლაში დაბრუნებულებს სულ სხვა გარემო დახვდა – ლტოლვილებით სავსე შენობა, მთავრობა, რომელიც არ ცდილობდა პრობლემის სწრაფად მოგვარებას… სწორედ აქედან იწყება ესმას ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი, წინააღმდეგობით აღსავსე ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება არ შეეძლოთ, არ გაჩერებულან – აკითხავდნენ განათლების სამინისტროს და მოითხოვდნენ ალტერნატიული შენობის მოძებნას ლტოლვილებისთვის. ცდილობდნენ, სწავლა რაც შეიძლება მალე დაეწყოთ და ამ მხრივ საკუთარი უფლებები დაეცვათ.

„იმიტომ კი არ უნდა ვაკეთოთ რაღაც, სხვებს რომ უნდათ, სხვა რომ ვასახელოთ, სხვას რომ ასე უნდა, არამედ ჩვენთვის, ჩვენი საკუთარი თავისთვის“, – ასე ხსნის საკუთარ აქტივობას ესმა. სწორედ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად იღებდა მონაწილეობას ოლიმპიადებსა თუ გაცვლით პროგრამებში და კიდევ იმიტომ, რომ სხვამ თუ შეძლო, ისიც შეძლებდა. რა თქმა უნდა, შეძლო და სხვებზე კარგადაც გამოუვიდა. დამამთავრებელ კლასში გაიმარჯვა და „ფლექს“-ის პროგრამით ერთი წლით ამერიკაში წავიდა. თავად სწავლობდა და სხვასაც ეხმარებოდა სწავლაში. იქ ყოფნის დროს, ესმა ყოველ დილით მარტო მიდიოდა სკოლაში, რომ ესწავლებინა ბრაილის შრიფტი აუტიზმის სპექტრის სინდრომის მქონე ბავშვისთვის.

ბავშვობიდანვე ზუსტად იცოდა, რა უნდოდა. იცოდა, რომ უნდა ესწავლა, უნდა ებრძოლა, საკუთარი თავი და გარემო შეეცვალა უკეთესობისკენ. სწორედ, ამის გამო გადაწყვიტა სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარება. სწავლას დღესაც დიდ დროს უთმობს. კითხულობს, უკითხავენ და უსმენს, რათა საკუთარ პროფესიაში წარმატებული და ძლიერი იყოს.

გოგონა თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს, ბევრს სეირნობს მათთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. უხარია, როდესაც მის გვერდით წარმატებული და ბედნიერი ადამიანები არიან. უხარია, როდესაც ადამიანებთან თავისუფლად, გულახდილად შეუძლია ლაპარაკი, როდესაც უგებენ და მის აზრსა და შეხედულებებს ყურადღებით ეკიდებიან. კითხვაც ძალიან უყვარს და ფილმების ყურებაც. თუმცა მისი მთავარი ჰობი მაინც სულ სხვა, უჩვეულოა (თვითონ ასე მიიჩნევს) – ძალიან უყვარს სოციალურ ქსელში პოსტების წერა. რადგან ფიქრობს, რომ აზრების გამოთქმა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც კარგად ესმის, რომ, შესაძლოა, ეს აზრი არ იყოს სწორი, მაგრამ სწორად ამან მიიყვანოს სხვა სწორ აზრამდე. გოგონა ამ გზითაც ცდილობს საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზებას, რადგან კარგად იცის, რომ „ჭეშმარიტება კამათში იბადება“.

„როცა ადამიანი არ არის თვითრეალიზებული, მას ძალიან გაუჭირდება სხვების წახალისება თუ გამხნევება. ძალიან მიყვარს სიტყვები, რომლებიც ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქციე: „იყავი ის ცვლილება, რომლის დანახვაც გინდა“, – ამბობს იგი.

