თბილისის მეტროპოლიტენის ინფორმაციით,მეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია. არსებული ინფორმაციით, ესკალატორს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ადგილზე მეტროპოლიტენის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.
1 tv.ge-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორაციით, მეტროსადგურში მაღალი ძაბვის ელექტროსადენს გაუჩნდა ცეცხლი. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.













