• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„Nina’s Art Room“- არტ ოთახიდან დაწყებული შემოქმედება

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, პერსონა
A A
„Nina’s Art Room“- არტ ოთახიდან დაწყებული შემოქმედება
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი, ვერ გახდები თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება, ფიქრი რაღაც სხვაზე-ახალსა და განსაკუთრებულზე. ხელოვნება-ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, ამიტომ ის უფრო მეტად თანდაყოლილია, ის შენაგანი ძალა და ენერგია რაც ადამიანის შიგნითაა. ბავშვობიდან იწყება ნინას შემოქმდებეის ისტორია. გოგონასი, რომელმაც  საკუთრი შემოქმედება ერთი სახელის „Nina’s Art Room-ის“ ქვეშ გააერთიანა. ასე იწყება იმ გოგოს ისტორია, რომელმაც საკუთრი თავი ხელოვნებაში იპოვა. სრულიად შემთხვევით, მაგრამ დღეს ზუსტად იცის,რომ ეს მისი საყვარელი საქმეა, რომლის კეთების სურვილი ყოველთვის ექნება.

ხუთი წლის იყო, პირველი ნამუშევარი რომ შექმნა, სრულიად შემთხვვით და დამოუკიდებლად. არავინ მიხმარებია, არავის უსწავლებია თუ როგორ უნდა გაეკეთებინა. დღემდე ასეა. სკოლის დამთვრების შემდეგ სრულად სხვა გზას გაჰყვა და ხელოვნებაც დროებით მიივიწყა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ რაღაცის შექმნა შეეძლო და ამას დიდი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებდა. მას შემდეგ არ გაჩერებულა. სულ ქმნის რაიმეს, ბეჭედს, ყელსაბამს, ჩარჩოს, საათს, ხატავს სკამებს, კედლებს. დღეს ნინა შაკიაშვილი ხელოვნებით ცხოვრობს და თავისი შემოქმედების გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება.

“თბილისი თაიმსი”გაგაცნობთ ახალგაზრდა ხელოვანს.

მოგვიყევით თქვენზე, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედების გზა?

– ბავშვობიდან ვაკეთებ რაღაცებს, რა თქმა უნდა ასაკის შესაბამისს. ჩემი პირველი ნამუშევარი, ხუთი წლის ასაკში იყო  გობელინი, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად შევქმენი. რა თქმა უნდა, მაშინ პატარა ვიყავი და ამისთვს არ  მიმიქცევია ყურადღება.ისე გამოვიდა, რომ ამის შემდეგ შემოქმედებაზე ბევრი აღარ მიფიქრია. სკოლის დამთვრების შემდეგ პროფესია ტურიზმის მიმართულებით გავაგრძელე. არასდროს მიმიღია რაიმე სახის განათლება ხატვის ან კონკრეტულად პოლიმერულ თიხაზე მუშობის კუთხით. ყველაფერი თავისთავად გამოვიდა. ხშირად  ვფიქრობ, საიდან მოდის ეს ენერგია,შთაგონება. ზოგჯერ, როდესაც ახალ ნივთს ვაკეთებ, მგონია რომ ეს უკვე გაკეთებული მაქვს. ვიღებ უბრალოდ ძაფს, ნემსს და ჩვეულებრივად ვაკეთებ, ამისთვის არ მჭირდება ზედმეტი ფიქრი, წვალება, წინასწარი ესკიზის შექმნა. ეს ყველაფერი ღვთისგან მოდის და ამის მადლიერი ვარ. მაქვს იმის უნარი, შევქმნა საოცრად ლამაზი ნივთი და შემდეგ სხვა გავახარო.

როდის გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ხელნაკეთი ნივთები?

– გამომიჩნდა მცირე დრო და  ძალიან მომინდა შემექმნა რაიმე. გამომეყენებინა  ის შინაგანი ენერგია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გროვდებოდა. გადავწყვიტე,თავდაპირველად რაღაც ისეთი გამეკეთებინა,  რისი მასალაც სახლში უკვე მქონდა და ამაზე ფიქრი არ მომიწევდა.  დავიწყე კედლის საათებიდან. ვიყენებდი ბოთლებს, ქაღალდის ხელსახოცებს. ვამზადებდი სანათებს, ბრებს. სამკაულებზე არც მიფიქრია. ამ ნივთებსაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებდი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს ფართო სახეს მივცემდი. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც დავიწყე ნივთების დამზადება მოგზაურობის სიყვარულია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. იმდენად სავსე, ბედნიერი ვბრუნდები იმ ადგილიდან, რომ მინდა მე თავად შევქნა რაღაც ლამაზი, ჩემი შთაგონება და ემოცია გადავიტანო ჩემს ნამუშევრებში.

