• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურის 2017-2021 წლების მუშაობის სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დამტკიცდა

10 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დაამტკიცა.

საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას, ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას კოლეგიური ორგანოების მნიშვნელობის გაზრდას, ადამიანის უფლებების დაცვას, პროკურორთა მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნას, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწას, საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებას.

სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, დასრულდა პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვის პირველი ეტაპი. შემუშავდა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ქ. თბილისის პროკურატურის, რაიონული პროკურატურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები. 2017 წლიდან პროკურორთა შეფასება განხორციელდება როგორც საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის, ასევე საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის, ტრენინგებზე მიღწეული შედეგებისა და სხვა აქტივობების მხედველობაში მიღებით. გარდა ხარისხობრივი მაჩვენებლებისა, შეფასდება პროკურორის დატვირთვაც. შეფასების შედეგები საფუძვლად დაედება პროკურორთა დაწინაურებას, წახალისებას და მათთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას. პროკურატურის სისტემაში შეფასების სისტემის დანერგვა მინიმუმამდე დაიყვანს პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკებს, გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და გაზრდის ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობას. 2017 წლის პირველ ნახევარში გაიწერება მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მენეჯერების შეფასების კრიტერიუმები.

საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის სტრატეგიასა და პროკურორთა შეფასების სისტემაზე  მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მათი შემუშავების პროცესში ჩართული იყო პროკურატურის ყველა მუშაკი. აღნიშნული დოკუმენტების პროექტები საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში გააცნო სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შენიშვნების დიდი ნაწილი ასახულია დამტკიცებულ დოკუმენტებში.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროპის საბჭოს, რომლებმაც მნიშვნელოვანი საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს პროკურატურას.

სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პროკურატურა მოწოდებულია  ყველა სახელმწიფო ორგანოსთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან  თანამშრომლობისკენ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

იუსტიციის სასწავლო ცენტრში შრომის სამართლის საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს

13 years ago
“სტუდენტები საზოგადოებრივად ყველაზე აქტიური ხალხი ხართ და სამართლიანობის განცდა, კრიტიკული აზროვნება, ყველაზე მტად თქვენ გახასიათებთ”

“სტუდენტები საზოგადოებრივად ყველაზე აქტიური ხალხი ხართ და სამართლიანობის განცდა, კრიტიკული აზროვნება, ყველაზე მტად თქვენ გახასიათებთ”

12 years ago
ქართული ღვინის მიმართ ინტერესი აშშ-ს ბაზარზე მზარდია – ჯული პეტერსონი

ქართული ღვინის მიმართ ინტერესი აშშ-ს ბაზარზე მზარდია – ჯული პეტერსონი

9 years ago
რუსეთის 8 ქალაქში ერთდრიულად ძლიერი აფეთქება მოხდა  

რუსეთის 8 ქალაქში ერთდრიულად ძლიერი აფეთქება მოხდა  

4 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by