• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი: „2016 წელი, საქართველოს მორწმუნე სომეხთათვის იყო ნაყოფიერი წელი“

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი: „2016 წელი, საქართველოს მორწმუნე სომეხთათვის იყო ნაყოფიერი წელი“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სომეხთა სამოციქულო ეკლესია  იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს  ზეიმობს. ეკლესიის სწავლების მიხედვით:   ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.   (მათ. 3:17, მარკოზი 1:11, ლუკა 3:22).   ამრიგად, მორწმუნეები ამ ორ მოვლენას ერთად, 6 იანვარს აღნიშნავს.

დილით აღევლინება წმინდა წირვა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა – იესოს ნათლისღება (ხალხური ტრადიციის მიხედვით, ჯვარს წყალში შთაფლავენ). იესომ წყალი აკურთხა მისი ნათლისღებით. ის, ვინც წირვას აღავლენს, წმიდა მირონს აწვეთებს წყალში და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებს. შემდეგ მღვდელი დადის მორწმუნეთა სახლებში, ახარებს მათ იესო ქრისტეს შობას. აქედან წარმოიშვა სახლის კურთხევის ტრადიციაც.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი შობა-ახალ წელს ულოცავს მრევლს, გასულ წელს ნაყოფიერად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ 2017 წელი იქნება  „ჩვენი ტაძრების აღდგენის, სულიერი და   კულტურული  ცხოვრების გააქტიურების წელი“.

„თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საახალწლო და საშობაო მილოცვას:

„გულწრფელად  გილოცავთ   ახალ წელსა და შობის  ბრწყინვალე  დღესასწაულს.  ლოცვას აღვავლენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა, ჩვენმა ზეციურმა მამამ დღეგრძელობა, სულიერი  ბედნიერება    და წარმატებები გიბოძოთ ყველას.

გასული,  2016 წელი, საქართველოს მორწმუნე სომეხთათვის იყო ნაყოფიერი წელი. ჩვენმა საზოგადოებრივმა  და კულტურულმა დაწესებულებებმა   მონაწილეობა მიიღეს სრულიად სომეხთა სხვადასხვა  ფესტივალებსა და პროგრამებში. მომლოცველობებით საქართველოს სომხობამ გაიცნო სომხეთისა და არცახის ღისშესანიშნაობები, ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის   სხვადასხვა პროგრამებსა და ღონისძიებებში. ეპარქიის “ჰაიარტუნ“, “რაფაელ ჯავახ“, “ალექსანდრე მანთაშევ“   განათლების, კულტურისა  და ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობის  და საქართველოში მოქმედი სახელმწიფო,   საზოგადოებრივი და სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების გულმოდგინე მუშაობის შედეგად, შევინარჩუნეთ კულტურული გარემო, და საქართველოს სომხობა   დატკბა ჩვენს შემოქმედთა    თეატრის, კლასიკური მუსიკის, ხალხური სიმღერისა და ცეკვის, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს ქმნილებებით.

გაგრძელდა ეკლესიათმშენებლობა,  განსაკუთრებით ჯავახეთში. ეპარქიის ეკლესიებში რეგულარულად სრულდებოდა ღვთისმსახურებები და საღმრთო ლიტურგიები,   ჩვენმა სულიერმა მსახურებმა თავიანთი ერთგული საქმიანობით სახარებით ანუგეშეს და რწმენის ერთგულება შთააგონეს   ჩვენს მორწმუნე ხალხს.  

ძვირფასო დებო და ძმებო, დაე 2017 წელი ჩვენი მორწმუნე  ერისათვის იყოს ახალი მიღწევებისა და წარმატებების წელი.  ეს წელიც   იქნება  ჩვენი ტაძრების აღდგენის, სულიერი და   კულტურული  ცხოვრების გააქტიურების წელი.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თუმანიანის „ვერნატუნის“   გახსნა დიდი პოეტის თბილისის სახლში,  გაფართოვდება ბათუმის „ალექსანდრე მანთაშევის“ ცენტრის    საშენობო პირობები და წინსვლის   ახალი შესაძლებლობები შეიქმნება. წალკის რაიონში სამუშაოები ჩატარდება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის დაარსების მიმართულებით.

საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეფექტური სამუშაოებისა  და თანამშრომლობისათვის, დღესასწაულთან დაკავშირებით   ულოცავს და თავის სიყვარულს გადასცემს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს,    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს,   საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებებს, „სურბ გევორგ“  ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდის სამეურვეო საბჭოს,    ფონდს “სომხეთის განვითარების ინიციატივები“    (IDEA),  „ჯინიშიან“ ხსოვნის ფონდს,   საქართველოსა და სომხეთში მოღვაწე რელიგიურ, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს.

გვჯერა   ჩვენი ხალხის შრომისმოყვარეობით შექმნილი    ნათელი აწმყოსი და მომავლის. ჩვენ  მისია გვაქვს მსოფლიოში და ჯერ კიდევ განუხორციელებელი ოცნებები.

საუკუნეების მანძილზე წმინდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული  იმედისა და რწმენის წყაროა    ჩვენი ხალხისთვის, რაც ახალი შემოქმედებისა და  ხედვების წყაროა და სტიმული – ახალი მიღწევებისთვის. 

დაე  ბეთლემის წმინდა ბაგაში ხორცშესხმულმა ღმერთმა დალოცოს  ჩვენი ქრისტეს მოყვარული და პატრიოტი ხალხი, მშვიდობიანად ამყოფოს   სომხეთისა და საქართველოს  ცა,  გააძლიეროს სომხებისა და ქართველების   ათასწლეულების  მეგობრობა,   მტკიცედ ამყოფოს  სომეხთა სამოციქულო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების ქრისტიანული თანამშრომლობა, მორწმუნეთა სულიერი სიხარულისა და ოჯახური ბედნიერების სადიდებლად. 

ქრისტე იშვა და მოგვევლინა უფალ ღმერთად, ჩვენ და თქვენ დიდი სიხარული!“

იესოს შობაზე სომხური ეკლესიის სწავლება ასეთია: „ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუსის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში – დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეულო ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებასა და ქაოსს მოშორებულნი.

შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები იყვნენ. ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2,10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. შემდეგ აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მოგვები, რომელთაც ვარსკვლავი უძღვოდა და თაყვანი სცეს ჩვილს,   საჩუქრები მისცეს და წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში.“

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

11 years ago
“აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარი ვიქნებით”

“აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარი ვიქნებით”

11 years ago
ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში არსებულ „ათონის დარბაზში“ ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში არსებულ „ათონის დარბაზში“ ნინო ჩიფჩიურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

7 years ago

თეა წულუკიანი იმამყულიევის კანდიდატობის აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმება

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by