• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პეტრე ნოდია – ერთადერთი მამაკაცი ძიძა ქართულ რეალობაში

9 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
პეტრე ნოდია – ერთადერთი მამაკაცი ძიძა ქართულ რეალობაში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს  ძალიან   ბევრს ვლაპარაკობთ თანასწორობაზე, თანაბარუფლებიანობასა და გენდერულ ბალანსზე . თუმცა ერთია -რას ვლაპარაკობთ, ხოლო მეორე -რას ვაკეთებთ არსებული მცდარი შეხედულებისა თუ სტერეოტიპების  შესაცვლელად. ქართულ საზოგადოებაში მიღებული „წეს-კანონის“  მიხედვით  სამზარეულოში ტრიალი,  ბავშვის  აღზრდა და მოვლა ქალის საქმეა. ამ თემის ირგვლივ ბევრი იმსჯელეს  ქართველმა  მამაკაცებმა და  ერთად შეთანხმდნენ არ ჩარეულიყვნენ  ქალის კომპეტენციაში. პეტრე ნოდია  ბიჭი  ძიძაა, რომელმაც სრულიად დაამსხვრია სტერეოტიპები და ბედი  ახალ პროფესიაში მოსინჯა, რასაც  თავი წარმატებით გაართვა. „თბილისი თაიმსი“ მოგიყვებათ იმ ბიჭის ისტორიას, რომელმაც ერთადერთმა გამოთქვა ძიძად მუშაობის სურვილი  და არაერთი დადებითი გამოხმაურება და ემოციები მიიღო საზოგადოებისგან.

პეტრე ნოდია 22 წლის მეოთხე კურსის  სტუდენტია. სწავლობს  სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ეს ის პროფესიაა, რომელიც ძალინ უყვარს და  რისი კეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა. თუმცა გარდა არქიტექტურისა, საკუთარ თავს  ვერც ბავშვებთან ურთიერთობის გარეშე წარმოიდგენს.

„არქიტექტურა – ეს  ჩემი ძირითადი პროფესია.  ის, რაც მე ძალიან მიყვარს და მინდა, რომ მთელი ცხოვრება  ვაკეთო. თუმცა გარდა ჩემი პროფესიისა, მაქვს უამრავი გატაცება, რომელიც ვფიქრობ, პროფესიად ვაქციე. სამი წლის განმავლობაში მზარეულად ვმუშობდი,  მაღალი დონის ევროპულ სამზარეულოებში.  რამდენიმე შეფმზარეულთან ვისწავლე და ავითვისე  მომზადების ხელოვნება, მალევე გავხდი მზარეული. თუმცა,  მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო რესტორანში ვმუშობდი, ერთ დღესაც  მომბეზრდა იქ მუშობა და მივხვდი რომ მჭირდებოდა, რაღაც სხვა,  რაღაც ახალი. სადაც, საკუთრ ძალებს, შესაძლებლობას და უნარებს მოვსინჯავდი. ვიპოვიდი და ვისწავლიდი ახალს და საინტერსოს. ამიტომ გადავწყვიტე  თავი სხვა პროფესიაში მეცადა.“

ჯერ კიდევ მზარეულად მუშაობდა, როდესაც დაფიქრდა რისი კეთება უყვარდა. რა გამოსდიოდა კარგად. დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია, მალევე მიხვდა, რომ ეს ბავშვებთან ურთიერთობა იყო. პეტრეს დღეს ძალიან ბევრი პატარა მეგობარი ჰყავს, რომელებთნაც ერთად დროის გატარება და ურთიერთობა სიამოვნებს. შესაძლოა იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობისას საკუთრ ბავშვობას იხსენებს, ან იმიტომაც რომ რაღაც ახალს სწავლობს პატარებისგან. 

„ბავშვებზე ზრუნვა და მათთან ურთიერთობა ყოველთვის  კარგად გამომდიოდა, და ამ კუთხით გამოცდილებაც მქონდა. სტუდენტის ცხოვრებას თან ახლავს დამოუკიდებლობა, რასაც დიდწილად განსაზღვრავს შემოსავალი. ამიტომ ჩემთვის აუცილებელი იყო მორიგი სამსახურის პოვნა. ამიტომ, ჯერ კიდევ მზარეულად ვმუშობდი, როდესაც განცხადება განვათავსე ინტერნეტში.  პირველი ერთი თვის განმავლობაში უამრავი ოჯახი მიკავშირდებოდა. უნდობლობა და აგრესია არავის გამოუხატავს. ორი თვის წინ ვმუშაობდი  სამი წლის, დამიანესთან.  ბაღიდან  გამომყავდა, ერთად ვატარებდით დროს, ნაწილობრივ ვზრუნავდი მის კვებაზეც, დავდიოდით გამოფენებზე. კიდევ ბევრი გეგმა გვქონდა, თუმცა ჩვენი ურთიერთობა დიდხანს აღარ გაგრძელდა.“

მართალია, პეტრესთვის ეს მხოლოდ დამატებითი საქმიანობაა, თუმცა ყველაფერს დიდი სიყვარულითა და სერიოზულობით ეკიდება.

„ეს ჩემთვის დროებითი სამსახური იყო, ისევე როგორც სამზარეულო. თუმცა, მიუხედავად იმისა,  რომ მას დროებითი სამსახური ჰქვია,  უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ვეკიდები. მით უმეტეს ბავშვებთან ურთიერთობას. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პროფესია, რომელიმეზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ან საპასუხისმგებლოა, თუმცა ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, რისი კეთება უნდა და რა გამოსდის კარგად. ვფიქრობ, ნებისმიერ პროფესიაში მნიშვნელოვანია სიყვარული და სწორი დამოკიდებულება.“

დღეს პეტრე საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობს. ბაღში ორმოცი  ბავშვია, მათთან ურთიერთობა დიდი თავგადასავალი და საუკეთესო გამოცდილებაა.

