• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასულიერო პირთა სამოსი და იერარქიული მახასიათებლები

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
სასულიერო პირთა სამოსი და იერარქიული მახასიათებლები
23
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სასულიერო პირის შესამოსელი ერთ-ერთი გამორჩეული, საინტერესო და დამახასიათებელი ელემენტია, როგორც ღვთისმსახურებისათვის, ასევე   მთლიანად მართლმადიდებლური ეკლესიისათვის. რიგითი მორწმუნისათვის, ალბათ, ნაკლებადაა ცნობილი, რომ  ღვთისმსახურებაში მონაწილე თითოეული სასულიერო თუ დაბალ საფეხურზე მყოფი ეკლესიის მსახურის შესამოსელის ყოველი დეტალი „მეტყველებს“. იმისთვის, რომ უკეთ გვესმოდეს  რა დატვირთვა აქვს და რას განასახირებს თითოეული მათგანი  „თბილისი თაიმსი“ ახალ წამოწყებას გთავაზობთ, სადაც ვეცდებით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ეკლესიის მსახურთა სამოსის მთავარ მახასიათებლებზე.  მანამდე კი მოდით ვნახოთ, როგორ ხდება სასულიერო პირთა იერარქიული დაყოფა და რა ისტორია აქვს მათ შესამოსელს?

მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა შესამოსლის  ფერი, ფორმა, რაოდენობა, ნაქარგობა ქრისტიანულ სიმბოლიკას უკავშირდება, ღრმა თეოლოგიური შინაარსის მატარებელია და კონკრეტულ კანონიკას ექვემდებარება.

საღვთისმსახურო სამოსი ჯერ კიდევ მაცხოვრის ეპოქიდან იღებს დასაბამს. დეტალები ძველი აღთქმიდან მომდინარეობს და მთლიანად დატვირთულია ქრისტეს მაცხოვნებელი სიმბოლოებით, რაც ეკლესიის მსახურთ მუდმივად ახსენებს მათ მისიას – შეამზადონ ადამიანები უფლის მეორედ მოსვლისთვის.

საეკლესიო სამოსის განვითარების სამი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ:

  1. ძველი აღთქმის სამოსი;
  2. ადრექრისტიანული, რომელშიც გადმოდის ძველი აღთქმის სამოსის ძალიან ბევრი დეტალი;

III. შუა საუკუნეების (X-XIV) ქრისტიანული სამღვდელოების სამოსი, როდესაც ბიზანტია კარნახობს აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ სამყაროს სამოსისა და მისი დეტალების კანონიკას.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ შექმნილმა ისტორიულმა ვითარებამ განაპირობა საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების შეწყვეტა, შედეგად რუსლი გავლენა განიცადა ძველმა ქართულმა ტარდიცულმა სამოსმა, რომელსაც  ჩვენი წინაპრები მრავალნაირი ტექნიკური ხერხის გამოყენებით ქმნიდნენ  და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. გარკვეული რუსული ელემენტები ქართველ სასულიერო პირთა სამოსს, სამწუხაროდ, დღემდე შემორჩა, ხოლო ქართული ელემენტების აღდგენისათვის მუშაობა დღემდე გრძელდება.

საღვთისმსახურო სამოსი ემყარება სამი ძირითადი პრინციპს: ფორმა, ფერი და წმ. რიცხვთა სიმბოლიკა. მათგან  მნიშვნელოვანია ფორმა, რომელიც   აერთიანებს:

  • ჯვარს-რაც მაცხოვრის მიწიერი და ზეციური ცხოვრების, ასევე ორი არსის ერთობისა და ურღვეველობის სიმბოლოა.
  • ოთხკუთხედი-ქვეყნის ოთხი მხარისა და ქრისტეს მოძღვრების ოთხკუთხივ გავრცელების სიმბოლოა: აიღეს მისი სამოსელი და გაყვეს ოთხ ნაწილად (იოანე19,20).
  • წრეს-ღვთაებრივი ძალის, მაცხოვრის მარადიულობის, სიმრთელისა და ურღვეველობის სიმბოლოა.

სამოსის ფორმათა სიმბოლიკაში წმინდა რიცხვთა სიმბოლიკაც აისახა. წამყვანი ის რიცხვებია, რომლებიც მაცხოვრის მიწიერსა და ღვთიურ ცხოვრებას უკავშირდება – “ორობის”, “ოთხობისა” და “შვიდობის” სიმბოლოებს.

უმნიშვნელოვანესია საეკლესიო სამოსში ფერის ფაქტორი. ზოგადად ფერები, რომლებიც სამოსში გამოიყენება, სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

  1. თეთრი ფერი;
  2. სპექტრის შვიდი ფერი;

III. შავი ფერი.

„სხვადასხვა რანგის საეკლესიო მსახურებაზე სასულიერო პირები სხვადასხვა ფერის სამოსით იმოსებიან.

