• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აქცია-პრეზენტაცია თბილისის ზოროასტრული ტაძარის-ათეშგას დასაცავად – რა საფრთხის წინაშეა ძეგლი?

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
აქცია-პრეზენტაცია თბილისის ზოროასტრული ტაძარის-ათეშგას დასაცავად – რა საფრთხის წინაშეა ძეგლი?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15271835_1155684947861894_8234790410006962710_oთბილისის უძველესი ძეგლის ათეშგას დასაცავად აქცია-პრეზენტაცია გამართა ბეთლემის პროექტის ჯგუფმა, ბეთლემის თემთან ერთად. მათ სურდათ საზოგადოებისთვის  მიეწოდებინათ ცნობები ათეშგას მნიშვნელობის, ბოლო წლების სარესტავრაციო სამუშაოებისას გამოვლენილი უნიკალური ინფორმაციისა და იმ საფრთხის შესახებ, რომელიც წარმოიქმნა ათეშგას მიმდებარედ, გომის ქ.#1-ში მდებარე ნაგებობაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის გამო, რომლის ესკიზურ პორექტზეც 2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა გასცა და ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან-კვანძისა და სამზარეულოს დაშენების მიზნით.

ზოროასტრული ტაძარის, ათეშგას დასაცავად ონლაინ პეტიციაც გავრცელდა, რომლის ავტორები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, თბილისის მერს დავით ნარმანიასა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორს მიმართავენ, რომ არ დაუშვან ძეგლის ვიზუალური გარემოს  ხელყოფა და იზრუნონ სამომავლოდ მისი მოვლა-პატრონობისთვის.

„2016 წლის 27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ თანხმობა მისცა გომის ქ. 1-ში სამ სართულიანი ნაგებობის ცვლილების ესაკიზურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აქ არსებული ნაგებობის ზედა ნიშნულის აწვას, ტერასაზე კაფეტერიის, ლიფტის, სან–კვანძისა და სმაზარეულოს დაშენების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ობიექტი მდებარეობს თბილისისა რქეოლოგიური ძეგლის, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრის, ათეშგას პირდაპირ, რომლის ბაქნიდანაც ხედი იშლება ქალაქზე და კერძოდ კალაზე.  გომის ქ. N1-ში  2007  წელს აგებული შენობის ზედა ნიშნული უკვე სცდება აქ ადრე არსებული შენობის სახურავის ნიშნულს და იჭრება ათეშგას ბაქნიდან ისტორიულ კალაზე არსებულ ვიზუალურ კორიდორში. შესაბამისად ახლა შენობის ზედა ნიშნულის მცირედად აწევაც კი კიდევ უფრო შელახავს ამ უნკალური ძეგლის ისტორიულ გარემოს  კონტექსტს და თვით ბეთლემის “კომპლექსის“ სივრცით ჰარმონიულობას.

მივმართავთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, თბილისის მერს დავით ნარმანიას და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს:

  1. არ დაუშვათ თბილისის ათეშგას ვიზუალური გარემოს შემდგომი ხელყოფა, რასაც გამოიწვევს გომის ქ. N1-ის ზედა ნიშნულის თუნდაც ნაწილობრივ აწევა. თუ საჭიროა მოწვეულ იქნას გაფართოებული ძეგლთა დაცვის სფეროს ექსპერტთა წრე და დეტალურად იქნას განხილული არეალის სივრცითი მოწყობის საკითხები;
  2. დაიწყოს მუშაობა თბილისის ათეშგას ოფიციალური მოვლა–პატრონობის, დაცვის, მონიტორიგის ადმინისტრაციულ უზრუნვეყოფაზე. განისაზღვროს ძეგლის მართვაზე პასუხიმსგებელი ადმინისტრაციული ერთეული.
  3. თბილისის ათეშგას მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და ოფიციალურად დადგინდეს მისი დაცვისთვის საჭირო პარამეტრები.“ – წერია პეტიციაში.

”თბილისის ჰამქარის” თავმჯდომარემ, ცირა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქალაქი და საზოგადოება კომპრომისზე ვერ წავა, კომპრომისზე უნდა წავიდეს ქალაქის მერია, რომელმაც უნდა გააუქმოს თავისი თანხმობა ესკიზურ პროექტზე და ინვესტორი, აღიაროს, როგორც ფაქტი ის, რომ ამ ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი ძეგლი არის ათეშგა.

„ისეთ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, როგორიც არის ბეთლემისუბანი, ჩნდება ისედაც შეუსაბამო ნაგებობაზე ახალი მოცულობა, რომელიც არღვევს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის იმ მუხლს, სადაც წერია, რომ ძეგლს, ამ შემთხვევაში ათეშგას, აქვს ვიზულური დაცვის არეალი. ეს ვიზუალური დაცვის არეალი ილახება ამ კონკრეტული მოცულობის გაჩენით ახალ მშენებლობაზე, მაშინ, როდესაც თავად ეს ახალი ნაგებობა არის შეუსაბამო ამ უბნისთვის.“- ამბობს ცირა ელისაშვილი.

აქცია-პრეზენტაციას საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა და აღნიშნა, რომ ასეთ არეალებში გადაწყვეტილება ძალიან ფრთხილად უნდა იქნეს მიღებული.

„ეს არის კლდისუბანი კალას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი და ეს არის მე-5 საუკუნის ზოროასტრული მაზდეანური ცეცხლის ტაძარი. ამის წინ მშენებლობას მერიასა და კულტურის სამინისტროში განიხილავენ, როგორც ჩვეულებრივ დეველოპერულ პროექტს. ასე არ შეიზლება. ძალიან ფრთხილად, ზედმიწევნით ფაქიზად არის ასეთ არეალებში გადაწყვეტილება მისაღები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ზემო ბეთლემის ტაძრიდან სულ რაღაც 100 მეტრში ზოროასტრული ტაძარი, ათეშგა მდებარეობს, რაც სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. დღეს ათეშგა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. 2007-2009 წლებში ICOMOS საქართველოს მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის დაფინანსებით, “ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის” პროექტის ფარგლებში მოხდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: აღდგა ათეშგასთან მისასვლელი კიბე, რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელთან არსებულ ბაქანს, მოიხსნა შენობაში არსებული მიწის ფენა და ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, აღდგა ავთენტური იატაკის დონე. ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით შენობა დროებითი სახურავით არის გადახურული.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
ახალი ამბები

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

09/14/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

09/14/2026

საინტერესო

World Bank – საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებული 12-წლიდან 5-ს ფაქტობრივად კარგავენ

World Bank – საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებული 12-წლიდან 5-ს ფაქტობრივად კარგავენ

6 years ago
საქართველოს ელჩი ბრაზილიის გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ელჩი ბრაზილიის გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრს შეხვდა

8 years ago
თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ქოლ-ცენტრი მოემსახურება

საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ივნისში დაიწყება

8 years ago

რას გულისხმობს 1%-ის კანონი და რას ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი?

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by