• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჯონ მაკკეინი: “სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში”

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები – ჯონ მაკკეინი (John McCain), ლინდსი გრემი (Lindsey Graham) და ემი კლობუჩარი (Amy Klobuchar) დღეს თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.

ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს.

“დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, რომ აშკარაა ერთი ფაქტი – თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ,” – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

სენატორმა ემი კლობუჩარმა წარმატება უსურვა დამწყებ მეწარმეებს და ინოვატორებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტექნოპარკში მოწვევისთვის.

“ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია – მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში – ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის,” – განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
სენატორმა ლინდსი გრემმა ახალგაზრდებს ახალი წელი მიულოცა და ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მცდელობას, მოახდინოს ქვეყნის რეფორმირება.

“მე გახლავართ სენატორი გრემი სამხრეთ კაროლინადან, სადაც ძალიან თბილა. მე და ინოვაცია სრულიად შეუთავსებლები ვართ, თუმცა თავისუფლების გარეშე არ არსებობს ინოვაცია. ამდენად, ჩემი რჩევა იქნება – ბიზნესის ზრდასთან ერთად, ქვეყანაც უნდა განვითარდეს. დემოკრატიის სტანდარტები მოითხოვს ხალხის მონაწილეობას. ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერ-მინისტრის მცდელობები ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით. მე სენატორ მაკკეინთან ერთად წინათაც ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში – ის საქართველოს მხარდაჭერის კუთხით კონგრესის ჩემპიონია. ისინი, ვინც თავისუფლებას აფასებენ, აფასებენ საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს!” – აღნიშნა სენატორმა ლინდსი გრემმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის.

“აქ შეკრებილი საზოგადოებისა და სხვათა სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის – ახალი წლის საქართველოში გატარებისთვის. ეს, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპის, ნატოსა და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და თქვენს ელჩს – ჩვენს მეგობარს იან კელის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უდიდესი დახმარებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა ცდილობს, ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად და გახდეს ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ჭეშმარიტი ნაწილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას ახალი წლის დღის ჩვენთან ერთად გატარებისთვის. დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ პრეზენტაციის ორგანიზებისათვის. ეს პროექტი შეცვლის ქვეყნის მომავალს. ეს პროექტი შეცვლის ახალგაზრდა თაობის მსოფლმხედველობას და ისინი მეტად დაინტერესდებიან მეწარმეობითა და ქართული ეკონომიკის ყველაზე აქტიური, დინამიური და სწრაფად განვითარებადი დარგის მშენებლობით,” – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ონლაინსწავლებზე ნეგატიურად ბავშვების თანდასწრებით არ ისაუბროთ” – თამარ გაგოშიძე

“ონლაინსწავლებზე ნეგატიურად ბავშვების თანდასწრებით არ ისაუბროთ” – თამარ გაგოშიძე

6 years ago

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

11 years ago
18 წლის გოგოს სკანდალური ჩვენება – „მთხოვდა, სექსუალური კავშირი მქონოდა რამდენიმე ადამიანთან…“

18 წლის გოგოს სკანდალური ჩვენება – „მთხოვდა, სექსუალური კავშირი მქონოდა რამდენიმე ადამიანთან…“

3 years ago

ოპერას ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by