• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შამქორეცის ეკლესიის მახლობლად მიმდინარე მშენებლობამ შესაძლოა ძეგლის ნგრევა გამოიწვიოს

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
შამქორეცის ეკლესიის მახლობლად მიმდინარე მშენებლობამ შესაძლოა ძეგლის ნგრევა გამოიწვიოს
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ მიერ 15.08.2016 წელს გაცემული ბრძანების საფუძველზე ავლაბარში, ისნის N18-ში შამქორეცის, სომხური  ეკლესიის გვერდით სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც  მკაცრად ეწინააღმეგება საქართველოს სომეხთა ეპარქია. ეპარქიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა რიგი კანონდარღვევებით მიმდინარეობს,  რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ისედაც ავარიულ სიტუაციაში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს,  ხოლო  ქალაქის მერიისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.

 „მშენებლობა ეკლესიიდან 5-6 მეტრში მიმდინარეობს და მთლიანად დაფარავს ტაძრის აღმოსავლეთ კედელს. საპროექტო ჯგუფს (“დემარკი”-ს არქიტექტორი ვლ. აბრამიშვილია პროექტის ავტორი) რენდერებზე არც შამქორეცის ეკლესია აქვთ ნაჩვენები და არც რეალური საპროექტო უბანი. არსებული ტერიტორიის ფოტოზე არ არის ნაჩვენები, რომ სახლი ეკლესიის სიახლოვეს შენდება! ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იტყუებიან ინვესტორ/არქიტექტორები და როგორ “ტყუვდებიან” არქიტექტურის სამსახურის საბჭოს წევრები! ამ სიცრუეში კი გაუცხოებულ ქალაქს ვიღებთ!“– წერია „ტფილისის ჰამქრის“ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.  აღნიშნულ ბრალდებებს თბილისის არქიტექტურის სამსახური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მათ „საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გაუგზავნეს განსახილველად, საიდანაც  დადებითი დასკვნა გაიცა. ამასთან, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებულ ფოტომონტაჟში ჩანს ეკლესიის ფრაგმენტი,“-წერს „ლიბერალი“.

„თბილისი თაიმსი“  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის სამსახურის უფროსს მიხეილ ავაქიანს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

ეკლესია,  რომელზედაც  ვსაუბრობთ ძველ თბილისში ერთ-ერთი   გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა იყო, რომელიც  დღეს ნანგრევების სახით შემორჩა ქალაქს.  რა ისტორია აქვს  შამქორეცის ეკლესიას და თუ გქონიათ მცდელობა მისთვის პირვანდელი სახე დაგებრუნებინათ?

-შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინის სომხური ეკლესია (იგივე შამქორეცის ეკლესია) ასევე ცნობილია „კარმირ ავეტარანი“ (წითელი სახარება) დაარსდა 1775 წელს. ამას მოწმობს მთელი რიგი საარქივო დოკუმენტაციები და ეკლესიის მშენებლობის თანადროული ჩანაწერები. თუნდაც ავიღოთ ეგნატე იოსელიანის 1837 წლის ჩანაწერი, სადაც წერს რომ ეკლესია ააშენეს შამქორიდნა ჩამოსულმა სომხებმა.  იგი აიგო ხალხის ხარჯით.

მეტეხის პლატოზე მდებარე ეს სომხური ეკლესია იმდროინდელ თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო, რომლის გუმბათი, მთლიანად იერსახე კარგად ჩანს დღემდე შემორჩენილ  ძველ ფილმებში,  კადრებში, ფოტო სურათებზეც.

დაარსების დღიდან მოქმედებდა როგორც სომხური სამოციქულო ეკლესია. მცდარია გარკვეულ წრეებში გავრცელებული მოსაზრება ამ ძეგლის სადავოობასთან დაკავშირებით. ვერცერთი სერიოზული და კომპეტენტური მეცნიერიდან  ვერ გაიგებთ მოსაზრებას, თითქოს ეს არ იყოს სომხური ეკლესია. ამაზე მოწმობს ასევე,  წარწერები, რომელიც გვხვდება თავად  ეკლესიის სარკმელებსა და შესასვლელზე.

1989 წელს, მიწისძვრის შედეგად  ჩამოინგრა მისი გუმბათი და მას შემდეგ  ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. ტაძრის ერთი ფასადი მთლიანად ჩამოშლილია. დღეს მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლის  სტატუსი.

