• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცენტრი „მზიური“, რომლის მოსწავლეები მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში მუშობენ

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოგიყვებით იმ ცენტრი შესახებ, სადაც განსაკუთრებით ჭკვიანი და გამორჩეული ბავშვები სწავლობენ. იმ სკოლის შესახებ, რომლის მოსწავლეები, მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში მუშობენ. მათ შორის ისეთებში, როგორიცაა: „Google“, „Microsoft“, „Facebook“, „Dropbox“ და სხვა. თუ თქვენ გავქთ ნიჭი და უნარი შექმნათ პროგრამები და ისწავლოთ კომპიუტერული მეცნირებები ცენტრი „მზიური“ სწორედ ის ადგილია, სადაც საკუთრი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებას სრულყოფილად შეძლებთ. ამ ცენტრის დახმარებით ერთ დღესაც გაიღვიძებთ და მიხვდებით, რომ აგიხდათ ყველაზე დიდი ოცნება-თქვენ მუშაობთ მსოფლიოში ყველასთვის სასურველ ადგილას და ყველაზე დიდ კომპანიაში.  ცენტრის წარმატებასა და გამორჩეული მოსწავლეების შესახებ „თბილისი თაიმსს“ „მზიურის“ ცენტრის  დირექტორი ამირან მეტრეველი ესაუბრა.

თქვენი ცენტრის შესახებ რომ მოგვიყვეთ, რამდენი ხანია რაც  „მზიური“ არსებობს?

– ცენტრი, 1987 წლიდან არსებობს და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის  კომპიუტერული სასწავლო ცენტრი იყო.  2007 წლიდან მან კერძო სკოლის სახელი მიიღო და მისი დღევანდელი სახელწოდება „სიანფრომაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიურია“. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურის მოსწავლეები ცენტრის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მუდმივად არიან საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულთა შორის და მუდმივად ხვდებიან ქვეყნის ნაკრებში.

რა ასაკის ბავშვებს შეუძლია თქვენთან სწავლა?

– ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები. მიღება ხდება მეხუთე კლასიდან. თუმცა, გამონაკლისის სახით გვყავს რამდენიმე მეოთხე კლასელიც. ვცდილობთ, რომ ბავშვებმა სკოლა და ჩვენთან სწავლა ერთმანეთს შეუთავსონ. არის კურსები, სადაც კვირაში სამი მეცადინეობა ტარდება, ზოგიერთ კურსზე ბავშვები  კვირაში ორი დღე  ესწრებიან მეცადინეობებს. ჩვენი ცენტრი ბავშვებზეა მორგებული და მათ სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით.  გვაქვს კურსები სხვადასხვა პროფილის და  ასაკის ბავშვებისთვის.

რამდენი წელია  კურსის ხანგრძლივობა?

– ძირითდად გვაქვს ერთ- და ორწლიანი კურსები.  მაგრამ კურსები ისეა დალაგებული, რომ ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა თავი მოსინჯონ განსხვავებულ სფეროში და აირჩიონ სხვადასხვა კურსი. არიან ისეთი ბავშვები მეხუთე კლასში რომ მოვიდნენ და სკოლის დამთვრებამდე სწავლობენ ჩვენთან. კურსები კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ძირითდად პროგრამირებას ეხება.

როგორია ფასები, ხელმისაწვდომი არის თუ არა ყველასთვის?

– მთელი სასწავლო წლის ფასი არის 1000 ლარი. თუმცა, გვაქვს ფინანსური დახმარების პროგრამა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ბავშვი მოგვწონს და მშობლებს გადახდის საშუალება არ აქვთ. ხშირად ვუკეთებთ გარკვეულ ფასდაკლებას და ასევე არიან ბავშვები, რომლებიც სრულიად უფასოდ სწავლობენ ჩვენს სკოლაში.

თქვენი სკოლის წარმატების შესახებ რომ მოგვიყვეთ?

– ჩვენი მთავარი ფოკუსი არის ინფორმატიკის ოლიმპიადა მოსწავლეთა შორის. რომელიც იმართება ჯერ ეროვნულ დონეზე, შემდეგ კი საერთაშორისო დონეზე. არჩევენ ოთხ წარმატებულ ბავშვს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადაში. როგორც წესი, ოთხ ბავშვს შორის არიან ჩვენი მოსწავლეები და საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც ჩამოდიან გამარჯვებულები. მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების 1ოქროს, 3 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი. გვქონდა გამონაკლისი შემთხვევა,სრულიად უნიკალური მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  როდესაც მეექვსე კლასელი ბავშვი მოხვდა ნაკრებში და მსოფლიო ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალით დაბრუნდა საქართველოში.

რამდენი ბავშვი სწავლობს თქვენს სკოლაში?

– ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ბავშვი მოდის ჩენთან. 300 ბავშვსაც კი გადააჭარბა მათმა რაოდენობამ. ბავშვების რაოდენობა იზრდება, თუმცა გამორჩეული ბავშვების რაოდენობა -არა, სამწუხაროდ.

იქნებ გაიხსენოთ  წარმატებული ბავშვები?

– ჩვენი ნამოწაფრები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ჩვენი ქვეყნისა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, მათ შორის ისეთ უმაღლესი რეიტინგისუნივერსიტეტებში, როგორიცაა MIT (Massachussetts Institute of Technologies), West Point (American Military Academy), ფლორიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდა სხვა. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ამ უნივერსიტეტებში დაფინანასების მოპოვებაში მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ის მედლები და დიპლომებია, რომლებიც მოწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებზე აქვთ მოპოვებული.  საკმაოდ წარმატებულები არიან: ზურაბ კურცია, ნიკოლოზ გაბისონია.  თემური არობელიძე, რომელიც “google-ში“ მუშაობს, ლევან ბარამაშვილი, რომელიც ასევე “google-ში“ მუშაობს შვეიცარრის ოფისში; მარიამ კობიაშვილი, რომელმაც ემაითი დაამთვრა და „facebook-ში“ მუშაობს ნიუ-იორკში; ზვიად მეტრეველი, რომელიც ახლა „Dropbox-ში“  მუშობს ნიუ-იორკში, მას ნამუშევარი აქვს აგრეთვე „Microsoft-ში“; „google-ში“. კიდევ ბევრი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლე გვყოლია, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კომპანიაში მუშობენ.

 რა არის ის,  რაც თქვენ ცენტს  გამოარჩევს?

– პირველ რიგში მისი ხანგრძლივი ისტორია. ბევრი დრო გვქონდა და დიდი გამოცდილება  დაგვიგროვდა ამ მხრივ. რაც შეეხება მასწავლებლებს, რომელთაც კი ამ საქმის კეთება შეუძლია, ყველა გვყავს ჩართული ამ საქმეში.ასევე ჩვენი ყოფილი მოსწავლეები გვეხმარებინ და ასწავლიან ჩვენთან. უზიარებენ იმ გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც მათ დაუგროვდათ კომპანიებთნ მუშობის მანძილზე.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

 

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

11 years ago
რიჩარდ ნორლანდის ოჯახმა და საქართველოს პატრიარქმა მადლიერების დღე ერთად სადილით აღნიშნეს

რიჩარდ ნორლანდის ოჯახმა და საქართველოს პატრიარქმა მადლიერების დღე ერთად სადილით აღნიშნეს

12 years ago
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

11 years ago
„პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულ წარმოებას შეუწყობს ხელს”

„პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულ წარმოებას შეუწყობს ხელს”

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by