• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის ანჩისხატის ტაძარი – დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
თბილისის ანჩისხატის ტაძარი – დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობა
39
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“– ეს წარწერა ქვის იმ  ფილაზე იკითხება, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს და რომელიც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიული თბილისის ზემო უბანში, მდებარე ანჩისხატის ტაძარი სწორედ ის ყოვლადწმიდა მარიამის შობის სახელობის ეკლესიაა, რომელიც  „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ქრონიკაში მოხსენიებულია  როგორც  „მარიამწმიდა ეკლესია“,  აშენებული  VI საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის შვილის – დაჩი უჯარმელის მეფობის დროს.

საისტორიო წყაროებში „მარიამ-წმიდა ეკლესიის“ შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ შემონახულა. იგი მხოლოდ ზოგადად, საკათოლიკოსო ეკლესიად მოიხსენიება. აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ თბილისი ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო.  ტაძარი ერთადერთი იყო საქართველოში, სადაც ღვთისმსახურთ ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება, ამიტომ მას „ზარის ეკლესიასაც“ ეძახდნენ.

ანჩისხატის ტაძარი თბილისში დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობაა. მისი  დღევანდელი სახელწოდება დაკავშირებულია 1664 წელს სამხრეთ საქართველოდან – ანჩის მონასტრიდან აქ ჩამოსვენებულ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან. ეს ხატი, ქართული ჭედურობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მის წარწერაში ნათქვამია: „ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად, მფარველმცა არს მეფობისა მათიასა სა საუკუნესა მოიჭედა ხე (ლი)თა ბექასითა… “ ხატი შემკულია ვედრების კომპოზიციით.

ანჩისხატის ეკლესია ტუფის თლილი ქვებით ნაგები სამნავიანი ბაზილიკაა. კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ბურჯების ორი წყვილით იყოფა სამ ნაწილად.  მის მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულია ცალკე სადგომები. ერთი მათგანი წარმოადგენს სამკვეთლოს, მეორე – სადიაკვნოს. მხატვრული გადაწყვეტით ბოლნისის სიონის მსგავსია.  დასავლეთი ფასადის წყობაში ჩადგმული „ჯვრის ამაღლების“ კომპოზიციის ფრაგმენტიანი რელიეფი. მასზე შერჩენილია ე.წ. ბოლნური ჯვრისა და ანგელოზის ძლიერ დაზიანებული გამოსახულებები.

რესტავრაციისას, საკურთხეველში, საუკუნის მხატვრობის ქვეშ აღმოჩნდა XVII ს-ის ფრესკების ნაშთი „მოციქულთ ზიარების“ სცენით. აფსიდის შუბლზე „ძირი იესოსი“-ქრისტეს გენეალოგია არის გამოხატული. სივრცეში შემორჩენილია XIX საუკუნის I ნახევრის მოხატულობა, რომელიც 1813 წელს დეკანოზ დიმიტრი ალექსი მესხიშვილის მიერ ტაძრის განახლების შემდეგ არის შესრულებული. იგი შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გარდამავალი ხანის ქართული მხატვრობის ნიმუშია და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიის სცენების გამოსახვით არის განსაკუთრებით საყურადღებო.

გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ქართველ უფლისწულთა აღზრდაც აქვე ხდებოდა.

1755 წელს ერეკლე II-ის ხელშეწყობით ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. აქ საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას, ქართულ ენას ასწავლიდნენ. ხშირად იმართებოდა საჯარო დისპუტები სამეცნიერო საკითხებზე. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა „კითხვა-მიგების“ მეთოდი. თვით ერეკლე II ხშირად ეწვეოდა ხოლმე სემინარიას და წარჩინებულ მოსწავლეებს აჯილდოებდა.

სემინარიამ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე, იარსება. ამ დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა. იგი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს.  1814 წელს ტაძარი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ანჩისხატი ისევ შეაკეთეს. ამ დროს მას ყალბი გუმბათი დაადგეს და დასავლეთიდან მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს, რომელიც 1958-64 წლებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად მოაშორეს. გვიანდელი გადაკეთებებისგან გასუფთავეს ტაძარიც. მოიხსნა მხატვრობის ნაწილი შიდა კედელზე.

სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები, მისი პირვანდელი იატაკი და XVII საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები. შენობას დაუბრუნდა ისეთი სახე, როგორიც XVII საუკუნეში ჰქონდა.

პირველად თბილისში შესასვლელი ერთ-ერთი გზა „ანჩისხატის უბანში“ შედიოდა.  ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას, ახლანდელი შავთელის ქუჩას ჯერ წყლისკარის, XVII საუკუნეში ანჩისხატის, ხოლო  XIX საუკუნეში მაცხოვრის ქუჩა ეწოდებოდა. ანჩისხატის უბანი ქართველ წარჩინებულთა სამოსახლო იყო. ტაძრის სამხრეთით მეფის სასახლე იყო აგებული.

დღეს ანჩისხატის ტაძარში დაცული „ქონებიდან“,  ძვირფასი ნივთებიდან, სამწუხაროდ, აღარაფერია დარჩენილი, ნაწილი თბილისის აოხრების დროს 1795 წ. განადგურდა, რაც გადარჩა კი გაიყიდა.

ანჩისხატის კარედი მარგალიტებისა და ძვირფასი ქვებისაგან გაძარცვულია. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის საეკლესიო კრების ოქმის მიხედვით, ხელითუქმნელი ანჩისხატის აღწერისას ამ ძვირფას თვალთა უმრავლესობა ადგილზე იყო. ტაძარში, ძირითადად, ახლად დაწერილი ხატებია, ხოლო ტაძრის მთავარი სიწმინდე — ანჩისხატი, იგივე „პირიუფლისა“ საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ანჩისხატის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ევდემოსის საფლავია. ჩრდილოეთ-დასავლეთის სვეტსა და დასავლეთის კედელს შუა განისვენებს მეფე არჩილის ასული, ბატონიშვილი მარიამი. ამბიონის მარცხნივ დაკრძალულია დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი, მარჯვნივ კედელთან გენერალ-მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share16Tweet10

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

საინტერესო

1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოვლინდა

1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 261 ფაქტი გამოვლინდა

7 years ago
დავით ბაქრაძე კრინიცაში 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

დავით ბაქრაძე კრინიცაში 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

11 years ago
„ღვინის ელჩი“ – ვინ არის სომელიე?

„ღვინის ელჩი“ – ვინ არის სომელიე?

6 years ago

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by