90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ მიგვიმართავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, (შევარდნაძიდან დაწყებული დღევანდელი ხელისუფებით დამთავრებული) რომ ჩატარებულიყო აღდგენითი, ან დასუფთავების სამუშაოები. გვეუბნებოდნენ, რომ ძეგლი  საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ავარიულ სიტუაციაშია და  ნანგრევებმა შეიძლება გამოიწვიოს ესა თუ ის სავალალო შედეგი.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია ერთ-ერთ უძველეს უბანში, სადაც ტურისტების უდიდესი ნაკადია, დგას ისტორიული ძეგლი, რომელიც თავის დროზე ამშვენებდა ქალაქს, ხოლო ამჟამად ანტისანიტარია სუფევს. შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინის სომხური ეკლესია არც მის კანონიერ მემკვიდრეს უბრუნდება და არც სათანადო ყურადღება ექცევა.

რამდენი ხანია რაც ეკლესიის მახლობლად მშენებლობა მიმდინარეობს და იყავით თუ არა ინფორმირებულნი წინასწარ ამის შესახებ? თუ შეგხვდნენ უშუალოდ მშენებლობის ორგანიზატორები?

-გასული წლის ნოემბერში უკვე მიმდინარეობდა აქტიური ფაზა მშნებლობისა. იყო გარშემორტყმული ხის გალავნით. ამ ეტაპზე საძირკვეული გაჭრილია, ბეტონის გარკვეული ნაწილი  ჩასხმულია და ინტენსიური ტემპით მიდინარეობს სამუშაოები.

მათთან, ვინც შენობას  აშენებს არავითარი  შეხვედრა არ გვქონია და არც  გვისაუბრია.

წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან, ვიცით მხოლოდ რომ რაღაც კერძო კომპანიაა. ჩვენთვის უცნობია საცხოვრებელი იქნება ის  თუ სხვა დანიშნულების ობიექტი.

რა საფრთხეს უქმნის აღნიშნული მშენებლობა ტაძარს? მიმართეთ თუ არა შესაბამის ორგანოებს დაეცვათ ძეგლი?

– მას შემდეგ რაც  ცნობილი გახდა შამქორეცის ეკლესიასთან მშენებლობის დაწყების  შესახებ საქართველოში სომეხთა ეპარქიამ 2016 წლის დეკემბრის თვეში მიმართა როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ასევე ქ. თბილისის მერიას არსებული მდგომარეობის და მოსალოდნელი სავალალო შედეგების თაობაზე, რომ  აქ მშენებლობის დროს მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ტაძართან ძალიან ახლოს მომიჯნავე რამოდენიმე მეტრში ქვაბულის ამოთხრით, შეიძლებოდა ისედაც ავარიულ და ნახევრად დანგრეულ სიტუაციაში მყოფი ძეგლისთვის ძალინ მძიმე, სავალალო შედეგები მოეტანა,  მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოჰყვა არცერთი ინსტანციისგან ჩვენს თხოვნას. სრული იგნორია  მათგან, ყველა დუმს, ბურუსითაა მოცული ამ მშენებლობის საქმე.

აშკარად იკვეთება კანონდარღვევა, თან არაერთი. არ ვიცით ხელოვნურად არიან შეცდომაში შეყვანილნი არქიტექტორები, თუ შეგნებულად აკეთებენ, თუმცა ფაქტია რადარებზე, პროექტის ამსახველ ფოტომასალაში ეკლესიის არსებობა არ არის დაფიქსირებული, გარდა ამისა არის ბევრი  კაზუსი, რომელიც მიუღებელი და დაუშვებელია.

თუ მიმართეთ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგნეტოს, რელიგიათა საბჭოს, რა პასუხი მიიღეთ მათაგან?

– ვფიქრობდით, ის სტრუქტურები მოაგვარებდნენ პრობლემას, ვისაც ეხება მსგავსი საკითხების გადაჭრა, თუმცა როცა დავინახეთ, რომ არავითარი შედეგი არ გამოიღო ჩვენმა მცდელობამ, რამდენიმე დღის წინ შევატყობინეთ რელიგიის საგაგენტოს, სატელეფონო საუბარი გვქონდა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ველოდებით მათი მხრიდან შესაბამის რეაგირებას.

რა არის თქვენი მოთხოვნა? რა განმუხტავს სიტუაციას?

– მიღებული უნდა იქნეს სათნადო ზომები: შეჩერდეს მშენებლობა  ან  შეიქმნას ისეთი პირობები, რომლითაც იქნება დაზღვეული ტაძარი ნგრევისაგან და გამაგრდეს ეს ისედაც ავარიული კედელები.  ყველა რესურსი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ შამქორეცის ეკლესია დაიცვან, რადგან ის არა მხოლოდ სომხური ეკლესიის საკუთრებაა, არამედ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის კლტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

სიფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე
ახალი ამბები

დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

05/19/2026

საინტერესო

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას

7 years ago
ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის

7 years ago
ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს 02:00 საათისთვის გამოაცხადებს

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველად მონაცემებს 02:00 საათისთვის გამოაცხადებს

8 years ago

გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by