• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თანაბარი შრომის არათანაბარი ანაზღაურება – ქალთა დისკრიმინაციის ფორმა შრომით ურთიერთობაში

9 years ago
in ანალიტიკა, კატეგორიის გარეშე
A A
თანაბარი შრომის არათანაბარი ანაზღაურება – ქალთა დისკრიმინაციის ფორმა შრომით ურთიერთობაში
11
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„დაუფასებელია ქალის შრომა, როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულებად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია“,– ეს განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღეს გააკეთა. მილოცვის ტექსტში ომბუდსმენი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლის მხრიდან ხშირია ქალთა დისკრიმინაციის ფაქტები, რომელიც ანაზღაურების დისბალანსში გამოიხატება.

საქართველოში 1996 წელს რატიფიცირებულ იქნა შრომის  საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია #100 „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიზანია, დაიცვას თანაბარი ანაზღაურების პრინციპი, თუმცა აღნიშნული კონვენცია რეალურად საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მე–4 კვარტლის  მონაცემები, რომლის მიხედვითაც  საქართველოში ქალთა საშუალო თვიური შემოსავალი 795,2 ლარით განისაზღვრა, ხოლო  მამაკაცების ხელფასის იმავე პერიოდის მაჩვენებელი 1306,6 ლარს შეადგენს. აღნიშული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ  ქალთა და მამაკაცთა  საშუალო თვიურ ხელფასებს შორის სხვაობა 511,4 ლარია.

საქართველო ვალდებულია დაიცვას  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კიდევ ერთი კონვენცია #111  „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ რომლის მიხედვითაც დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით: რასის, სქესის, ასაკის, რწმენის… მიიჩნევა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გამოცხადებული უფლებების დარღვევად. აღნიშნული კონვენცია 1995 წლიდან რატიფიცირებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

შრომით უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც ქალები აწყდებიან სამსახურში ხშირად ფარულია, ვინაიდან გარკვეული მიზეზების გამო ისინი ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

„დამსაქმებლები კომფორტულ სიტუაციაში არიან, როგორც უნდა მოვინდომო ვერ დავუმტკიცებ, რომ თანამდებობრივი დაწინაურების პროცესში პრივილეგიები მამაკაცებს მიანიჭეს მხოლოდ სქესის და სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო. სიმართლე რომ ვაღიარო, პროტესტის გამოთქმას არც ვცდილობ. შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ წარიმართოს და სამსახურიც დამატოვებინონ“,– საკუთარ სამუშაო გარემოს ამგვარად ახასიათებს ქალბატონი ნინო, მხოლოდ იმ პირობით, თუ მისი სახელის იდენტიფიცირება არ მოხდება, ვინაიდან შიშობს, რომ კრიტიკასა და უკმაყოფილებას დამსაქმებელი „შესაბამისად“ უპასუხებს.

„პრობლემა ჯერ კიდევ პატარა გოგონების განათლებიდან იწყება, როდესაც მათ შთააგონებენ, რომ არ უნდა დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების დონეზე   პასუხისმგებლობას მოითხოვს და შესაბამისად მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა“, – ქალთა მიმართ შრომითი უფლებების დისკრიმინაციულ ხასიათზე ”თბილისი თაიმსთან“  საუბრისას არათანაბარ სასტარტო პირობებზე აკეთებს აქცენტს ორგანიზაცია – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. 

„ არსებობს ხილული და უხილავი უთანასწორობის ნიშნები. თუ ჩვენ სამსახურში არსებულ მივლინებების, პრემიებისა და სხვადსხვა ბენეფიტის რაოდენობრივ მაჩვენებლებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი კაცებისთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ქალებისთვის. უთანასწორობა, რომელიც ქალთა შრომითი ურთიერთობების პირობებში არსებობს, შესაძლოა, გარეგნულად არ ჩანდეს და მათ ფურცელზე ოფიციალურად მამაკაცებთან გათანაბრებული ანაზღაურება ჰქონდეს, მაგრამ სამუშაო გარემოს შიგნით, ქალისთვის გაცილებით უფრო შეზღუდული და შემავიწროებელი პირობები იყოს.

მინახავს შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი ქალისთვის არ იყო მანქანის მომსახურება, ხოლო კაცისთვის იყო. მანქანის მომსახურება, ცხადია, გარკვეული დახმარებაა, რადგან ამით ძალიან ძვირფას რესურს, დროს ზოგავ და მეტი საქმის გაკეთების შესაძლებლობა გექნება. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ისევ გენდერული სტერეოტიპიდან მომდინარეობს, თითქოს, კაცი საჭესთან უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქალი“

გენდერის საკითხებზე გაეროს მიერ 2013 წელს ჩატარებულ ანგარიშში  „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“  გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის 67% არ არის დასაქმებული. დაუსაქმებელთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია ქალებში – 75%, ხოლო მამაკაცებში დაუსაქმებელთა წილი 59% შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად უფრო მეტი მამაკაცი ეძებს სამსახურს, ვიდრე ქალი. გაეროს ანგარიშში ნათქვამია:

 „საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება. ხოლო კაცის – ოჯახის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება შესაძლებლობა, უმჯობესია, ქალი არ მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული – „ქალისთვის შესაფერისი“ სამუშაო ჰქონდეს.“

ქალთა შრომით უფლებებსა და ურთიერთობებზე საუბრისას, საჭიროა გავითვალისწინოთ ის ხარვეზები, რომლებიც  არსებობს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ახალ კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და  შრომის კოდექსს შორის. დისკრიმინაციის ერთ–ერთი აღიარებული  ფორმა – სექსუალური შევიწროება, არსებული შრომის კოდექსში  არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, ამგვარი ფორმის დისკრიმინაციის შემთხვევაში არ არსებობს აკრძალვის რაიმე მექანიზმი.

საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებულა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ფულადი დახმარების განსაზღვრას იმ ოდენობით, რომ ქალმა შეძლოს შეინახოს საკუთარი თავი და შვილი, უზრუნველყოფილი იყოს სანიტარულ–ჰიგიენური პირობებითა და ცხოვრების სათანადო დონით. ქალთა უფლებების დამცველები დღესდღეობით სწორედ შრომის კოდექსში ქალთა დისკრიმინაციისაგან დასაცავ  ცვლებებს მოითხოვენ.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025

საინტერესო

ფსიქოტროპული მედიკამენტები რეცეპტის გარეშე მაინც იყიდება – „თბილისი თაიმსის“ ექსპერიმენტი

11 years ago

ნავთობკომპანიების უკონტროლობა – ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე

11 years ago

თინათინ ხიდაშელი საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მინისტერიალში მონაწილეობს

10 years ago
ცნობილია, შოვის ტრაგედიის შედეგად, ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა

ცნობილია, შოვის ტრაგედიის შედეგად, ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა

3 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by