„ძალიან ლიბერალური მენეჯმენტის მომხრე ვარ, მაგრამ ყველა სკოლის დირექტორი,რომელსაც არ ექნება ისეთი სისუფთავე საპირფარეშოში, როგორიც შესაძლებელია იმ ფარგლებში, რა დაფინანსებაც აქვს, დატოვებს თავის სამსახურს“–ამის შესახებ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„კანონის ფარგლებში, შევამოწმებთ, საყვედურს გამოვუცხადებთ და ასე შემდეგ.სკოლები არის, რომლებსაც ანგარიშზე 5 ათასი ლარი აქვთ და საპირფარეშოს კარი არ აქვს. კარი არ ღირს 5 ათასი ლარი“.
განათლების მინისტრმა გადაცემაში თავისი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა, სადაც ამბობს, რომ მსუქანი ბავშვები მეტად უნდა იყვნენ ჩართულები, სასკოლო სპორტულ აქტივობებში.
„სკოლა პასუხს აგებს ყველა ბავშვის სპორტულ აქტივობაზე. არა მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან მაგრები კალათბურთში, ფეხბურთში და ასე შემდეგ, არამედ იმ ბავშვებზეც, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ მიდრეკილები სპორტული აქტივობისკენ, მე ასეთ ბავშვებს მივეკუთვნებოდი. კარგი საქმე გამიკეთეს, როდესაც სირბილს, ბაგირზე ცოცვას, კალათბურთის თამაშს და ცურვასაც მაძალებდნენ. ვალდებული ვართ,რომ ყველა ბავშვის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. სიტყვებზე გამოდევნება გააგრძელონ კოლეგებმა, მე გავაგრძელებ მუშაობას, რომ ყველა ბავშვი მიუხედავად მისი ტანადობისა, სიმაღლისა, სიგრძისა, ჩართული იყოს სპორტულ აქტივობაში“.
მანანა ღოღობერიძე