როდესაც საეკლესიო მსახურება მიძღვნილია მაცხოვრის, მოციქულებისა და წმინდა მამების დღესასწაულებისადმი, მაშინ იმოსებიან ოქროსფრით და ყვითლით;

ღვთისმშობლის ხსოვნისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში – ცისფრით და თეთრით;  

თუ დღესასწაულები ეძღვნება მაცხოვრისა და მისი ჯვრის მოხსენიებას, მღვდელმთავრები იმოსებიან იისფრით ან მუქი წითლით;

 წამებულთა დღეებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში – წითელი ფერით (წითლის სხვადასხვა ვარიაციით);

მწვანე ფერის სამოსით იმოსებიან მღვდელმთავრების, ეკლესიის ახალგაზრდა მოღვაწეთა მოხსენიების დღეებში, ასევე წმინდა სამების, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლისა და სულიწმინდის დღესასწაულებში;

მარხვის დღეებში მღვდელმსახურთა სამოსი არის მუქი ლურჯი, იისფერი, მუქი მწვანე, მუქი წითელი;

ხოლო დიდმარხვის დღეებში ძირითადი ფერი არის შავი, თუმცა კვირას და სადღესასწაულო დღეებში რჩება მუქი ოქროსფერი ან ფერადით გაწყობილი.

რადგანაც ღვთისმსახურების აღსრულებისას ტაძარში ყველაზე ხშირად გამოიყენება ოქროსფერი (ყვითელი), ამიტომ მოთხოვნა ძირითადად ამ ფერზეა.

დღესდღეობით ჩვენს სასულიერო პირებს არა აქვთ იმდენი საშუალება, რომ ყველა ფერის სამოსი შეიძინონ. მოთხოვნა არის ასევე მეწამული (ნაღვლიანი) ფერის სამოსზე, რადგან ის უფრო ქართულ ფერად ითვლება. რადგან ღვთისმსახურების აღსრულებისას ტაძარში ყველაზე ხშირად გამოიყენება ოქროსფერი (ყვითელი), ამიტომ მოთხოვნა ძირითადად ამ ფერზეა,“- აღნიშნავს საპატრიარქოს სამკერვალოს ხელმძღვანელი „კარიბჭესთან“ საუბრისას.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეკლესიის მსახურთა სამოსის ტარება, მასთან დაკავშირებული დოგმატიკა განსაზღვრულია საეკლესიო დადგენილებებით. აქედან გამომდინარე, დაწესდა სასულიერო პირთა იერარქიის სამი ხარისხის სამოსი და დაკანონდა სამოსთა რაოდენობა ხარისხის გათვალისწინებით.

მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სასულიერო პირთა სამი ხარისხი: დიაკონი, მღვდელი და მღვდელმთავარი. ამისდა მიხედვით, დიაკონი იმოსება – სამ, მღვდელი – ხუთსა და მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი კი შვიდი სახის სამოსში.

დიაკონი და მღვდელი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, ხოლო რაც შეეხება მღვდელმთავარს, იგი სავალდებულოა, რომ ბერი იყოს.

დიაკონთა შორის თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან დიაკონი და პროტოდიაკონი, ხოლო შავი სამღვდელოების – იეროდიაკონი (ბერდიაკონი) და არქიდიაკონი.

 მღვდელთა შორის თეთრ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან: მღვდელი, დეკანოზი და პროტოპრესვიტერი, ხოლო შავ სამღვდელოებას – მღვდელმონაზონი, იღუმენი და არქიმანდრიტი.

მღვდელმთავართა შორის გამოირჩევა სამი პატივი: ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის (არქიეპისკოპოსის) და მიტროპოლიტის.

ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები: იპოდიაკონი, მედავითნე და მნათე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ.

თითოეული მათგანი ღვთისმსახურების აღსასრულებლად იმოსება განსაკუთრებული სამღვდელო შესამოსელით, რომელთა სიმბოლორულ მნიშნელობასა და დამახასიათებელ დეტალებზე შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ.

 სტატია მომზადებულია, ambioni.ge, karibche.ambebi.ge-სა და orthodoxy.ge მასალებზე დაყრდნობით.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share9Tweet6

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.38% მოიპოვა

წინასწარი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.38% მოიპოვა

9 years ago

საყდრისის ობიექტის კულტურული მეკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება მოხდა ფალსიფიკაციის გზით

13 years ago
სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი – შსს

სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი – შსს

3 years ago
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

9 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by