• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

EMC-ის კვლევა: „სააგენტომ ვერ შეძლო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა“

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
EMC-ის კვლევა: „სააგენტომ ვერ შეძლო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გამოქვეყნებული კვლევა „რელიგიის თავისუფლება: „სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არსეკულარული პოლიტიკის კრიტიკა” მოიცავს „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკულ ანალიზს“, სადაც განხილულია  სააგენტოს შექმნამდე არსებული პოლიტიკური კონტექსტი, სხვადასხვა ევროპული თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრაქტიკა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ; შეფასებულია სააგენტოს ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის, მოხესა და რესტიტუციული კომისიების  საქმიანობა; რელიგიური კონფლიქტების მოგვარების კუთხით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და ის ძრითადი საკითხები, რომელიც ხშირად იქცევა  ხოლმე განხილვისა და კამათის საგნად.   „თბილისი თიამსი“ გთავაზობთ აღნიშნული კვლევის მოკლე ანალიზს:

„გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის გამოცდილების ანალიზი, აჩვენებს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატი, კომპეტენცია და საქმიანობის სტრატეგია არსებითად განსხვავდება მათგან. აღნიშნული ქვეყნების რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე უწყებებისგან განსხვავებით, სააგენტოს გარე ლეგიტიმურობის, დამოუკიდებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესის ჰორიზონტალურობის პრობლემა აქვს. ამასთან, სააგენტო ნაკლებად არის ორიენტირებული რელიგიის თავისუფლების, პლურალიზმის, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის მიზნებზე;

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში ოპერირებს და პროცესებზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენის რესურსი უნდა ჰქონდეს, უწყებამ ვერ შეძლო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დავებისა და პრობლემების გადაწყვეტა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების არარსებობაზე უნდა მიუთითებდეს;

სააგენტოს მიდგომა რელიგიის თავისუფლების საკითხების მიმართ,  როგორც წესი, არაპროგრესულია და მის მიერ მომზადებული ანალიტიკური და სტრატეგიის დოკუმენტები თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის. მათ შორის, უწყების საქმიანობაში იკვეთება რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების,  უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების მცდელობა;

მანდატში კვლევითი ფუნქციების დომინირების მიუხედავად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ ეწევა რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის სრულყოფილ დოკუმენტირებასა და კვლევას. მეტიც, სააგენტომ სათანადოდ არ შეაფასა  რელიგიის თავისუფლების მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევები და რელიგიური შეუწყნარებლობისა და სოციალური გაუცხოების კონტექსტების იდენტიფიცირება არ მოახდინა. იგნორირების პოლიტიკის გამო, რელიგიის თავისუფლების დარღვევის სერიოზული შემთხვევები ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი;

სააგენტოს საქმიანობაში იკვეთება  მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევისა და კონტროლის  მცდელობები,  რაც ხელს უწყობს მუსლიმ თემსა და ფორმალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოების ზრდას და აღრმავებს თემის მარგინალიზაციას;

ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების, ასევე საკულტო ნაგებობის მშენებლობისა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის გადაწყვეტის პოლიტიკას სააგენტო არაეფექტიანად, სეკულარიზმისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების დარღვევით ახორციელებს, რაც რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ინტერვენციისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზების რისკს შეიცავს;

რელიგიისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის გაძლიერების დეკლარირების მიუხედავად, სააგენტოს რეალურად არ გააჩნია რელიგიური ექსტრემიზმის პრევენციის სტრატეგია და გეგმა. მეტიც, რელიგიური ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი მუსლიმური ორგანიზაციების უხეში კონტროლის, ცალკეული რელიგიური ჯგუფების არაღიარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უგულებელყოფის  სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უწყობს რელიგიური ჯგუფების ექსკლუზიას, გაუცხოებასა და შესაძლო რადიკალიზებას.“-ნათქვამია EMC-ს მიერ გამოქვეყნებულ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკულ ანალიზში.

ინფორმაციისთვის,  კვლევა მომზადებულია პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს მიერ. კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ: https://emcrights.files.wordpress.com

სოფიკო ნინიკაშვილი

 

ShareTweet

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

“მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას” – სოსო ოხანაშვილ

9 years ago
ჩანთები, რომლებიც პატარა ნაჭრების ერთმანეთზე გადაკერებით იქმნება  – “პლუმპი”

ჩანთები, რომლებიც პატარა ნაჭრების ერთმანეთზე გადაკერებით იქმნება – “პლუმპი”

4 years ago
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

8 months ago

“2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია”

10 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by