ესმა დღესაც მზადაა ყველანაირი წინააღმდეგობისთვის. მისი მთავარი ძალა და ღირსება სწორედ ისაა, რომ მას ბრძოლა შეუძლია. არასდროს ცდილობს საკუთარ თავში ჩაკეტვას. როგორც თავად ამბობს, ადვილად გამოდის კომფორტის ზონიდან. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების გარეშე თითქმის არ შეუძლია, რადგანაც მათთან რაღაც სხვა, ძლიერი ემოციური ძალა აკავშირებს, ესმამ არაერთხელ იცხოვრა დამოუკიდებლად და სასწავლებლად უცხოეთში წავიდა. უდიდესი წინ გადადგმული და გაბედული ნაბიჯები იყო, როცა არ იცოდა სად მიდიოდა, არ იცოდა, რა ელოდა, როგორ პირობებში მოუწევდა ცხოვრება, როგორ შეეჩვეოდა გარემოს, შეძლებდა თუ არა საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენასა და გაუმჯობესებას. ესმას შრომისმოყვარეობის, გამბედაობისა და მიზანდასახულობის წყალობით, ყოველ ჯერზე ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

12743729_1757591701136538_7897650309890626592_n

საკუთარი ქვეყანა უყვარს, თუმცა არ მოსწონს მისი არაადაპტირებული გარემო. ძალიან სწყინს, როდესაც არ უსმენენ, როცა არ თვლიან საჭიროდ, რომ მოუსმინონ – მის შეხედულებას არაფრად აგდებენ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ცდილობენ მის დარწმუნებას.

რაც შეეხება სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ესმა ელექტრონულ მასალათა არარსებობის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას, რის გამოც ის ბიბლიოთეკის თანამშრომელ წამკითხველებზე არის დამოკიდებული.  თუკი რამე მიზეზით წაკითხვის დროს აცდენს, ის აღარ ანაზღაურდება, შესაბამისად წაკითხვის ნაკლები დრო რჩება იმ კვირაში. ასეთი გრაფიკი ართმევს იმის საშუალებას, რომ სასწავლო ცხრილი ისე დაგეგმოს, როგორც თავად მოისურვებს.

უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებით სხვა პრობლემა არასდროს ჰქონია. რამდენიმე დღეში შეისწავლა მთელი შენობა, ყოველი ოთახი თუ კაბინეტი. არ გასჭირვებია ლექტორებთან თუ სტუდენტებთან ურთიერთობა, სახელმძღვანელოების მოპოვება და სწავლა. არ უწევს გამოცდების ჩასაბარებლად გამოცდების ცენტრში ასვლა, რადგან წინასწარ შეუთანხმდა დეკანის მოადგილეს, რომ გამოცდებს იმავე კორპუსში ჩააბარებდა, რომელშიც სწავლობს. მისთვის სწავლა დღეს უფრო მარტივია, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. არსებობს გამხმოვანებელი პროგრამა, რომელიც უკითხავს, რა ხდება ეკრანზე, ის ახმოვანებს ნებისმიერ შეტყობინებას, ინფორმაციას. ახმოვანებს „WORD“-სა და „PDF“ ფაილებს. ერთადერთი, რისი პრობლემაც არსებობს, ესაა – „TaCpanela“ – ესმას მისი გამოყენება არ შეუძლია, თუმცა ყველაფერს კლავიატურის გამოყენებით ახერხებს.

ყველაზე მეტად რაღაც ისეთის გაკეთება უნდა, რომ მის გარშემო შეიცვალოს გარემო, დამოკიდებულება, დაინახოს დიდი ძვრები და იყოს ამ აღმავლობის მონაწილე, ინიციატორი თუ წამახალისებელი. დღეს ესმა კვლავ ამერიკაში წასვლაზე ფიქრობს და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებასაც იქ გეგმავს. წინ მთელი ცხოვრება აქვს, ბევრს მიაღწია და კიდევ ბევრს მიაღწევს.

მარიამ ლეკიაშვილი

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In