• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამდენად მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის შეცვლა?! – ფსიქოლოგის და ნარკოლოგების მოსაზრება-რეკომენდაციები

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის მოთხოვნა დააკმაყოფილა და  სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლის   და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიმრო სანქციები არაკონსტიტუციურად სცნო, შესაბამისად, მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა გაუქმდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა ჩვენი სამართლიანი უკმაყოფილების საერთო ძალით ფორმირების ინიციატივაა. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც საკუთარ თავზე განიცადა უღირსი ნარკოპოლიტიკის შედეგები და მათთვის, ვინც სოლიდარულია ამ ადამიანების მიმართ”,– ამგვარია მოძრაობა „თეთრი ხმაურის“  მიერ გაცხადებული პროგრამის შინაარსი. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მოეწყო აქცია  სახელწოდებით „გაბედე დეკრიმინალიზაცია“ აღნიშნული საკითხი საზოგადოების ინტერესის მთავარ საგნად იქცა და დეკრიმინალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა კიდევ ერთხელ  განახლდა.

რამდენად მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის შეცვლა, როგორ მუშაობს არსებული „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“, მიიღო თუ არა რეალური შედეგები მკაცრმა კანონმდებლობამ და რა ალტერნატიული გზები არსებობს ნარკომომხმარებელთა დასახმარებლად. არსებულ კითხვებს „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში პასუხობს ნარკოლოგი ხათუნა ტორაძე.

თუ შეგიძლიათ მითხრათ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკის ცვლილება და ემხრობით თუ არა ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას?

– ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამოკიდებული. 1. როგორ წარიმართება ქვეყანაში ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოწოდების შემცირების პროცესი და 2. ამ ნივთიერებებზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია. ქვეყნის ნარკოპოლიტიკა განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას რიგი ფასეულობების მიმართ. ამ მიმართულების პოლიტიკაზე საუბრი რთულია, ვინაიდან ერთი მხრივ იკვეთება ღირებულებები, რომლებიც ადამიანების უფლებასა და თავისუფლებას შეეხება, ხოლო მეორე მხრივ პრობლემატურია საკითხი, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას შეეხება,შესაბამისად ცალსახად გამოკვეთა, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა რთული სათქმელია, ამის უნივერსალური მოდელი არ არსებობს, ამიტომ ყველა ქვეყანა ინდივიდუალურად აკეთებს არჩევანს. პირადად მე ვემხრობი ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. თუ ვსაუბრობთ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი ძირითადად  რეკრეაციული, ანუ გართობის  მიზნით  გამოიყენება, მაშინ როცა მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებები   საკმაოდ სწრაფად იწვევენ ორგანიზმში ძლიერ ცვლილებებს, რასაც დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოყვება, რაც უკვე დაავადებას წარმოადგენს.  შესაბამისად, მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს უყალიბდებათ ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები, ანუ დაავადება, რომლის ერთ–ერთი კარდინალური სინდრომია ნარკოტიკისადმი ლტოლვა და მის მიღებაზე თვითკონტროლის დაქვეითება, რაც უბიძგებს ადამიანს ნარკოტიკის მოხმარებისკენ. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აბსურდულია ასეთი ადამიანის ციხეში გაშვება,ვინაიდან გამოდის, რომ მას ვსჯით მისი დაავადების გამო.

თქვენი აზრით, დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, გაიზრდება თუ არა მომხმარებელთა რაოდენობა?

– მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ დეკრიმინალიზაციის პოლიტიკა სწორად არის განხორციელებული, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. პირველ ეტაპზე შესაძლოა მოიმატოს იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც უბრალოდ გასინჯავს ნივთიერებას, ასევე მოსალოდნელია ეპიზოდურ მომხმარებელთა რაოდენობის მატება, მაგრამ დამოკიდებულ პირთა რიცხვი დეკრიმინალიზაციის შემთვხვევაში, როგორც წესი, არ იზრდება. კანონის სიმკაცრე მოხმარების შემცირება–გაზრდასთან მარტივ პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში არ გახლავთ. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ხისტი და რეპრესიული პოლიტიკის ფონზე მომხმარებელთა რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.   ნარკომომხმარებელთა ზრდის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალი ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში პრევენციული ღონისძიებების გატარებაა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება არსებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შეცვლა ინდივიდუალური საჭირობებიდან გამომდინარე მკურნალობით?