„განცხადების გამოქვეყნებიდან ძალიან მალე, დამიკავშირდნენ  საინტერესო ადამინები და მითხრეს, რომ აპირებდნენ ბაღის გახსნას.  შემომთავაზეს მათთან მუშაობა.  მუშაობის დაწყებამდე  გავიარეთ ტრენინგები, სადაც კიდევ უფრო მეტი ვისწავლეთ ბავშვების ფიზიკური,  ფსიქო-ემოციური და სოციალური განვითრების შესახებ.  ჩვენთან ყველაფერი გაწერილი და წინასწარ  დაგეგმილია.“

პეტრესთვის ბავშვებთან ერთად ყოფნა ძალიან  საინტერესოა. ყველა მომენტი– მნიშვნელოვანი. კითხვაზე თუ როგორია ბავშვებთან ურთიერთობა, პეტრე ამბობს, რომ ერთდერთი სიტყვა არსებობს ამის აღსაწერად-რთული, თუმცა ძალიან საინტერსო, სასიამოვნო.

„მათთან ურთიერთობისას სულ ამჩნევ იმას, რაც შენთვის ოდესღაც ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ ახლა შენს მეხსიერებაში უბრალოდ  დაფარულია.    ჩემთვისაც და ნებისმიერი ადამინისთვისაც ვინც ბავშებზე იღებს პასუხისმგებოლობას ბოლომდე უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რას აკეთებს. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ აქვთ საკუთრი თავის შეცნობის პირველი ეტაპი, როგორც პიროვნების.  ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ის ადამიანები ვისთნ ერთდაც ისინი არიან . და ასევე სწორი  მიდგომა, რომელიც აქვთ აღმზრდელებს კონკრეტული ბავშვის მიმართ.“

„MR ძიძას“  აქვს  საჭირო ცოდნა და გამოცდილება იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა  გაზარდო  ბავშვი სწორად.

„ბავშვებთნ დაკავშირებულ ყველა შემთხვევას   თავისი გასაღები აქვს, თავისი მიდგომა. მით უმეტეს, მუშაობის დაწყებამდე  ოჯახს ვუგზავნი  კითხვების ჩამონათვალს, იმისთვის  რომ მომაწოდონ  მაქსიმალური ინფორმაცია ბავშვბის შესახებ. მხოლოდ ამის მერე ხდება შეხვედრა , გასაუბრება და დეტალების დაზუსტება.“

პეტრე მალე დაამთვრებს სწავლას და შესაძლოა ამ პროფესიის მიტოვება მოუხდეს,  იმისთვის,  რომ აკეთოს ის საქმე, რაც ძალიან უყვარს. თუმცა, როგორც ის ამბობს, არასდროს გაწყვეტს ურთიერთობას იმ ბავშვებთან, რომელთაც დღეს ხვდება და ასწავლის. ზუსტად იცის, რომ ძალიან კარგი მამა იქნება, საუკეთესო.  და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როდესაც საკუთარ შვილს აიყვანს ხელში.

„ბავშვებთან ურთიერთობა მუდმივად სწავლას მოითხოვს. ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც შეიძლება დამთვრდეს. ცოდნას და გამოცდილებას  ყოველდღე ვიღებ და ამ კუთხით კიდევ უფრო ვაძლიერებ ჩემს თავს.“

პეტრე ფიქრობს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში  პროფესიონალი კადრების  ნაკლებობაა. არა მხოლოდ ამ პროფესიაში, არამედ ზოგადად. ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რომელიც არ უყვარს და არც საკმარისი კომპეტენცია აქვს.

„ძალიან მინდა ვთქვა, რომ არ არის სწორი დამოკიდებულება აღმზრდელების მიმართ.  დღეს მშობლები საკმაოდ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ბავშვის აღზრდის პროცესს.ჩემთვის წარმოუდგენელია, ჩემი შვილი იყოს მთელი დღის განმავლობაში სხვა ადამიანთან და მას გადავუხადო  ძალიან დაბალი თანხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მათგან არ ითხოვენ არანიარ პროფესიონალიზმს და არ აკისრებენ პასუხიმგებლობას. სწორედ ამის გამო გვაქვს დღეს ასეთი რეალობა.“

 P.S. დასასრულს, შემიძლია გითხრათ, რომ თუ თქვენ ერთ დღეს  გადაწყვეტთ აიყვანოთ ძიძა, თქვენი ბავშვისთვის, ნუ მიანიჭებთ გენდერს დიდ მნიშვნელობას. როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანაში არსებობს „MR ძიძა“, თბილი ღიმილით, ულვაშითა და ფერადი ქუდით, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები  და მათთნ ურთიერთობა. რომელსაც  ზღაპრის გმირის გარეგნობასთან ერთად აქვს საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმი და გამოცდილება.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

ოთარ დანელია კატარელ კოლეგას უმასპინძლებს

10 years ago
ვიდეო : გელა დაიაური მეუღლესთან და პატარა ვაჩესთან ერთად – პოეტის ემოციურმა ნამღერმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

ვიდეო : გელა დაიაური მეუღლესთან და პატარა ვაჩესთან ერთად – პოეტის ემოციურმა ნამღერმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

3 years ago
ახალაშენებული სახლი – მყარი ციხესიმაგრე?!

სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდება

8 years ago

“ძალადობის ასეთი ცინიკური ფაქტები განსაკუთრებით მწვავე გამოწვევაა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის”

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by