„ჩემ სიტუაცუაში რაც მოხდა, ის, რომ გადამცეს სხვა ქვეყანას, ნიშნავს რომ მე არ შემიძლია საქართველოში თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო. მე არ ვენდობი ჩვენი ქვეყნის ერთეულ სტრუქტურებს“. ამის შესახებ ვიცე–პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ, „რუსთავი–2“–ზე, გადაცემა „არჩევანის“ეთერში ისაუბრა.
„საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც მხოლოდ საიდუმლო ორგანიზაცებში ინახებდა, მოხვდა რუსეთის ფედერაციაში. ჩემს გარდა სპეცსამსახურების სხვა თანამშრომლების მასალებიც არის გადაცემული რუსეთისთვის.
რუსეთმა უკვე დაიწყო „ნადირობა“ ხალხზე, რომლებიც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ,როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. საქართველოში არსებობს კარგად განვითარებული ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობს. ისინი მაღალი დონის პროფესიონალები არაინ და აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ზიანი მიაყენონ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმე საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცონ,“–განაცხადა ცერცვაძემ.
მანანა ღოღობერიძე












