• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოსალოდნელი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის კლიმატში! – რა კატასტროფის წინაშე დგას მსოფლიო?! – გია გაჩეჩილაძე

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
მოსალოდნელი ცვლილებები  ჩვენი ქვეყნის კლიმატში! – რა კატასტროფის წინაშე დგას მსოფლიო?! – გია გაჩეჩილაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

gia-gachechiladzeგლობალური დათბობა მსოფლიოში ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, დროთა განმავლობაში, სულ უფრო იზრდება კატაკლიზმებით გამოწვეული სტიქიური უბედურების რიცხვი. საქართველო ამ კუთხით განსაკუთრებულად სენსიტიურ ზონაში იმყოფება, ბოლო წლების განმავლობაში კი განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება გლობალური დათბობისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები. რა კატასტროფის წინაშე დგას მსოფლიო, რა უნდა გაკეთდეს პრობლემის პრევენციისთვის,  რა ცვლილებებია მოსალოდნელი  ჩვენი ქვეყნის კლიმატში და რას აკეთებს მთავრობა სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად, აღნიშნულ საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ მწვანეთა პარტიის ლიდერი, პარლამენტის წევრი გია გაჩეჩილაძე ესაუბრა.

თქვენი განცხადების თანახმად, ”თუ დედამიწაზე გლობალური დათბობა არ შეჩერდა, კატასტროფა გარდაუვალია”, რა მექანიზმები უნდა გატარდეს გლობალური დათბობის შესაჩერებლად?

თუ არ შეჩერდა ეს პრობლემა, კატასტროფა გარდაუვალია. გაერო აღიარებს იმას, რომ რამდენიმე ძირითადი პრობლემა აქვს ახლა დედამიწას, პირველი არის ტერორიზმი, მეორე-კლიმატის ცვლილება, მესამე ადგილზე კი ებოლის ვირუსია. საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს, რომ როგორმე შეაჩეროს ეს პროცესი. თუ ტემპერატურის ზრდა არ შეჩერდა უმართავი პროცესები იწყება, პროცესის შესაჩერებლად საჭიროა ატმოსფეროში შემცირდეს ე.წ სათბური გაზის CO2-ის კონცენტრაცია, რომელსაც აქვს ასეთი თვისება, ის თავისუფლად ატარებს მზის გამოსხივებას, მაგრამ დედამიწიდან არეკლილ გამოსხივებას აღარ ატარებენ, ამიტომ ხდება ენერგიისა და ტემპპერატურის დაბრუნება. საჭიროა ორგანული საწვავის, როგორიცაა ნახშირი, ქვანახშირი, წილის შემცირება მრეწველობასა და ენრეგეტიკაში,მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი პროცესების შესაჩერებლად არის ტყეების შენარჩუნება, რადგან ხეები ფოტოსინთეზის საშუალებით CO2-ს გარდაქმნიან ჟანგბადად, რაც უფრო კლებულობს ტყეების ფართობი დედამიწაზე,  მით უფრო რთულდება სიტუაცია. საქართველოსაც აქვს გარკეული ვალდებულებები აღებული ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედია,რომ  გაეროს ნიუ-ორკის  სამიტზე  აღებულ ახალ ვალდებულებებსაც შევასრულებთ.

გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, რა შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ მსხვილი ქვეყნები პრობლემასთან საბრძოლველად? თქვენი ინფორმაციით, ნიუ-ორკში გამართული კლიმატის სამიტზე თუ მოხდა რაიმე გეგმის დასახვა გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად?

სამიტზე მოხდა შეთანხმება იმისა, რომ 2015 წელს პარიზში გაიმართება ფართომაშტაბიანი სამიტი, სადაც მიიღება საბოლოო, ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო დოკუმენტი. ნიუ-ორკის სამიტის ძირითადი დამსახურება არის ის, რომ გაეროს 180-მა ქვეყანამ აღიარა ის პრობლემები, რომლის წინაშეც დედამიწა დგას და გამოთქვა სურვილი, რომ აღიაროს ის რეგულაციები, რომელსაც გაერო შეიმუშავებს და დამტკიცდება პარიზის სამიტზე.

სავარაუდოდ რას შეცვლის გლობალური დათბობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნები კონსესუსამდე ვერ მივლენ?  სტიქიური უბედურება გარდაუვალი იქნება?

გლობალური დათბობის პროცესი უკვე დაიწყო. საქართველოს მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ამის დასადასტურებლად, როგორ არის გააქტიურებული გვალვები, თავსხმა წვიმები, ქარიშხლები, მეწყერები, ღვარცოფები თუ სხვადსხვა სტიქიური უბედურებები. გლობალური დათბობის პერიოდში იცვლება კლიმატი დედამიწაზე, დაფიქსირდა ასეთი უცნაური ფაქტი, აფრიკის უდაბნოში, სადაც წვიმა უიშვიათესია, დაფიქსირდა თოვლი. ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ზამთრის ხანგრძლივობა იმდენად გაიწელა, რომ ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა. გლობალური დათბობის პირობებში ძალიან დიდი პრობლემები ექმნება სოფლის მეურნეობას. სტიქიური უბედურებების შედეგად ხდება ნიადაგის დეგრადაცია, ზოგან გვალვებია, ზოგან კი პირიქით – თავსხმა წვიმები, ამიტომ მოსავლიანობა კლებულობს გლობალური მასშტაბით. გოლფსტრიმი, არის თბილი დინება, რომელიც დასავლეთიდან უვლის ევროპის კონტინენტს, მისი „წყალობით“ ჩრდილოეთ ევროპის კლიმატი შედარებით თბილია და იქ გამყინვარების პროცესი არ იწყება, გლობალური დათბობის პირობებში კი შემჩნეულია, რომ გოლფსტრიმის დინმების ტემპერატურაც კლებულობს. მოსალოდნელია, რომ გოლფსტრიმის დინება საერთოდ გაქრეს ოკეანეში, რაც გამყინვარების პროცესის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. პრობლემები ძალიან სერიოზულია, რეალურად დგას კაცობრიობის გადარჩენა არგადარჩენის საკითხი. იმედია, ბოლოს და ბოლოს ქეყნები შეთანხმდებიან და პროცესების შესაჩერებლად დაიწყება ინტენსიური მუშაობა.

