• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სოზარ სუბარი ირანის ელჩს საქართველოში შეხვდა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აბას თალებიფარს შეხვდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს დახმარება სთხოვა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ირანის მოქალაქეების გადაცემის პროცესში.

როგორც ელჩმა განაცხადა, ქვეყნებს შორის ექსტრადიციისა და დამნაშავეთა გადაცემის შესახებ ხელშეკრულება არ არსებობს. მისივე თქმით, ირანსა და საქართველოს შორის ასევე არ არსებობს სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება, რაც ორი ქვეყნის სამართლებრივ ურთიერთობას დიდ დახმარებას გაუწევდა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრი ირანელი პატიმარი ამნისტიით და სამინისტროს რეკომენდაციით სასჯელისაგან გათავისუფლდა.

ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სულ, ირანის 9 მოქალაქე იხდის სასჯელს. ელჩის ინფორმაციით, სასჯელს ძირითადად, ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო იხდიან, ასევე არიან მსჯავრდებულები ეკონომიკურ დანაშაულში, ნარკოდანაშაულში, მკვლელობაში და თაღლითობაშიც.
რაც შეეხება ირანელი პატიმრების მდგომარეობას, ელჩის განცხადებით, მათ თითქმის ყოველთვიურად ნახულობენ და ამ შესაძლებლობის გამო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მადლობას უხდის.

“პატიმრები ჯანმრთელობასთან და ჰიგიენასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების თანამშრომლების მუშაობას არ უჩივიან. რამდენჯერაც შევედით ჩვენი პატიმრების მოსანახულებლად მათი მხრიდან რაიმე პრეტენზია არ წამოსულა,”- განაცხადა აბას თალებიფარმა.

ელჩის ინფორმაციით, ირანის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქართველოს არ ცერთი მოქალაქე არ იმყოფება.

რაც შეეხება ელჩის განცხადებას ირანელი პატიმრების გათავისუფლების სხვა მექანიზმებთან დაკავშირებით, მინისტრმა განმარტა, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლება შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ხდება და როგორც კი კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა, სამინისტროს მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქმნება.

სოზარ სუბარმა ირანის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა პატიმართა რაოდენობასთან და სიკვდილიანობასთან დაკავშირებითაც.
მინისტრის განცხადებით, საქართველო პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო.

“10 000 მოსახლეზე 600 პატიმარი მოდიოდა. 6-7 წელიწადში, 2004 წლიდან 2011 წლამდე, 400 პროცენტით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა. 6 000-დან 24 500 -მდე გაიზარდა მათი რიცხვი. დღესაც კი, როდესაც ამნისტიით და სხვა მექანიზმებით პატიმრობიდან 60 პროცენტი გათავისუფლდა, საქართველო მაინც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანად ითვლება ევროპაში პატიმართა რაოდენობის მხრივ. ევროპის ხუთ ქვეყანაში შევდივართ პატიმართა მაღალი მაჩვენებლით. პატიმართა დიდ რაოდენობას ემატებოდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის პრობლემები, რაც იწვევდა პატიმართა სიკვდილიანობას. მდგომარეობა ახლა მკვეთრად გამოსწორდა. ყოველ 10 000 პატიმრიდან 60 გარდაცვალების ფაქტი იყო, ახლა კი ეს რიცხვი 20-მდე შემცირდა”,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

10.09.13

Tags: სოზარ სუბარი ირანის ელჩს საქართველოში შეხვდა
ShareTweet

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

საინტერესო

გამოცემა Le Poin-მა ბიძინა ივანიშვილს ამოუცნობი ადამიანი უწოდა

გამოცემა Le Poin-მა ბიძინა ივანიშვილს ამოუცნობი ადამიანი უწოდა

13 years ago

მასწავლებლის სახლმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანთან“ მემორანდუმი გააფორმა

10 years ago

გიორგი მარგველაშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს უმასპინძლებს

12 years ago
მოხალისეების სტიქიის ცხელ წერტილებში მუშაობა შეჩერდა

მოხალისეების სტიქიის ცხელ წერტილებში მუშაობა შეჩერდა

11 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by