• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის  ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომას კიევი  მასპინძლობს.

კომისიის სხდომა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ გახსნეს.როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და უკრაინას ენერგეტიკის სფეროში საერთო ინტერესები და ურთიერთთანამშრომლობის  მრავალწლიანი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ. კერძოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების მანძილზე, ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს იმ მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების, ენერგეტიკული პროექტებისა, თუ მომარაგების წყაროების და რეგიონში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას. ეს ყველაფერი კი ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის დარგში არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთო ინტერესების დაცვას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია.

„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ტურიზმი რჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოში უკრაინელი ტურისტების რიცხვი. ეს მაჩვენებელი გასულ წელსაც გაიზარდა და უკრაინას ამ სიაში უკვე მეხუთე ადგილი უკავია. მივესალმებით ჩვენს ტუროპერატორებს შორის  მჭიდრო თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებას.

მსურს განსაკუთრებული სიხარულით  აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებები, ეტაპობრივად უკვე რეალობად იქცა.  საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისათვის, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით  ჩვენმა ქვეყნებმა დაამტკიცეს, რომ არიან საიმედო პარტნიორები.  “ასოცირების შესახებ შეთანხმების” ხელმოწერით, ჩვენ ერთად,  მორიგი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან საბოლოო ინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი  და ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. ამ მხრივ, უკრაინამაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა როცა გასულ კვირას ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რასაც გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს.

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი ევროპული პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნები, იმედი მაქვს, რომ წარმატებით ითანამშრომლებენ  გახლავთ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რომლის წევრი უკრაინა უკვე არის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორგანიზაციასთან მიერთების შესახებ პროტოკოლს და ენერგეტიკის ნაწილში, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების დიდი ნაწილიც მოვილაპარაკეთ. უახლოეს მომავალში, იმედს გამოვთქვამთ, რომ დასრულდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და ჩვენ გავხდებით ენერგეტიკული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი.“-განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომაზე მხარეები ენერგეტიკულ, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხალვენ.

კომისიის სხდომაში მონაწილეობენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ”საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თამარ მიქაბერიძე და ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კიკნაძე.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

დავით ნარმანიამ  საქართველოში პირველი ევროპული ფორმატის სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“  გახსნა

დავით ნარმანიამ საქართველოში პირველი ევროპული ფორმატის სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“ გახსნა

11 years ago
მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილებები შევა

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილებები შევა

8 years ago
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს სთავაზობს

11 years ago
„ღრმად ჩაისუნთქეთ ისეთი ამბავი უნდა გითხრათ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სანდრო ელოშვილი ავარიის შედეგად დაშავებული დების შესახებ

„ღრმად ჩაისუნთქეთ ისეთი ამბავი უნდა გითხრათ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სანდრო ელოშვილი ავარიის შედეგად დაშავებული დების შესახებ

2 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by