• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში მანდარინის ახალი ჯიშები შემოდის, რომლებიც სექტემბერში მწიფდება

9 years ago
in ეკონომიკა
A A
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დასავლეთ საქართველო ციტრუსის უხვი მოსავლით გამოირჩევა. თუმცა,  უკვე დიდი ხანია, ქართულ ციტრუსს უჭირს. უხვი მოსავლის და დროის  გამო ფერმერები ვერ ახდენენ მის რეალიზებას, ამიტომ მოსავლის დიდი ნაწილი ლპება და ფუჭდება. აჭარაში, ციტრუსების კრეფის სეზონი ერთ თვეს გრძელდება, მოსავალი 70 ათასი ტონაა და გასაღება მეტად ჭირს. სწორედ ამის გამო,  ჩაქვის სანერგე მეურნეობაში ჩინეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან ჩამოტანილი ციტრუსების საადრეო და უკიდურესად საგვიანო ჯიშები დარგეს. ამ ჯიშებს ახალი  ლაიმის ნერგებიც დაამატეს. „თბილისი თაიმის“ ესაუბრა  ჩაქვის ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრის” დირექტორს გოჩა ბერიძეს, იმასთან დაკავშირებით, თუ რითი გამოირჩევა საადრეო ჯიშები და რამდენად მნიშვნელოვანია ციტრუსის ბიზნესისთვის.

რატომ გადაწყვიტეთ საადრეო ჯიშების შემოტანა?

– საადრეო ჯიშების შემოტანის მიზანი ის იყო, რომ აქ ადგილზე წლების განმავლობაში გვაქვს უკვე მობერებული ჯიშები. რომლებიც ნაყოფს იძლევა ნოემბერსა და დეკემბრის თვეებში.საზღვრებს გარეთ გატანაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, შიგა ბაზარზეც ციტრუსის სიჭარბე იქმნება და პროდუქტის მორიგი პარტიის შეტანას აზრი აღარ აქვს. ამასობაში კი ფერმერს მანდარინი ულპება. გარდა ამისა, ფასი საკმაოდ დაბალია, ვიდრე არის საადრეო შემთხვევაში, როდესაც ახალად შემოდის ამიტომ, ჩვენი სტრატეგია არის, რომ მაქსიმალურად ახალ ჯიშებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც კარგი მსხმოიარობით ხასიათდება.

რამდენი წელია, რაც საადრეო ჯიშები მოგყავთ?

– სპეციალისტებმა ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად მანდარინის კრეფის სეზონის გახანგრძლივება მიიჩნიეს – ანუ გვქონოდა ეტაპობრივად საკრეფი ჯიშები და მოსავალიც ეტაპობრივად გაგვეყიდა. სწორედ ამიტომ, ოთხი წლის წინ  შემოვიტანეთ მეციტრუსეობის ქვეყნებიდან საუკეთესო, სხვადასხვა საადრეო თუ საგვიანო მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიპფრუტის 50-მდე ჯიში. ამას მოვაყოლეთ ლაიმი, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის. ყველაფერი ეს ჩაქვში 11 ჰექტარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე დავრგეთ.

რამდენად გაამართლა საადრეო ჯიშებმა და როგორია მოსავალი?

– მიმდინარეობს სამეცნიერო დაკვირვებები, ჩართული არის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. აკვირდებიან და იკვლევენ როგორ შედის ყვავილობაში, მავნებლური დაავადების მიმართ როგორია. აკეთებენ აგროქიმიური და ბიოქიმიური ანალიზებს, ნაყოფის შემთხვევაში ხდება გამოკვლევა იმისა, თუ რა ოდენობით არის მასში შაქარი, წყალი და ა.შ. სრული კვლევები ხორციელდება. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსავალი ძალიან კარგია. ციტრუსის მოსავლიანობის შესახებ საბოლოო პასუხი 11-12 წლის ვადაში იქნება, როცა ვლინდება მისი თვისებები სრულად გამოვლინდება. თუმცა, ჩვენს მეურნეობაში მოყვანილი საადრეო ჯიშები უკვე იყიდება ბაზარზე.

როდის იკრიფება საადრე ჯიშის ციტრუსი?

– საადრეოში იგულისხმება ის, რომ სექტემბრის მეორე დეკადიდან, ანუ 20 სექტემბრიდან ხდება  სიმწიფეში შესვლა და მზად არის დასაკრეფად.  მაგრამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, ის  თუ როგორი  სეზონი იქნება. თუ ძალიან ცუდი, ნალექიანი და  ცივი ამინდები იყო,  შესაძლოა დამწიფება ვერ მოასწროს და 10 დღით გვიან დამწიფდეს. შესაძლოა პირიქითაც მოხდეს, თუ კარგი ამინდები იქნება, შესაძლოა სექტემბრის 10-ში ან 15-ში დამწიფდეს.

რითი გამოირჩევა საადრეო ჯიშები?

– ჩვენ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი ჯიშების ერთი და იგივე სახეობა გვაქვს ჩამოტანილი და მიუხედავად ამისა, თვისებებით მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, ახალი ჯიშები განსხვავხდება გემოთიც, მსხმოიარობითაც და მეწლეობითაც. რაც საინტერესო და მიმზიდველია ქართული ბაზრისთვის.

რას გვეტყვით ლაიმის შესახებ?

– ლაიმი ფორთოხლისა და ლიმონის შეჯვარებით არის გამოყვანილი, ძალიან პოპულარულია ამერიკაში, თუმცა გემოვნებას გააჩნია, ევროპაში, მაგალითად, ლიმონი უფრო მოსწონთ. ჩვენ, უპირველესად, ის გვაინტერესებდა, როგორ და როდის დაისხამდნენ საადრეო ჯიშები. დღეს ისევ ვაგრძელებთ კვლევებს და დაკვირვებებს საადრეო ჯიშის ციტრუსებზე.

მარიამ ლეკიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – ახალშენის სკოლის დირექტორი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

“თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – ახალშენის სკოლის დირექტორი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

2 years ago
„იქნებ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ“, – შოვში დაკარგულთა ძებნაში ქართველი კასკადიორებიც ჩაერთნენ

„იქნებ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ“, – შოვში დაკარგულთა ძებნაში ქართველი კასკადიორებიც ჩაერთნენ

3 years ago
„როგორ გავუძლო უშენობას? მიყვარხარ, მენატრები…“ – თამუნა მდივანი

„როგორ გავუძლო უშენობას? მიყვარხარ, მენატრები…“ – თამუნა მდივანი

1 year ago

რუსეთს თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს

13 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by