• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა საკულტო ძეგლებს ინახავს რაბათის ციხე?!

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა საკულტო ძეგლებს ინახავს რაბათის ციხე?!
25
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“თბილისი თაიმსი” გთავაზობთ რაბათის ციხეში არსებული ძეგლებისა და მუზეუმში წარმოდგენილი ზოგიერთი ექსპონატის მოკლე მიმოხილვას.  ახალციხე რელიგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო რეგიონია. აქ წმინდა მარინეს და ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ტაძრები, სინაგოგა, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური და კათოლიკური ეკლესიები გვერდიგვერდ არსებობენ.

წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი

რაბათის ციხე ახალციხის ცენტრში შვიდ ჰექტარზე გაშენებული კომპლექსია, რომელიც სხვადასხვა დროს აგებულ საკულტო და თავდაცვით ნაგებობებს აერთიანებს.

კომპლექსი ორ ნაწილადაა გაყოფილი, მის ქვედა ნაწილში შესვლას ბილეთის გარეშე შეძლებთ. აქ ნახავთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს, რესტორნებს, სასტუმროს,  ამფითეატრს, ქორწინების სახლს, სუვენირების მაღაზიას, იმიტირებულ მესხურ ტერასებსა და სათვალთვალო კოშკებს, საიდანაც შეგიძლიათ ციხეს თვალი მოავლოთ.

რაბათის ზედა ნაწილში მოსახვედრად ბილეთის შეძენაა საჭირო. აქ წარმოდგენილი შენობებიდან ადვილად შეამჩნევთ ციტადელს, რომელიც რაბათის ციხის ყველაზე შემაღლებული წერტილია. ციტადელში ძველად ტყვეთა საპყრობილე იყო განთავსებული. ამჟამად აქ საკონფერენციო დარბაზის დაქირავებაა შესაძლებელი.

ციტადელიდან კარგად ჩანს მუზეუმი, სადაც ძველად ათაბაგების სასახლე იდგა. ახალციხის მუზეუმში ბევრ საინტერესო არტეფაქტს აღმოაჩენთ, განმარხებული ამფიბიებით დაწყებული, უძველესი ღვთაებებით, სამარხებითა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ცხოვრების ამსახველი ნივთებით დამთავრებული.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აღმოჩენილი კრემაციული სამარხები ქრისტესშობამდე VIII-VI საუკუნეებით თარიღდება. თიხის ჭურჭელში გარდაცვლილის დამწვარ ნაშთებთან ერთად, სამკაულებსა და დამტვრეულ იარაღსაც ათავსებდნენ. ამგვარი სამარხების გამოჩენას ხეთური კულტურის გავლენას უკავშირებენ.

საინტერესოა ტყუპი ღვთაების ფიგურა, რომელიც ქრისტესშობამდე მე-3 ათასწლეულის პირველი ნახევრითაა დათარიღებული და ოჯახის მფარველად ითვლებოდა.

მუზეუმში გაეცნობით მზის კულტის ქურუმ ქალთა სამკაულებსა და სხვადასხვა მოსართავებს, რომელთაც ძვ.წ XV-XIII საუკუნეებს მიაკუთვნებენ.

მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები – რიტუალური ნივთები, სამოსი, ლოცვის წიგნები – მესხთა, ოსმალთა, სომეხთა, ებრაელთა და სხვადასხვა წარმოშობის კათოლიკეთა ცხოვრებას ასახავენ. მუზეუმში დაცული ხელნაწერებიდან აღსანიშნავია XI საუკუნის სახარება, “ვეფხისტყაოსნის” XVI საუკუნის ხელნაწერი და სხვა მდიდარი მასალა.

თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს მუზეუმის სამხრეთით მდებარე ოქროსფერგუმბათიანი მეჩეთი, ახმედიეს სახელით ცნობილი. მეჩეთი ათაბაგთა გამუსლიმებულმა შთამომავალმა, ახმედ ფაშა ჯაყელმა 1752 წელს ააგო. ფაშას მეჩეთის ასაშენებლად იტალიელი არქიტექტორი მოუწვევია. საკურთხეველი მეჩეთს მე-19 საუკუნის ოციან წლებში მიადგეს, როცა გენერალ პასკევიჩის მეთაურობით, ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ციხე თურქებს გამოსტაცეს.

მეჩეთთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობს. გადმოცემის თანახმად, ქართველ არქიტექტორს მეჩეთი აია სოფიას ტაძრისთვის მიუმსგავსებია, რის გამოც ფაშას დაუსჯია. მეჩეთის ჩრდილოეთით ფაშას მოსასვენებელი ოთახი იყო, დასავლეთით კი მედრასე.

გარდა საკურთხევლისა, ახმედიეს მეჩეთის სამხრეთ კედელში შემორჩენილია მიჰრაბი, ნიშა, რომელიც მუსლიმ მლოცველებს მექას მდებარეობისკენ მიუთითებს. ნაგებობის გუმბათში დატანებულია თორმეტი სარკმელი. მეჩეთში რამდენიმე საფლავის ქვაა გამოფენილი სხვადასხვა დროინდელი წარწერებით.

რაბათის კომპლექსში კიდევ ერთ მართლმადიდებლურ ტაძარს აღმოაჩენთ, რომელშიც მსახურება არ აღესრულება, თუმცა ყველას შეუძლია შესვლა და სანთლის ანთება.

თანამედროვე ხეივნები, ღია გალერეები, შადრევნები და აუზები მრავლადაა რაბათის ციხის მთელ ტერიტორიაზე.

ციხის რესტავრაცია 2012 წელს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობების ერთი ნაწილი არაავთენტურია, მაინც უამრავ ტურისტს იზიდავს.

მარიამ ქალებაშვილი

 

Share10Tweet6

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

სად ერთობიან თბილისელები – ქუჩების რეიტინგი

სად ერთობიან თბილისელები – ქუჩების რეიტინგი

7 years ago
ჟირინოვსკი კომიდან გამოვიდა, ის გონზეა –  რუსული მედია 

ჟირინოვსკი კომიდან გამოვიდა, ის გონზეა – რუსული მედია 

5 years ago
როგორ დავიცვათ საკუთარი ბარათები კიბერთაღლითობისგან

როგორ დავიცვათ საკუთარი ბარათები კიბერთაღლითობისგან

5 years ago

შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

8 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by