როდის შეიქმნა „Nina’s Art Room“?

– დამეწყო სამკაულების შექმნა-ეს იდეა ჩემი მეგობრებისგან წამოვიდა. ისინი  მთხოვდნენ მათთვის გამეკეთებინა სხვადასხვა სამკაული და რადგან მეც შემეძლო უარს არ ვეუბნებოდი. გავაკეთე რამდენიმე ბეჭედი და აქედან დაიწყო ყველაფერი, გადავწყვიტე, რომ უკვე რეგულარულად შემექმნა ნამუშევრები.  გვირილებით დავიწყე ჩემი სამკაულების შექმნა. შემდეგ საზოგადოებას იმდენად მოეწონა, რომ დღესაც ძირითადად გვირილებით ვამზადებ სამკაუებს. მათი ემოციები და სურვილები მაძლევს იმის ენერგიას, რომ გავაკეთო რაღაც კიდევ სხვა, კარგი, განსაკუთრებული, ისეთი, რაც მათ მოეწონებათ და დააინტერესბთ. თუმცა ზოგს კესანები უყვარს, ზოგს ყაყაჩო. მოგვიანებით შევქმენი საიტი. ჩემს ნამუშევრებს ვუღებდი ფოტოებს და ვტვირთავდი. უკვე 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩემი ნამუშევერბით ფართო საზოგადოება დაინტერესდა, გადავწყვიტე უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი.

რასთან არის დაკავშირებული ბრენდის სახელწოდება?

– პირველად, როდესაც ნამუშევრების კეთება დავიწყე, მქონდა ოთხი, რომელიც მთლიანად ჩემი გემოვნებით იყო მოწყობილი. მისი ყოველი დეტალი, ყოველი კუთხე ისეთი იყო, როგორიც მე  მინდოდა. სწორედამოთახშიდავიწყენივთებისდამზადება,  ამადგილასშევქმენიბევრისაყვარელი, ახალი, ჩემთვისძვირფასინივთი.სწორედამიტომგადავწყვიტე,რომდამერქმიაისეთისახელი, რომლის მონაწილე ჩემიჯადოსნური ოთახიც იქნებოდა. ასე გაჩნდა „Nina’s Art Room“.

რა მასალას იყენებთ ნამუშევრების დასამზადებლად და ძირითადად რა სახის ნაკეთობებს ამზადებთ?

– ძირითადად სამკაულებს ვამზადებ. ასევე  ვაკეთებ დეკორაციებს. როდესაც ვიწყებ რაღაცის კეთებას, არის შემთხვევები იმაზე უკეთესი გამოდის, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა.ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ისეთი კარგი არ გამოდის, როგორიც მინდოდა. თუმცა, ძირითდად  ისეთი გამოდის,  როგორსაც ვფიქრობდი. ამ ეტაპზე ნივთებს პოლიმერული თიხისგან ვაკეთებ. რადგან სამუშაოდ  უფრო მოქნილი, მყარი და ლამაზია. ასევ ვიყენებ ისეთ ნივთებს და ისეთ მასალას, რაც უკვე აღარ გამოიყენება და გადასაგდებად არის გამზადებული. ვცდილობ, განვაახლო  ეს ნივთები და რაღაც ახალი დანიშნულებით გამოვიყენო.

როგორიაფასებიდა რამდენად კონკურენტულია ბაზარზე?

– ყველაზე პატარა ნივთები, მაგალითად ბროშები იწყება 10 ლარიდან და ნამუშევრების მოცულობასთან, ნაკეთობობის ხარისხთან ერთად მისი ფასებიც იზრდება. დაინტერესება საკმაოდ დიდია. საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მწერენ და ყიდულობენ ნივთებს. თუმცა მინდა ვთქვა,რომ ძალიან ბევრს მოსწონს და ინტერსდება ჩემი ნამუშევრებით და მცირე რაოდენობს სურს მათი შეძენა, დღევანდელი ეკონომიკური მდოგნმარეობიდან გამომდინარე. შეძლბისდაგვარად ვცდილობ, რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად გავყიდო.

როგორც ვიცი, ბრენდირებულ ნამუშევრებსაც ქმნი, რამდენად დიდია დაინტერესება და გამოფენებზე თუ იღებ მონაწილეობას?

