
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. ამ ინფორმაციასა და ფოტომასალას “kutaisitoday” ავრცელებს.
ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟები მობილიზებული. მგზავრების ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
ინფორმაციაზე გამოყენებულია ნოდარ ლომჯარიას ფოტო, რომელიც სოციალური ქსელში გავრცელდა. ლომჯარიას ინფორმაციით, მატარებელს ცეცხლი ლანჩხუთამდე არმისული წაეკიდა. ჯერჯერობით, მიზეზი უცნობია.
ნატალია ჯალაღონია











