• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

SEDE-ს თავმჯდომარე შეშფოთებას გამოხატავს 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ანა ფოტიგამ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) თავმჯდომარე ანა ფოტიგა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებისა“ და 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ გამო, რომლებიც ორივე რეგიონში ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფონზე ტარდება.  „მიუღებელია ორივე რეგიონში ძალისმიერი გზით შეცვლილი დემოგრაფიული ვითარების ლეგიტიმაციის ნებისმიერი მცდელობა“, – აღნიშნავს ანა ფოტიგა.

SEDE-ს თავმჯდომარე შეშფოთებას გამოხატავს 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის სახელის შეცვლას და ამ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადების მორიგ მცდელობას. იგი მოუწოდებს დემოკრატიულ სამყაროს, ადეკვატური შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან ეტაპობრივად მიერთების პროვოკაციულ მცდელობებს.

ანა ფოტიგა მკაცრად გმობს 2017 წლის 31 მარტს დადებულ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

„ეს ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის/სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის ფონზე, მოსკოვი კვლავ უარს ამბობს ძალის არგამოყენებასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით, რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად აფერხებს ნებისმიერი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას სამშვიდობო პროცესში“, – აღნიშნავს SEDE-ს თავმჯდომარე.

ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოხატავს ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას. „ეს ზომები მიმართულია თავისუფალი გადაადგილებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების შემდგომი შეზღუდვისაკენ, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეგულარულად სტუმრობს საოკუპაციო ხაზს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს. აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტი მომავალშიც განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებაზე დაკვირვებას და შეფასებას.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ირაკლი კაკაბაძე: „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საბჭოთა კგბ-ს და რუსეთის გრუ-ს ოფიცერია, საუკეთესო ფსონია რუსეთის იმპერიისათვის’’

ირაკლი კაკაბაძე: „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საბჭოთა კგბ-ს და რუსეთის გრუ-ს ოფიცერია, საუკეთესო ფსონია რუსეთის იმპერიისათვის’’

13 years ago
ვატიკანი გაერო-ს აკრიტიკებს

ვატიკანი გაერო-ს აკრიტიკებს

13 years ago
“მიუხედავად დაბრკოლებებისა, სლოვაკეთის მსგავსად, ჩვენ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ – თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ” – მიხეილ ჯანელიძე

“მიუხედავად დაბრკოლებებისა, სლოვაკეთის მსგავსად, ჩვენ ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ – თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ” – მიხეილ ჯანელიძე

9 years ago
“რამდენჯერ უნდა “აგვაგდონ” რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით”

მიხეილ სააკაშვილი კარვებში ლექციებს ჩაატარებს

9 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by