ნორვეგიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტული მემარჯვენე პარტიებისაგან შემდგარმა კოალიაციამ გაიმარჯვა. პრემიერმინისტრმა იენს სტოლტენბერგმა დამარცხება აღიარა და აგანცხადა, რომ მთავრობის გადადგომის თაობაზე განცხადებას წარადგენს.
ნორვეგიაში 20 პარტიიდან ათასობით კანდიდატი 169 მანდატისათვის იბრძოდა. არჩევნებში ბოლო 30 მანძილზე მონაწილეობის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა.
პირველადი მონაცემებით, ერნა სოლბერგის თავმჯდომარეობით ტრადიციონალისტთა პარტიამ ხმების 26,5%, ემიგრაციის მოწინააღმდეგე განვითარების პარტია FRP-მ 15%, ქრისტიანულმა სახალხო პარტიამ კი 6% მოიპოვეს.
არჩევნებამდე როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე პარტიებმა განაცხადეს, რომ FRP-სთან კოალციას არ შექმნიან, თუმცა არჩევნების შემდეგ შესაძლებელია ვითარება შეიცვალოს.
11.09.13