• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მოხეს სკოლაში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტი არ დადგინდა“ – ეკა ჭითანავა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მოხეს საჯარო სკოლაში, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა,” – ინფორმაციას ამის შესახებ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI-ს წარმომადგენელი ეკა ჭითანავა საკუათარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს, რომელსაც „თბილისი თაიმსი“  უცვლელად გთავაზობთ:

„TDI-თვის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მოხეს საჯარო სკოლაში, თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა!

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ 17-19 იანვარს, სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოკითხეს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, და მოსმენილი განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მე-12 კლასელი თეონა ბერიძისთვის თავსაფრის მოხსნა არავის მოუთხოვია.

ამის საპირისპიროდ, ჩვენთან ინტერვიუში, მასწავლებელმა ნათელა ნარიმანიშვილმა აღნიშნა, რომ დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა მას დაავალა ბერიძისთვის ეთქვა, აღარ ეტარებინა თავსაფარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გოგონა წინააღმდეგი იქნებოდა, მასთან მიეყვანა. 2016 წლის 22 დეკემბერს, ნარიმანიშვილი ესწრებოდა საუბარს, როცა დირექტორმა თეონა ბერიძეს თავსაფრის ტარებაზე უარის თქმა მოსთხოვა. ნარიმანიშვილმა ასევე დაადასტურა დირექტორის მითითება, თითქოს თავსაფრის ტარება აკრძალულია სკოლის შინაგანაწესით.

ნათელია, რომ სამინისტროს კომენტარი წინააღმდეგობაში მოდის მთელ რიგ განცხადებებსა და განმარტებებთან, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, მათ შორის, დირექტორსა და ბერიძეს შორის საუბრის ერთადერთი მოწმის ნათქვამთან.

TDI-მ წინა კვირას სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა დასკვნა, და როგორც კი წერილობით დოკუმენტს მივიღებთ, მოვახდენთ ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ სამინისტრო ისევ არ რეაგირებს ადეკვატურად საჯარო სკოლებში დისკრიმინაციის კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებსა და მოსწავლეების უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე, “- აღნიშნავს თეა ჭითანავა.

აღნიშნულ ფაქტს უსამართლობასა და უპასუხისმგებლოს  უწოდებს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, რომელიც ასევე გამოეხმაურა ტოლერატობის ცენტრის განცხადებას:

„ესაა უსამართლობა და ამჯერად, ვფიქრობ არა მხოლოდ მოხეს სკოლის მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი გვაქვს სახეზე, არამედ ეს არის საქართველოში მცხოვრები არა მარტო მუსლიმების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა უმცირესობის მიმართ განხორციელებული უპასუხისმგებლო ქმედება. არამგონია ხელისუფლების ასეთმა უკუღმართმა ქცევებმა ქვეყანა დემოკრატიულ განვითარების გზაზე კარგ შედეგამდე მიიყვანოს.“

მოხეს სკოლაში მომხდარ ფაქტზე განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნაზე შესაბამის რეაგირებას გეგმავს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის  წინ მოხეს სკოლაში მომხდარ ფაქტს, როდესაც სკოლის მოსწავლემ თეონა ბერიძემ განაცხადა, რომ  დირექტორმა  ნათია რეხვიაშვილმა სკოლაში მიღების წინაპირობად თავსაფრის მოხდა მოსთხოვა. დამატეით შეგიძლიათ იხილოთ სტატია – http://www.ttimes.ge/archives/74866

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

ქუთაისის აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატა

ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 164 მოქალაქე დაბრუნდა

7 years ago

ცესკოს მიერ ხმების 88 %-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილს მხარს ამომრჩევლის 38,62 %, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,65 % უჭერს

8 years ago

ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგა

11 years ago

საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

10 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by