– „ნულოვანი ტოლერანტობა“ არ ამართლებს და ფაქტობრივად არცერთ ქვეყანაში არ გაუმართლებია. საკითხი დგას ამგვარად: რა უფრო ფასეულია საზოგადოებისთვის? საქართველოს მაგალითმა აჩვენა, რომ „ნულოვანი ტოლერანტობა“ არ დასრულდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებით. რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ ჩვენს ქვეყანაში აჩვენა, რომ მიუხედავად რეპრესიული პოლიტიკისა, რის გამოც  ბევრი ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო,   მომხმარებელთა რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. პირადად მე ვემხრობი შემდეგ პრინციპს, რომელიც განვითარებულ და პროგრესულ ქვეყნებშია აპრობირებული –მკურნალობა დასჯის მაგივრად. ვფიქრობ, რომ ამგვარი მიდგომა ყველაზე გონივრულია, ვინაიდან შედეგზე ორიენტირებულია როგორც ცალკეული ინდივიდისთვის, ასევე, საზოგადოებისთვისაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც რეკრიაციული და გართობის  მიზნით მოხმარებულ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებზე ვსაუბრობთ,  მკურნალობა შესაძლოა სულაც არ მოიაზრებოდეს და მის მომხმარებელს ეს არც ესაჭიროებოდეს. ხოლო თუ ადამიანს აქვს დამოკიდებულება ნივთიერების მიმართ, ან თუნდაც არადამოკიდებულ პირს განუვითარდება ჯანმრტელობის დროებითი დარღვევები, ამ შემთხვევაში  უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრულყოფილი სამკურნალო მომსახურება, რომლებიც ინდივიდუალურად იქნება მორგებული პიროვნებაზე იმ დაავადებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს. საქართველოში მომუშავე სარეაბილიტაციო პროგრამები საჭიროებიდან გამომდინარე არასაკმარისია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია,მოცემული პრობლემა გახდეს მეტად პრიორიტეტული და მსჯელობა წარიმართოს რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის მიმართულებით. სპეციალური სწავლებისა და დასაქმების პროგრამები უნდა დაინერგოს ნარკომომხმარებელთათვის, რათა ნივთიერებებზე დამოკიდებულმა ადამიანებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ, დამერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებაც უფრო დაცულად იგრძნობს თავს.

დეკრიმინალიზაციის მომხრეა ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ის ყურადღებას ამახვილებს ნარკოლოგიური დახმარების სახელმწიფო პროგრამების ეფექტურად მუშაობაზე და არსებულ სერვისებზე ნარკომომხმარებელთა მომართვიანობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მარიხუანას ზიანის განსაზღვრის პროცესში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს საკამოდ გრძელვადიანი პროცესია და თუ ამ კონტექსტს მივყვებით, შესაძლოა ყარყოფითი მხარეები ნებისმიერ ნივთიერებაში აღმოვაჩინოთ.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე: “დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზრდება. ამის დასტურად შეიძლება მარიხუანასთან დაკავშირებული მაგალითი მოვიყვანო. გარკვეული რაოდენობის ფლობის შემთხვევაში პირს პატიმრობა არ ემუქრება და ამ ფაქტს მომხმარებელთა რიცხვის გაზრდა არ გამოუწვევია. ცალკე პრობლემაა ის, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია დაახლოებით 50 000 ადამიანი, რომელთა შორის არ მოიაზრება სააფთიაქო საშუალებათა და მარიხუანას მომხმარებლები, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, ვინაიდან არსებულ სერვისებში ჩართულია მომხმარებელთა მხოლოდ 7%–დან –8%–მდე. არსებული ნარკოპოლიტიკის გამო ნარკოლოგიური დახმარების სახელმწფო პროგრამა, (დეტოქსიკაციური პროგრამა, მეტადონით ჩანაცვლების თერაპია) რომელიც მიმართულია მომხმარებელთა დასახმარებლად, საქართველოში ფაქტობრივად არ მუშაობს, ან ნახევრად ასრულებს საკუთარ ფუნქციას,  ვერ ხერხდება ვერც შიდსისა და ვერც ც–ჰეპატიტის შეჩერება. არსებული მკაცრი პოლიტიკის გამო არ არის მომართვიანობა, ვინაიდან მომხმარებლებს აქვთ გარკვეული შიში სტიგმების, დამოკიდებულებების და ა.შ, თუმცა მინდა გითხრათ, სერვისი ნამდვილად ცდილობს, მათი დაცულობა უზრუნველყოს. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში დამოკიდებული პირები მეტად თავისუფლად შეძლებენ არსებული სერვისებით სარგებლობას, აღარ მოხდება სხვა ადამიანების დაავდება და სიტუაციაც დასტაბილურდება.

ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად ნებისმიერი სახის დამოკიდებულება არის ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რაზე გაჩნდება დამოკიდებულება. ნებისმიერ ნივთიერებაზე დამოკიდებულება, იქნება ეს შაქარი, თუ მარიხუანა, ალკოჰოლი თუ სხვა რამ არის ცუდი!  ჩემ მიერ ნათქვამი, რომ „მარიხუანა არ არის კარგი, თუმცა შაქარიც არ არის კარგი“ მიმაჩნია, რომ არასწორად იქნა აღქმული და ინტერპრეტირებული. ჭარბი რაოდენობით საკვების მიღების შემთხვევაშიც არ დგება კარგი შედეგები და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ბევრად უფრო მწვავე პრობლემაა, ვიდრე სხვა პრობლემები. ნივთიერების მიმართ დამოკიდებულების გაჩენის სიმწვავე შესაძლოა, განისაზღვროს მის მიერ გამოწვეული ზიანით, თუ დავუკვირდებით, ასეთ კონტექსტში განხილვით  შესაძლოა, ნებისმიერი ნივთიერების უარყოფითი თვისებები გამოვავლინოთ. მარიხუანას შემთხვევაში ძალიან გვიან ყალიბდება დამოკიდებულება და გახანგრძლივებული პროცესია ცვლილებების დადგომაც, რასაც ვერ ვიტყვით ჰეროინზე რომლის მოხმარების დროსაც ტოლერანტობა საკმაოდ სწავაფად ვითარდება და შედეგებიც უფრო მძიმე მოაქვს.”

დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რომ არცერთი სახის ნარკოტიკული ნივთიერება არ იყოს ხელმისაწვდომი.  როგორც ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის სიჯანსაღეზე და აღნიშნავს, არ უნდა მოხდეს დაბინდული გონების ხელშეწყობა.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა: “არცერთი ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას არ ვემხრობი. ვისაც საქმე ჰქონია მოზარდებთან და ურთიერთობის დროს განუხილავს ისეთი საკითხები, რომლებზე მუშაობაც ფსიქოლოგებს უხდებათ, კარგად იაზრებენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ხელმისაწვდომობა არის ძალიან დიდი ცდუნება. დეკრიმინალიზაციის მომხრეები აღნიშნავენ, რომ მოზარდები მაინც შეძლებენ და იშოვიან ნივთიერებებს, სწორედ ამგვარი დამოკიდებულება მცდარი. 12–13 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის ნარკოტიკული საშუალებები არის მარტივად ხელმისაწვდომი, ასევე, სტუდენტებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არიან მომხმარებლები, მოდიან  რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილნი და დაშორებულნი. ვისაც არ აქვს უშუალო შეხება ამ საკითხთან, მისთვის მარტივიცაა საუბარი, მაგრამ ვინც იცის რეალურად რა შედეგები დგება ამ ადამიანებისთვის, იაზრებს, რომ სავალალო მდგომარეობაა. ადამიანმა თავის ჭირს, ლხინსა თუ სხვადასხვა სახის პრობლემას ადეკვატურად უნდა უყუროს, მას ერთი წუთითაც არ აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი მოწყვიტოს რეალობას.

ყველაზე რთულ, მოზარდობსი ასაკში, ადამიანებს არ აქვთ პიროვნული სიმყარე და ისინი ცდილობენ, რომ გაექცნენ სინამდვილეს, სწორედ მათთვის  არის ხელმისაწვდომი ნარკოტიკული საშუალებები.  ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იღონოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რომ საერთოდ არ იყოს ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესაძლებლობა. ისინი, ვინც დეკრიმინალიზაციაზე აპელირებით  სარგებელს ნახულობენ, ხელს უწყობენ ამ თემის გავრცელებას. შეუძლებელია, ვმსჯელობდეთ იმაზე, რომ უნდა შევუწყოთ თუ არა ხელი ადამიანს, რომელსაც ცნობიერება დაებინდება და თუნდაც ერთი წუთით რეალობას მოწყდება.

თუ ვინმეს სურს გამხიარულება, შეუძლია, ჯანსაღი და მრავალფეროვანი გზები მოძებნოს, რომელიც საფრთხეს არ მოუტანს, პირობითად, ჰაშიშით გამოწვეული სიცილი ჯანსაღი მდგომარეობა არ არის.  ნარკოტიკული ნივთიერებების დერკიმინალიზაციის მოთხოვნა არის საქმისგან შორს ყოფნის მიმანიშნებელი და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს რეალობა საერთოდ  არ აქვთ აღქმული.”

ნანუკა მაღლაკელიძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ბიძინა ივანიშვილის საჩუქრები სახელმწიფოს

“რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, ეს დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ”

10 years ago
დღეში 3,000 ადამიანი უნდა ავცრათ – თენგიზ ცერცვაძე

„ვაქცინაზე უარი დარტყმას აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკას“ – ცერცვაძე

5 years ago

პრემიერი: 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, რაც რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია

9 years ago
საპატრიარქო ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება

საპატრიარქო ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება

9 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by