– რა თქმა უნდა, გამოფენებზე ვიღებ მონაწილეობას. წელს, საახალწლოდ გამოფენა-გაყიდვა მქონდა. ასევე ცოტა ხნის წინ რუსთავის მუზეუმიდან მქონდა  შემოთავაზება, თუმცა ვერ მოხერხდა გამოფენის გაკეთება.  დროებით გადიდო, გეგმაში არის და იმედია უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. თბილისის მერიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა სახეობის ნივთი შევქმენი, ტრადიციულიც, კულტურის შესაბამისი და ასევე პატარა ფოტოალბომიც გავაკეთე, თბილისი ხედებით. გარდა ამისა, ვაკეთბ  ბრენდირებული ნამუშევრებსაც, რომელიც კარგად გამოხატავს სხვადასხვა კომპანიის სახეს. კომპანიებს ეს იდეები ძალაინ მოეწონათ და დაინტერესებაც საკმაოდ დიდია. ვფიქრობ, ამმ იმართულებითაც გავაგრძელებ მუშაობას.

რამდენად ხშირად ქმნით ნივთებს საკუთარი თავისთვის?

– საკუთარი თავისთვის ნივთებს საკმაოდ იშვიათად ვამზადებ. თუმცა ძალიან ბევრი ნივთი მაქვს დატოვებული, პირველი ნამუშევრები განსაკუთრები და ასევე თუ რაღაც ძალიან ლამაზი და უცხო გამოდის, მათ აუცილებლად ვიტოვებ. ისინი ჩემთვის განსაკუთრებული და ძალიან ღირებულია. მას ვერ გავყიდი ვერანაირ ფასად. არ აქვს მნიშვნელობა რა მასალა და რამდენად ლამაზია, მაგრამ ის ჩემთვის შეუფასებელია. როდესაც ნამუშევარს ვინმესთვის  ვამზადებ  აუცილებლად უნდა გაჩუქო. მაგრამ თუ რაღაცას ჩემთვის ვამზადებ და მეუბნებიან რომ ძალიან მოსწონთ და ვაჩუქო, იმის გაჩუქება  და გაყიდვა ძალიან მიჭირს. შემიძლია  მსგავსი დავუმზადო და ის ვაჩუქო, მაგრამ არა ის, რაც ჩემთვის გავაკეთე.

რითი განსხვავდება თქვენი ნანუშევრები, რის გამოც ისინი უნდა შეიძინოს მყიდველმა?

– ჩემი ნამუშევრები განსხვავდება სხვებისგან იმით, რომ ყველა ფოთოლს, თითოეულ დეტალს, თითოეულ წერტილს ხელით ვქმნი. არ ვიყენებ მზა ფორმებს, ყალიბებს მის გასაკეთებლად. ყველაფერი ხელით მზადდება, ამიტომ თითოეული ნამუშევარი განსხავდება. ძალიან რომ მინდოდეს ზუსტად მსგავს ვერც შევქმნი.

რა არის თქვენ საქმეში განსაკუთრებული, რის გამოც ის გიყვართ?

– ეს ყველაფერი შინაგანად მოდის, შინაგანი მოთხოვნილებაა. შექმნის პროცესი კიდევ უდიდესი ბედნიერებაა. როდესაც რაღაცის გაკეთება მინდა და რაიმეს ვქმნი ეს შვებაა ჩემთვის. შეიძლება ღამეები გავათენო იმაზე ფიქრში, თუ როდის გავაკეთებ.  ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გამოხატავ შენს შინაგან მდგომარეობას ისე როგორც გინდა. საბოლოო ჯამში იღებ შედეგს და ამით გადასცემ სხვას შენს ემოციებს. შემდეგ ეს ენერგია დადებითად ისევ გიბრუნდება.  როდესაც პირველად საათი გავაკეთე, ამუშავდა და  წიკწიკი დაიწყო, ეს საოცარი შეგრძნება იყო. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ შევქმნა საკუთარი „არტ ოთახი“, სადაც გამოიფინება და გაიყიდება ჩემი ნამუშევრები. შემოდგომისთვის მინდა გავაკეთო მასშტაბური, პერსონალური გამოფენა. სამომავლოდ ასევე  მინდა ახალი სტილის სამკაულების შექმნა. ყვავილები, გვირილები, ფერადი სამკაულები საზოგადოების მცირე ნაწილს მოსწონს. ვაპირებ უფრო კლასიკური სტილის გაკეთბას, რომელიც არ იქნება ძალიან ფერადი, ამ სამკაულებისგან განსხვავებით. საკოად ხშირად მაქვს ფასდაკლებები და ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება. სამომავლოდაც ხშირად მექნება საჩუქრები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ სითბოს და ინტერსეს და მაძლევენ იმის ენერგიას, რომ შევქმნა რაღაც ახალი და კარგი. ეს საქმე ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად მაცოცხლებელია, ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მქონდეს იმის ნიჭი და ენერგია, რომ ეს ვაკეთო.

მარიამ ლეკიაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In