რამდენად არის საქართველო სტიქიების არეალში და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილება  საქართველოს ბუნებრივი პირობებისთვის?

მთიანი ქვეყნები ამ პროცესების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან, მოგეხსენებათ, საქართველო მთიანი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესები უფრო აშკარად გამოიხატება. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა 8 137 კატასტროფული მოვლენა, მსხვერპლი არის 134 ადამიანი, ამ წლების განმავლობასი ჯამში არის 2 მილიონ 285 ათასი, ეს რიცხვები ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ძალიან დიდია და ეს პროცესები უფრო და უფრო აქტიურდება. სტიქიური უბედრებების გახშირება განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლს ეტყობა. დასავლეთ საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჰაერის საშუალო ტემპერატურამ 0,3 გრადუსით აიწია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, ნაქელების რაოდენობამ კი 8%-ით მოიმატა. აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურამ 0,6 გრადსით მოიმატა,  თუ ასე გაგრძელდა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოში ისეთი გვალვები დაიწყოს, რომ სოფლის მეურნეობას წერტილი დაესვას.
ძალიან გახშირდა გვალვიანობა, ასევე 5-ჯერ გაიზარდა ძლიერი ქარების სიხშირე, ზღვის დონე 2,5 მილიმეტრით იწევს წელიწადში, ძლიერი შტორმების, 5-7 ბალიანი ღელვების სიხშირე 3-ჯერ გაიზარდა.  ეს ყველაფერი, ბუნებრივია დიდ მსხვერპლთან და ინფრასტრუქტურის ნგრევასთან არის დაკავშირებული.
სტიქიური უბედურებების შედეგად საქართველოში 50 ათასი ეკო-მიგრანტი ოჯახია.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში  ძალიან მოხშირდა სტიქიური კატასტროფები, რით არის ეს განპირობებული და რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის?

საქართველო შეერთებულია გაეროს კლიმატის ცვლილებების კონვენციას, რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს მიაქციოს ყურადღება სტიქიურ უბედურებებს, ასევე კიოტოს ოქმს, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქვეყნები. მართალია, თითოეულ სტიქიურ უბედურებას საქართველო მტკივნეულად განიცდის მაგრამ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და აქ მომხდარი სტიქიური უბედურებები გლობალური მასშტაბის არ არის, ძირითადი დაბინძურებული არიან ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და ა.შ ამიტომ აქცენტი გადატანილია ამ ქვეყნებზე და საუბარი მიდის ყოველთვის იმაზე, რომ ამ ქვეყნებმა შეამცირონ ატმოსფეროს დაბინძურება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება იმისა, რომ რამდენიმე წელში ერთხელ უნდა გამოვაქვეყნოთ ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გააკეთა ქვეყანამ, დგომარეობის გამსოსასწორებლად. ტყეები რამდენად შეინარჩუნა და რამდენად შეამცირა დაბინძურება. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები გვაქვს , მაგრამ უფრო დიდი ვალდებულება აქვს მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი წვლილი შეაქვთ ატმოსფეროს დაბინძურების საკითხში. 2015 წელს პარიზის სამიტზე ახალი ვალდებულებები გაჩნდება, ჩვენ კი აუცილებლად უნდა შევასრულოთ, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ.

რამდენად არის პრიორიტეტული დღევანდელი მთავრობისთვის გარემოს დაცვა?

საკადრო პოლიტიკას თუ შევხედავთ, ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი მთავრობისთვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა, იმიტომ, რომ ისეთ მნიშვნელოვან დარგს, განსაკუთრებით საქართველოსთვის, როგორიც გარემოს დაცვაა უნდა ხელმძღვანელობდნენ გარემოს დამცველები, სამწუხაროდ ეს ასე არ არის და აქედან ყველაფერი ჩანს.

07.10.14

ნინა პირტახია

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ბასილაშვილის უფლებადამცველი დოროყაშვილს ტყუილში ამხელს – ადვოკატი 2018 წლის ფოტოს ასაჯაროებს  

ბასილაშვილის უფლებადამცველი დოროყაშვილს ტყუილში ამხელს – ადვოკატი 2018 წლის ფოტოს ასაჯაროებს  

4 years ago

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში იმყოფება

13 years ago

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

8 years ago
ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების თანამშრომლებს ტრენინგს ჩაუტარებს 

ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების თანამშრომლებს ტრენინგს ჩაუტარებს 

4 years ago

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026

ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ამ პოსტს დიდი...

Read moreDetails
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026
გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026
  • “დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by