• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მზიურის კორტებს ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა

9 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
მზიურის კორტებს ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა.

თბილისის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რჩევით მიიღო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კორტებზე სიმბოლური დაფა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი უმცროსი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოსული ალექსანდრე მეტრეველი დაესწრნენ.

„პირადად ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს დღევანდელ დღეს. ის ლეგენდარული ქართველი სპორტსმენია და რაც არანაკლებ სასიამოვნოა, ძალიან კარგი პიროვნებაა, რაც მის სიდიადეს დამატებით ხიბლს სძენს. თბილისი, ისევე, როგორც საქართველო, რეგიონის სპორტულ ცენტრად ყალიბდება და ეს საჩოგბურთო კომპლექსი ჩემი სიტყვების ნათელი დადასტურებაა. იცით, რომ აქაურობა ამ ცოტა ხნის წინ სრულად გადაეცა ჩოგბურთის ფედერაციას. სასიხარულოა, რომ უკვე მოძიებულია კერძო ინვესტორი, რომელიც ორ კორტს გადახურავს და სპორტსმენები ყველანაირ ამინდში ივარჯიშებენ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ალექსანდრეს და ჩოგბურთის ყველა გულშემატკივარს“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ჩემთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი და ამაღელვებელია! სიმართლე გითხრათ, სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლობის სათქმელად… ამ სამახსოვრო დაფაზე მართალია მხოლოდ ჩემი სახელია ამოტვიფრული, მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღით პატივი მიეგება ყველა ქართველ ჩოგბურთელს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ასახელა: თეიმურაზ კაკულია, ლეილა მესხი, რენა აბჟანდაძე, ძმები მძინარიშვილები… ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბევრი იყო ასეთი. და ვიმედოვნებ, ამ მართლაც ლამაზ საჩოგბურთო კომპლექსში კიდევ არაერთი სახელოვანი მოთამაშე გაიზრდება“, – განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

მეტრეველი მეორე თანამედროვეა, ვისი სახელიც სპორტულ კომპლექსს მიენიჭა. პირველი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი გახლდათ, რომლის სახელიც ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეს ეწოდა.

ალექსანდრე მეტრეველი თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი ჩოგანი გახლდათ. ის თვრამეტი წლის განმავლობაში ხვდებოდა ქვეყნის ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის, თორმეტჯერ კი წელი პირველ ნომრად დაასრულა!

1966-1967, 1969-1976, 1978 და 1980 წლებში მან თორმეტჯერ მოიგო სსრკ ჩემპიონის ტიტული, ხოლო წყვილებსა და მიქსში კიდევ ჩვიდმეტჯერ მოიპოვა ოქროს მედალი. ალექსანდრე მეტრეველი ევროპის თექვსმეტგზის ჩემპიონია, აქედან 1970-1971, 1973, 1975, 1977-1978 წლებში ერთეულთა შორის. 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

მისი საუკეთესო შედეგი დიდი სლემის ტურნირებში 1973 წლის უიმბლდონის ფინალია. 1968 და 1970 წლებში მან უიმბლდონზე შერეულ წყვილთა ფინალში იასპარეზა ოლგა მოროზოვასთან ერთად. 1972 წელს ავსტრალიის ღია პირველობისდა როლან გაროს ნახევარფინალში იასპარეზა, ამერიკის ღია პირველობაზე კი მისი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია.

1974 წელს ის მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერი იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ საბჭოთა ჩოგბურთელ ვაჟებს ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზეა ილია მეორე

13 years ago
“საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა” – ვასილ მაღლაფერიძე

“საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა” – ვასილ მაღლაფერიძე

9 years ago

შსს-ს თანამშრომლები ბათუმის ქუჩების გაწმენდით სამუშოებში მონაწილეობენ

10 years ago

დღეს, ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by