• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მადლენ ოლბრაიტი – არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი „კა გე ბე“-ს ყოფილი აგენტი იყო

10 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
მადლენ ოლბრაიტი საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილს უგზავნის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი სუკ-ის ყოფილი აგენტია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია წერს, ოლბრაიტმა ისაუბრა ამერიკის როლზე მსოფლიოში, რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ აშშ-ს განსაკუთრებული როლი აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში.

”ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, ეს პარტნიორებსაც გულისხმობს,“ – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

თავად, როგორც იმიგრანტი, ოლბრაიტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დევნილების მიღებას ემხრობა და აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის დოლანდ ტრამპის გადაწყვეტილებას არ მიიღოს ლტოლვილები სირიიდან და დროებით აკრძალოს მუსლიმი უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან ვიზიტორების მიღება. გასულ კვირას, ოლბრაიტმა ”ტვიტერზე” დაწერა, რომ ის მზადაა ისლამი მიიღოს მუსლიმი მიგრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.

„მე იმიგრაციის ტრაგიკული ისტორია არ მაქვს… ჩვენ როდესაც ამერიკაში ჩამოვედით, ხალხი გვეუბნებოდა, რომ ძალიან წუხან, რომ ჩვენი ქვეყანა საშინელმა სისტემამ ჩაიგდო ხელში და გვეკითხებოდნენ რა შეეძლოთ გაკეთებინათ ჩვენთვის. სწორედ ესაა ის, რაც ამერიკას ძლიერ ქვეყანად ქმნის,“ – განაცხადა ოლბრაიტმა.

მისივე თქმით, ამერიკას უკვე აქვს მექანიზმები იმისთვის, რომ შეამოწმოს მათი მონაცემები, ვინც ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. ამიტომ ტრამპის მიერ ინიცირებული „განსაკუთრებული შემოწმების“ პროცედურის საჭიროებას ის ვერ ხედავს.

”მე ვფიქრობ, როდესაც შიშის ფაქტორით მოქმედებ, საშინელი შეცდომებს დაშვებაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, ერაყის ომი შიშის ფაქტორით იყო გამოწვეული. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს – განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ტერორიზმის საფრთხე მუდმივია. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან. ამას ჩვენი სადაზვერვო სამსახურები აკეთებენ,” -თქვა მან და დასძინა, რომ “დევნილები ის ხალხია ვინც ბევრს მუშაობს და ჩვენს ქვეყანაში მათთვის ბევრი ადგილია“, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
ოლბრაიტი ამბობს, რომ ტრამპის მიერ ბრძანების გამოცემამდე არ მომხდარა გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების მიერ.
„ტრამპის ადმინისტრაცია არ იყო მზად ამ განკარგულებისთვის. არც ერთი დეპარტამენტი არ იყო ჩართული ამ პროცესში. ეს კარგად აჩვენებს როგორ მიდიოდა ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ამასთანავე მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების გაუთვალისწინებელი შედეგები – როგორ გვიპასუხებს ერაყის მთავრობა? ჩვენ იქ სამხედროები გვყავს. ეს ცუდად დაგეგმილი ოპერაციაა, რომელმაც ჩვენი ხალხი აღაშფოთა და ასევე ისინიც ვინც [ამერიკაში] ჩამოდიან,“ – განაცხადა ოლბრაიტმა.

გარდა საერთაშორისო მოვლენების ზოგადი მიმოხილვისა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცისადმი, ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი КГБ-ს ყოფილი აგენტია.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი. ოლბრაიტს თქმით, ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა.

„უნდა გვესმოდეს ისტორია. ქვეყანა (რუსეთი) იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. ის (საბჭოთა კავშირი) ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან. მართალია ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა გაარკვიო რაზე თანხმდები და რაზე არაა… მე სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინს შევხვდი. მან მკითხა თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ თვითონაც გამხდარიყვნენ ნატო-ს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო,” – განაცხადა ოლბრაიტმა.

ოლბრაიტის თქმით, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას, იყენებს პროპაგანდას რათა მოახდინოს სხვადასხვა საკითხებით მანიპულირება და უთანხმოებების გაღვივება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.

„პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას ვინაიდან ისინი (რუსები) არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე,” – აღნიშნა ოლბრაიტმა.

ოლბრაიტის განცხადებით, ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს.

“მე ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაციას სურს სანქციების გაუქმება. ასევე არიან ევროპელები, რომელთაც ამ მიმართულებით უნდათ წასვლა. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე,“ – განაცხადა ოლბრაიტმა.

Share2Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

TRILOGY – “სარაჯიშვილის” ახალი სასმელი, რომელიც 6 000 ლარი ღირს

TRILOGY – “სარაჯიშვილის” ახალი სასმელი, რომელიც 6 000 ლარი ღირს

9 years ago
კეტრინ ეშტონი კიევში მოვლენების ძალადობრივ ესკალაციას გმობს

კეტრინ ეშტონი კიევში მოვლენების ძალადობრივ ესკალაციას გმობს

13 years ago
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

3 weeks ago
პარლამენტმა ქართულ ბიზნესს მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა დაუტოვა – მიხეილ კორძახია

პარლამენტმა ქართულ ბიზნესს მხოლოდ 12-წლიანი პერსპექტივა დაუტოვა – მიხეილ კორძახია

9 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by