• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 7, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ევროპის საბჭოსა და ეუთო-ში იმსჯელეს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მ.წ. 18-19 იანვარს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება, კერძოდ, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების საკითხი და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის  და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადებები სოფელ წებელდასთან ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სასაფლაოს დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლების ხელყოფა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ეუთო-ს, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მკაცრი შეფასება მისცენ რუსეთის უკანონო ქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით.  ქართული მხარის განცხადებებში  აღინიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონში მდებარე ეკლესიისა და სასაფლაოს განადგურება არის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ 1954 წლის კონვენციის დარღვევა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ქმედება.  ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას,  ექვსიდან ერთამდე. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმოსვლას და კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ თავისი ქმედებები შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და  პრინციპებთან და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა პოლონეთის დელეგაციამ, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია სოფელ წებელდასთან მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფებს არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა. ამასთან, პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

კულტურული ძეგლების განადგურების და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის საკითხებზე მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის, აშშ-ს და კანადის დელეგაციებმა. ამერიკისა და კანადის დელეგაციებმა თავიანთ განცხადებებში დაგმეს რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდასთან კულტურული და ისტორიული ძეგლების განადგურების ფაქტი.  ამ კონტექსტში, ამერიკისა და კანადის დელეგაციებმა ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

განცხადებაში ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის რეგიონში თავისუფალი მიმოსვლის უფლების კიდევ უფრო შეზღუდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს მიერ აღინიშნა, რომ მიუღებელია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია. აშშ-ს მხარემ მოუწოდა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს შეუზღუდავი ჰუმანიტარული შეღწევა აღნიშნულ რეგიონებში, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

სხდომაზე, ამერიკელმა და კანადელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციამ გამოთქვა წუხილი აფხაზეთის რეგიონში საწვრთნელი ბაზის არეალის გაზრდის მიზნით რუსეთის სამხედრო პერსონალის მიერ კულტურული  ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის რეგიონში დაშვების საჭიროებას.

ევროკავშირის მიერ ასევე ნეგატიურად შეფასდა გადაწყვეტილება აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების შემცირების თაობაზე  და აღნიშნა, რომ მათი დახურვა, უარყოფითად აისახება ასობით ადგილობრივ მოსახლეზე, მათ შორის სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ამ პუნქტებით.  ევროკავშირის განცხადებაში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესს და ზოგადად რეგიონში სტაბილურობას.

ევროკავშირის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რუსეთის ფედერაცია, საქართველოს რეგიონებში თავისი სამხედრო ძალების განთავსებით და სამხედრო ინფრასტუქტურის ზრდით, ლახავს საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ევროკავშირის პოზიცია გაიზიარეს და მის განცხადებას ასევე მიუერთდნენ ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და ალბანეთი.

აღსანიშნავია, რომ ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა      UNESCO-ს გენერალურ-დირექტორს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და მდგომარეობის შესწავლის მიზნით UNESCO-ს მისიის მოვლენის აუცილებლობის თაობაზე.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by