• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელს სასამართლო განიხილავს

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო “სსიპ „საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ–ლუთერული ეკლესიის“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“ კონსტიტუციური სარჩელი N811 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

რელიგიური  ორგანიზაციები  ასაჩივრებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვინაიდან ნორმას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ, რადგან ამის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები ითხოვდნენ “სახელმწიფო ქონების შესახებ” იმ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრებისა და თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

რელიგიური დენომინაციების ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი წარმოადგენენ. სარჩელიც სწორედ  მათ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებშია მომზადებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 რელიგიური დენომინაციის სარჩელი გასახილველად ნაწილობრივ მიიღო:

„კერძოდ, სარჩელი შეეხებოდა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტის იმ სიტყვების კონსტიტუციურობას, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული რელიგიურ გაერთიანებები (გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა) მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეიძინონ სახელმწიფო ქონება. ასევე, გასაჩივრებულია ამავე კანონის მე-63 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

სარჩელის თანახმად, ზემოთ აღნიშნული ნორმები რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, უქმნის არამართლზომიერ დაბრკოლებებს, აყენებს მათ უთანასწორო მდგომარეობაში და ხელყოფს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ქონება, ანაზღაურების გარეშე, მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა,“– აღნიშნულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის  (TDI) განცხადებაში.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

რელიგიური ორგანიზაციების კონსტიტუციური სარჩელი N811 სრულად  შეგიძლიათ იხილოთ: constcourt.ge/ge/court/sarchelebi

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026

საინტერესო

ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების ბანერების განთავსებაზე უარს ამბობს

ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების ბანერების განთავსებაზე უარს ამბობს

7 years ago
საქართველო ფრანგული კულინარიული გილდიის ოფიციალური წევრია

საქართველო ფრანგული კულინარიული გილდიის ოფიციალური წევრია

7 years ago
ლიზი ბუდაღაშვილი: მუსიკალურში ხშირად მესმოდა „რჩევები“, იქნებ, დამენებებინა მხატვრობისთვის თავი

ლიზი ბუდაღაშვილი: მუსიკალურში ხშირად მესმოდა „რჩევები“, იქნებ, დამენებებინა მხატვრობისთვის თავი

7 years ago
3 წლის თაია ზოიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა

3 წლის თაია ზოიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა

2 years ago

ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს. როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის...

მეტის ნახვაDetails
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026
  • გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by